კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ებდღვნებიან ქუჩაში ეკა აბშილავას და რატომ არ ამხელს ის შეყვარებულის ვინაობას

მომხიბლავი ტელესახე ეკა აბშილავა ერთი სეზონია, რაც „ქლაბ შოუდან“ „კომედი შოუში“ გადაბარგდა. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტს სურდა, უფრო თემატურ და თეატრალიზებულ შოუში მოესინჯა ძალები. მართალია, ქალების სიმცირე იუმორისტულ გადაცემებში ახლაც შეიმჩნევა, მაგრამ, ფაქტია, რომ გოგონები დაკისრებულ მოვალეობებს თავს მშვენივრად ართმევენ. „კომედი შოუზე“, პირადსა და ზოგ სხვა საინტერესო საკითხზე სასაუბროდ ეკას თეატრალურ უნივერსიტეტში მივაკითხე.

– ეკა, სრულებით ბანალურ შეკითხვას დაგისვამ: როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში?

– ქასთინგი იყო გამოცხადებული, ოღონდ ასე ფართოდ არ იყო გახმაურებული. ეძებდნენ გოგონებს „ქლაბ შოუსთვის“. მე და ჩემმა მეგობარმა, მაშომ, გადავწყვიტეთ, ტელევიზიაში მოგვესინჯა ძალები. ძალიან გვინდოდა, ორივე ავეყვანეთ. მივედით შესარჩევ ტურზე და, ისე მოხდა, რომ აგვიყვანეს. შემდეგ კი „ქლაბ შოუ“ დაიხურა... ალბათ, ასე იყო საჭირო. „ქლაბ შოუ“ რომ დაიხურა, გადავწყვიტე, „კომედი შოუშიც“ მეცადა ბედი. საერთოდ, აქტიური ადამიანი ვარ, ბევრი რამ მაინტერესებს და უსაქმოდ ვერ ვჩერდები. კამერასთან მუშაობის გამოცდილება მანამდეც მქონდა – ვთამაშობდი ქართულ საპნის ოპერაში: „ჟამი ყვავილობისა“, რომელიც გარკვეულ მიზეზთა გამო შეჩერდა. ასევე, მონაწილეობა მივიღე ნიკო გომელაურის კლიპში.

– ფაქტია, რომ „კომედი შოუ“ ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანიც აღმოჩნდა და რეიტინგულიც.

– იმიტომ მოხდა ასე, რომ „კომედი შოუს“ ცოტა სხვა ფორმატი აქვს: არის თეატრალიზებული, თემატური, სხვადასხვა სახის სკეტჩებია წარმოდგენილი, არის პოლიტიკური სატირა, პროვინციულ იუმორსა და სიტუაციებზე „ღადაობა“, ჩვეულებრივი ოჯახური პასაჟები, ლიტერატურული ნაწარმოებების პაროდია, ჩვენი ყოველდღიურობა და ასე შემდეგ, ამიტომ, ყველა ასაკისა და კატეგორიის მაყურებლისთვის ადვილად საყურებელი და აღსაქმელია, ანუ აქტუალურია: ზოგი საკუთარ თავს ხედავს, ზოგი – ახლობელს... „ქლაბ შოუ“ მხოლოდ ხუმრობებზე, მონოლოგებზე, დიალოგებზე დაფუძნებული გადაცემა იყო, „კომედი შოუში“ კი მეტი თავისუფლებაა, კოსტიუმირებულია და უფრო საინტერესოა.

– რაც პოპულარული გახდი, შენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა? ქუჩაში გცნობენ?

– არ მინდა, მკითხველმა იფიქროს, რომ ვკეკლუცობ და ვთავმდაბლობ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულ პოპულარობას ნამდვილად ვერ ვგრძნობ. რომ ვთქვა, ქუჩაში მოვდივარ, ვარსკვლავებს ვწყვეტ და ხალხი მესევა-მეთქი, არ იქნება მართალი, არავინ მბდღვნია (იცინის). უბრალოდ, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, ტელევიზიაში თუ ჩანხარ, ხალხი გცნობს და ეს სასიამოვნოა.

– თვითკრიტიკული ხარ? საკუთარ გარეგნობას, შესრულების მანერას როგორ აფასებ ეკრანზე?

– ვაიმე, საშინლად თვითკრიტიკული ვარ, არასდროს ვრჩები საკუთარი თავით, თამაშით ბოლომდე კმაყოფილი. ცხადია, ეს გარკვეულწილად, კარგიცაა, წინსვლაში გეხმარება და ცდილობ, შეცდომები, ლაფსუსები გამოასწორო. წეღანაც ვთქვი, ყალბ თავმდაბლობად არ ჩამითვალოთ, მაგრამ როცა ეკრანზე ვუყურებ საკუთარ თავს, რაღაცნაირად ვიძაბები ხოლმე – მაინც ძნელია. ზოგჯერ ძალიან მომწონს საკუთარი გარეგნობა, ზოგჯერ კი ვფიქრობ – ვაიმე, გადართეთ, ეს ეკა არ არის-მეთქი.

სულ ვცდილობ, არ გადავამლაშო და პირიქით გამომდის – სულ რაღაცას ვაკლებ ხოლმე. და კიდევ ერთი: თუ ხარ „კომედი შოუს“ მსახიობი, იმპროვიზაციის უნარი უნდა გქონდეს, ზოგჯერ ბიჭები (განსაკუთრებით ნიკა გრიგოლია) საკუთარ ტექტს მოულოდნელად ჩასვამენ ხოლმე სცენარში და, მტერს, თუ ვერ აჰყევი და პირდაღებული დადექი!

– პირველი გადაცემა თუ გახსოვს, ნერვიულობდი?

– სხვათა შორის, უცნაურია, მაგრამ, პირველ გადაცემაში საერთოდ არ მინერვიულია. ვცეკვავდი და, ცეკვა იმდენად ბუნებრივი, იმდენად ორგანული რამაა ჩემთვის, საერთოდ არ დავძაბულვარ. ათი წლის განმავლობაში ქართული ცეკვების შემსრულებელი ვიყავი, ახლა თავი დავანებე და ძალიან ვნანობ. სამაგიეროდ, უკვე ტექსტი რომ მქონდა, საშინლად ვინერვიულე, თუ გახსოვს, ნანუკა ჟორჟოლიანის პაროდიას ვაკეთებდი. გამიჭირდა, მაგრამ, ბიჭები დამეხმარნენ. გასვლის წინ სულ რჩევებს მაძლევენ. მაგრამ, შეცდომის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მკაცრი და კრიჭაში ჩამდგარი ნამდვილად არ არის. ვართე მეხმარება ხოლმე ძალიან, შემიფუცხუნებს: იცოდე, ეს სცენა რომ ჩამიგდო, არ ვიცი, რას გიზამო. (იცინის).

– მერე, პუბლიკამ როგორ მიიღო ასეთი ცნობილი ჟურნალისტის პაროდია, მოეწონა? ან, თვითონ ნანუკას შეფასება როგორი იყო?

– რა ვიცი, მაინც ახალი სახე ვიყავი, გამოუცდელი, პირველი სკეტჩი იყო და, რომ გითხრა, დიდი ოვაციები და ჟრიამული მოჰყვა-მეთქი, მოგატყუებ. ნორმალურად მიიღეს. საერთოდ, სტუდიაში ხალხი რომ ესწრება, იმათ სხვა განწყობა აქვთ, ადგილზე, ცოცხლად უფრო ნაკლებად არიან კრიტიკისთვის განწყობილები, გგულშემატკივრობენ, თან, ბევრი ხალხია და უფრო ხალისია. ეკრანიდან რომ ხედავ, უფრო სხვა განცდაა, უფრო უკირკიტებ. თითქოს მაყურებელი გეუბნება: ვნახოთ ერთი, რა შეგიძლიაო. პრინციპში, გადაცემა ჩაგვვარდნოდეს, ასეთი რამ ნამდვილად არ მახსოვს. ნანუკა ჟორჟოლიანს რაც შეეხება, პირადად არ ვიცნობ და არც ჩემთვის გაუზიარებია აზრი, მაგრამ, ფორუმზე დაუწერია, ამ როლს ნიკა გრიგოლია უკეთესად შეასრულებდაო.

– ესე იგი, არ მოეწონა.

– რადგან ასეთი რამ დაწერა, ესე იგი, არ მოეწონა, ან განაწყენდა, ან კონკურენტი არხის მომენტიც შეიძლება, იყოს.

– კიდევ ვისი პაროდია შეგისრულებია?

– ნინო ხოშტარიასი, „ეკივოკიში“ რომ იყო. სხვათა შორის, ნინო ძალიან მაგარი ადამიანია, თავად ესწრებოდა ჩაწერას, მამხნევებდა და, ძალიან დამეხმარა. გულიანად იცინოდა, მგონი, არ სწყენია, პირიქით, მოვიდა ჩემთან და რჩევებს, მითითებებს მაძლევდა – აქ ასე ვიტყოდიო, ანუ, მკარნახობდა თავად როგორც იტყოდა და მოიქცეოდა.

– შენი თაყვანისმცემლები მოდიან ხოლმე ჩაწერებზე?

– ოჰ, არა, არავითარ შემთხვევაში! ჩემს თაყვანისმცემლებს აუდიტორიაში არ ვაჭაჭანებ, ხან არასწორ დროს ვეუბნები, ხან რას ვიმიზეზებ, ხან – რას, რომ არ მოვიდნენ და გადაღებას არ დაესწრონ, ერთი სიტყვით, სათოფეზე არ ვიკარებ (იცინის). არ მინდა, ჩემს თამაშში რამე დისონანსი შეიტანონ, თუნდაც არ მოგწონდეს ის თაყვანისმცემელი, მაინც სხვაგვარი ემოციით გადიხარ სცენაზე, სხვანაირად თამაშობ. თაყვანისმცემლებისა და იმათი იმპროვიზებული სიგიჟეების თავი სამსახურში ნამდვილად არ მაქვს.

– მშობლები რას გეუბნებიან, გყავს ვინმე ობიექტური შემფასებელი?

– რა უნდა მითხრან? მადლობა ღმერთს, ოჯახში ისეთი არავინ მყავს, ამ გადაცემაში ჩემი მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგი იყოს. მსახიობი რომ ვარ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თანაც, ისინი არ ერევიან ჩემს გადაწყვეტილებებში. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც რჩევებს მაძლევს, რა და როგორ იქნება უკეთესი. პრინციპში, მკაცრი, ობიექტური მსაჯული არ მყავს, არადა, კარგი იქნებოდა, მყოლოდა. ჩემი მშობლები თავიდან აქტიურად უყურებდნენ ჩემს გადაცემას, ახლა კი ზოგჯერ ჩართვაც ავიწყდებათ ხოლმე, იმდენ ყურადღებას აღარ უთმობენ.

– ბიჭებთან როგორი ურთიერთობა გაქვს, გაბრაზებენ ხოლმე?

– ვაიმე, საშინლად! სულ მაწვალებენ, რაღაცას მატყუებენ და მერე იცინიან. მაბნევენ და მეც ვიჯერებ ხოლმე, მერე კი აღმოჩნდება, რომ მეღადავებიან. პირველი გადაცემის ჩაწერაზე ბათუმში ვიყავით, სასტუმროში. პირველ დღეს იმდენი ემოცია მივიღე, საშინლად დაღლილი ვიყავი. სანამ გაიცნობ, სანამ შეეჩვევი, ხომ იცით, როგორც ხდება. ზოგჯერ მათი ხუმრობა ცოტა მაკვირვებდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. ყველა მიყვარს და ყველა ძალიან კარგია.

– ჭორების მსხვერპლი ხშირად ხდები ხოლმე? რომელიმე ჟურნალს დაუწერია ისეთი რამ, რაც შენ საშინლად არ მოგწონებია და გაგიპროტესტებია ან გაბრაზებულხარ?

– ხომ ვამბობ, ისეთი პოპულარული და კაშკაშა ვარსკვლავი არ ვარ, რომ პაპარაცების ობიექტივში ვექცეოდე, სკანდალები მომიწყონ და რამე ეგეთები. რამე განსაკუთრებული ჩემზე არ გამიგია, ერთადერთი შემთხვევა იყო, მგონი, თქვენი ჟურნალის თანამშრომელი მოვიდა და მითხრა, გავიგე, შენ და ფაქო ერთად ხართო. არ ვიცი, საიდან აგორდა ასეთი ჭორი, ან სად ჩაგვავლეს ერთად (იცინის). მერე ფაქო მეხუმრებოდა: ეკა, ხომ იცოდი, მაინც „გაგვიბაზრდებოდა“ და რაღას მალავდიო. ჭორებზე საშინელი რეაქცია არ მაქვს, ვიცინი, ვერთობი და ვხალისობ ხოლმე. რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი რამ რომ დამიწერონ, გავბრაზდები, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არაფერი მომხდარა.

– პირად ცხოვრებას ბევრი მალავს საგულდაგულოდ. შენთან რა ხდება, შეყვარებული ხარ?

– დიახ, შეყვარებული ვარ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. ოღონდ, ვინაობის გამხელა არ მთხოვოთ. მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია და, არ ვიცი, მოეწონება თუ არა, რომ ჩვენი ამბავი პრესაში გახმაურდეს. მარტო იმას გეტყვით, რომ ბათუმში გავიცანი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მსუბუქი საკურორტო რომანივით არ დაწყებულა. დანარჩენს საიდუმლოდ დავიტოვებ.


скачать dle 11.3