კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1940 წელი

8 ნოემბერს მიუნჰენში, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე „ესესელთა“ სამხედრო დემონსტრაცია მიმდინარეობდა, როდესაც 19 წლის ანელი ბაუმანი ხალხს გამოეყო, სამხედროების რიგში შეიჭრა და თავი აიფეთქა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 150 მეტრის რადიუსში შენობებს ფანჯრები ჩაემსხვრა. ამ შემთხვევას 40 ადამიანი შეეწირა, 40-ზე მეტი კი, დაშავდა. ბაუმანის ეს ქმედება კი იმან გამოიწვია, რომ გოგონას ფაშისტებმა ოჯახი გაუწყვიტეს და მან შური იძია.

9 ნოემბერს რუსეთის ქალაქ სარატოვის ერთ-ერთ გარეუბანში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, საწვავის ტერმინალს დაეცა და აფეთქდა. ამ შემთხვევას 70 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 40 დაშავდა, სახელმწიფომ კი 4 მილიონი მანეთით იზარალა.

10 ნოემბერს ლენინგრადში მოხუცთა თავშესაფარს ცეცხლი გაუჩნდა, რაც მოკლე ჩართვამ გამოიწვია და სამსართულიანი ხის შენობა ისე მალე დაიწვა, რომ შიგნით მყოფი ადამიანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ შემთხვევამ 30 მოხუცი იმსხვერპლა.

60 წლის წინათ – 1950 წელი

8 ნოემბერს ნიუ-იორკში 41 წლის ჯონი ბარნსი სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც 16 ადამიანი სადისტურად ჰყავდა მოკლული. სერიული მკვლელი ბარნსი პროფესიით მასაჟისტი იყო და თავის მსხვერპლს კლიენტებს შორის არჩევდა. ის ჯერ სახლში იბარებდა მათ, ვითომდა სამკურნალოდ, აშიშვლებდა, აბამდა, აწამებდა, შემდეგ აუპატიურებდა. ბოლოს კლავდა და გვამებს წყალში ყრიდა.

11 ნოემბერს ფრანგი ტურისტების ჯგუფი მსუბუქი კატერით მდინარე ნილოსზე სეირნობდა. იქაურობის თვალიერებაში წყლის ტრანსპორტი წყალში მცურავ საგანს დაეჯახა. კატერი ამოტრიალდა და ხალხი მდინარეში ჩაცვივდა. განსაცდელში ჩავარდნილი 26 ტურისტი ნიანგებმა შეჭამეს და მხოლოდ 9 ადამიანმა შეძლო გადარჩენა.

12 ნოემბერს ჩინეთის პროვინცია სე-ჩუანში მსხვილი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, რასაც 190 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი სამგზავრო-საგარეუბნო მატარებელი შეეჯახა, რომლებიც დისპეტჩერმა შეცდომით ერთ ლიანდაგზე გაუშვა.

50 წლის წინათ – 1960 წელი

8 ნოემბერს მოსკოვში 39 წლის ანატოლი ვალუევი დახვრიტეს. პროფესიით მშენებელი მესამე ჯგუფის ინვალიდი, კანიბალი აღმოჩნდა. ვალუევი ხალხს თავისი ბინის სარდაფში იტყუებდა, თიშავდა, აშიშვლებდა, კლავდა, ატყავებდა და მათი ხორცისგან სხვადასხვა კერძს ამზადებდა. მერე კი თავის ახლობლებთან ერთად ჭამდა. კანიბალს 19 ადამიანი ჰყავდა მოკლული და შეჭმული.

10 ნოემბერს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში საპნის ქარხნის მუშები აჯანყდნენ, რომლებიც ხელფასით და სამუშაო პირობებით იყვნენ უკმაყოფილო. ისინი ქარხნის ერთ-ერთ საამქროში გამაგრდნენ, მძევლად აიყვანეს ადმინისტრაცია და მეპატრონესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. თუმცა, ქარხანაში პოლიციელები შეცვივდნენ, მუშებს ცეცხლი გაუხსნეს, 3 ადამიანი მოკლეს, 100-ზე მეტი კი დაჭრეს.

14 ნოემბერს კანადის ქალაქ ტორონტოში 36 წლის ნარკომანი, წარმოშობით ფრანგი მიშელ აბლერი ერთ-ერთ აფთიაქში პისტოლეტით შეიარაღებული შეიჭრა, მორფი მოითხოვა და რომ ვერ მიიღო, ცეცხლი გახსნა. 4 ადამიანი მოკლა და 4 დაჭრა. თავად თავდამსხმელი კი, პოლიციამ მოკლა.


скачать dle 11.3