კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაერთიანდნენ „კაგებე“ და „შავები“ ჰარამხანის ტყვეების გასათავისუფლებლად

– შენებურად ნუ გადაიკარგები და მალე დაბრუნდი უკან, დღეს სტუმრად ვართ დაპატიჟებულები და უნდა მოვემზადოთ. იცოდე, დროზე გამოდი! – თქვა ორმოცდაათიოდე წლის ქალმა და ჯერ შეზლონგზე წამოწვა, შემდეგ კი თავის ქალიშვილს გააყოლა მზერა, რომელიც ნარნარად მიარხევდა წერწეტა სხეულს პლაჟზე.

გოგონა კოშკურაზე იდგა. მან ჯერ დედას დაუქნია ხელი, შემდეგ კი მოხდენილად ისკუპა ზღვაში და სოლივით ჩასრიალდა მარილიან წყალში. მან მალევე ამოყვინთა და გაცურა. ის რიტმულად განაგრძობდა წინსვლას და ორასიოდე მეტრი რომ გაცურა, პლაჟისკენ მოტრიალდა. შემდეგ ზურგზე დაწვა და ლაჟვარდოვან ზეცას ახედა. უეცრად გოგონამ სიმძიმე იგრძნო ფეხებზე და წყალში გასწორება სცადა, მაგრამ მას ჯერ რაღაც წამოაცვეს თავზე, შემდეგ კი ფეხებზე დაქაჩეს და წყალში ჩაითრიეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგული

ქალი ზღვის ნაპირის გასწვრივ დარბოდა და შემაძრწუნებლად გაჰკიოდა. ირგვლივ შეკრებილი ადამიანები კი ამაოდ ცდილობდნენ მის დამშვიდებას. ბოლოს, ქალს ქანცი გამოელია, გაფითრდა და გონდაკარგული წაიქცა. პლაჟზე მისულმა „სასწრაფო დახმარების“ მანქანამ ის ბიჭვინთის საავადმყოფოში წაიყვანა.

გულწასული ქალბატონი ნატალია ივანოვა იყო, ხოლო წყალში შესული გოგონა, მისი 19 წლის ქალიშვილი – ლენა ლუჟკო. ტანწერწეტა ლენკა კიევის უნივერსიტეტში სწავლობდა, თან ცურვით იყო გატაცებული. დედა-შვილი ბიჭვინთაში დასასვენებლად იყვნენ და ცნობილი ექიმის, ნოდარ აბრამიძის ოჯახს სტუმრობდნენ. ლენას მამა ანატოლი ცნობილი ქირურგი იყო, ხოლო ლენას ბიძა – კანონიერი ქურდი და დიდი გავლენით სარგებლობდა შავ სამყაროში. ლენას ძმა 25 წლის იური ლუჟკო, „მურში“ მუშაობდა და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ოპერმუშაკად ითვლებოდა. იური ავღანეთის ომის მონაწილე იყო და ორი წლის განმავლობაში მსახურობდა საგანგებო სპეცრაზმში, რომელსაც განსაკუთრებული სირთულის დავალებების შესრულება ევალებოდა. 19 წლის ლენკა 24 წლის თამაზ აბრამიძეზე იყო დანიშნული და სექტემბრის დასაწყისში უნდა ექორწინა კიდეც თავის სატრფოზე. თამაზიც ექიმი იყო და სწორედ იმ დღეს, 1988 წლის 2 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო გერმანიიდან, სადაც სტაჟირებაზე იმყოფებოდა.

ლენკა ლუჟკოს ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა ორმოცდაათამდე გამოცდილი მყვინთავი, მაგრამ მის ცხედარს ვერ მიაგნეს. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, თუმცა ორიენტირები ლენკას სურათით ყველგან გაგზავნეს.

აბრამიძეების, ლუჟკოების და გენადი ივანოვის დიდი ავტორიტეტის წყალობით, ლენკა ლუჟკოს ფარულ ძებნას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განაგრძობდნენ.

– ლენკა წყალში არ დაიხრჩობოდა. მით უმეტეს, ასეთ წყნარ ამინდში, – ამბობდა, გაუჩინარებული გოგონას ძმა, – მას არც რამე სენი აწუხებდა და, როგორც ვიცი, არც იმ დღეს ყოფილა ცუდად, რომ ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობას დავაბრალოთ. აქ სულ სხვა რამ ხდება.

– მოულოდნელობას არ გამოვრიცხავ, – თქვა კაპიტანმა ცეცაძემ, რომელიც მოსკოვიდან სპეციალურად მიავლინეს ბიჭვინთაში ამ საქმის გამოსაძიებლად.

გიორგი ცეცაძე „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის საუკეთესო მაძებრად ითვლებოდა და მის ანგარიშზე რამდენიმე უიმედო საქმის გახსნა ირიცხებოდა.

– რომელ მოულოდნელობას გულისხმობ, კაპიტანო? – დაინტერესდა იური ლუჟკო, – მე ორი წლის განმავლობაში ავღანეთში სულ ასეთ მოულოდნელობებში ვიყავი ჩართული, თუმცა იქ ომი იყო.

– აქაც ომია, – მოკლედ მოუჭრა ცეცაძემ იურის, – და რომ იცოდეთ, უფრო ვერაგული. მეც მკარნახობს ინტუიცია, რომ თქვენ სიმართლეს ამბობთ და თქვენს დას რაღაც სხვა შეემთხვა, ანუ ის არ დამხრჩვალა და არ არის გამორიცხული, დღესაც ცოცხალი იყოს.

ლურჯი კატერი

მოსკოვიდან მივლინებული კაპიტანი ცეცაძე ბიჭვინთაში 3 აგვისტოს, ანუ ლენკას გაუჩინარების მეორე დღესვე ჩავიდა. კაპიტანმა, უპირველესად, გოგონას დედა დაჰკითხა. ხოლო შემდეგ, პლაჟის თანამშრომლებს გაესაუბრა. როდესაც მან ინფორმაციის ადგილზე შეკრება დაასრულა, უკვე მილიციას ესტუმრა და ბოლო 3 თვის განმავლობაში დამხრჩვალი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სია მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ 1987 წლის 1 მაისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ბიჭვინთასა და მის შემოგარენში 12 ადამიანი დაიხრჩო – 4 ქალი და 8 მამაკაცი. უგზო-უკვლოდ კი მხოლოდ 6 ადამიანი იყო დაკარგული, მათ შორის – 4 ქალი და 2 მამაკაცი. დამხრჩვალებად ითვლებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც წყალში იპოვეს, ხოლო, ვინც ვერ იპოვეს – დაკარგულად. ცეცაძე უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 ქალით დაინტერესდა და თითოეული მათგანის საქმეს გაეცნო. როგორც აღმოჩნდა, ოთხივე გოგონა წყალში იყო შესული და მხოლოდ მას შემდეგ დაიკარგნენ. მათ შორის, 3 გოგონა რუსი ეროვნების იყო და შესაბამისად, მოსკოვიდან, ლენინგრადიდან და ულიანოვსკიდან ყოფილან ბიჭვინთაში ჩასულები. ერთი გოგონა კი, ქართველი იყო და თბილისში ცხოვრობდა. როგორც ლენას შემთხვევაში, არც იმ გოგონებზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რადგან მათ გაუჩინარებაში დანაშაულის კვალი არ ჩანდა. ისინი ყველას დამხრჩვალი ეგონათ. მილიციაში მხოლოდ მოკვლევის საბუთები იყო და მათ ცეცაძე გულდასმით გაეცნო. შემდეგ კაპიტანმა მოკვლევის საბუთებში მითითებულ ადამიანებს მიაკითხა და ესაუბრა მათ.

– როგორც საერთო სურათიდან ჩანს, ის საწყალი გოგონები წყალში დაიხრჩვნენ, უფრო სწორად კი, წყლიდან გაუჩინარდნენ, – უთხრა ცეცაძემ იური ლუჟკოს, – მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ გაუჩინარებულმა რუსმა გოგონებმა ცურვა იცოდნენ, ხოლო ქართველმა ნატო დუმბაძემ – არა.

– ეგ როგორ? – მხრები აიჩეჩა იურიმ.

– დედამისს ვესაუბრე და მან მითხრა, ნატოს, თურმე, „ვოლნარეზზე“ დგომა და ჩამავალი მზის ყურება უყვარდა. გოგონა 31 ივლისს, საკმაოდ გვიან საღამოს დაკარგულა. როგორც დედამისმა მითხრა, თურმე, ის კაფეში ყოფილა გასული და უკან რომ დაბრუნებულა, თავისი შვილი „ვოლნარეზზე“ ვეღარ დაუნახავს. ლენკას მსგავსად, არც იმ გოგონას ჰქონია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ზღვაც წყნარი ყოფილა. ასე რომ, ის რომ ჩაეთრია ზღვაში გამორიცხულია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ პლაჟის ტერიტორია და წყლის გარკვეული ნაწილი რკინის ბადითაა შემოღობილი და ნატო რომ წყალში ჩავარდნილიყო, რკინის ბადეში გაიჭედებოდა. ეს დეტალი ყველას გამორჩა მხედველობიდან და მეც მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როდესაც შემთხვევის ადგილი დავათვალიერე.

ცეცაძემ პლაჟის თანამშრომლების დაკითხვის შედეგად დაადგინა, რომ იმ დღეებში, როდესაც გოგონები დაიკარგნენ, ზღვაში ლურჯი ფერის კატერი მოძრაობდა.

ცოცხალი სატყუარა

„კაგებეს“ კაპიტან გიორგი ცეცაძეს, ზღვა ინფორმაციის გადამუშავება მოუწია და რამდენიმე ვერსია შეიმუშავა.

– ყველა დაკარგული გოგონა დაახლოებით ერთი ასაკისაა, მათი წლოვანება 18-21 წლის ფარგლებში მერყეობს. ყველა ტანწერწეტა და ლამაზია. ამიტომ, მე გატაცების ვერსიას ვფიქრობ და ინტუიცია მკარნახობს, რომ არ ვცდები, – უთხრა ცეცაძემ იურის.

– კი მაგრამ, რატომ, რისთვის იტაცებენ გოგონებს და ვინ სჩადის ამას? თუკი მათი ორგანოები სჭირდება ვინმეს, მაშინ წინასწარ უნდა იცოდნენ, ჯანმრთელია თუ არა. ხოლო ასეთი რამ კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია. დასაშვებია, რომ მანიაკი მოქმედებს და გატაცებულ გოგონებზე ძალადობს, მაგრამ არც ესაა იოლი, – თქვა იურიმ.

– მანიაკები მარტოხელები არიან. აქ კი, ჩემი ღრმა რწმენით, ორგანიზებული და კარგად აღჭურვილი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გოგონებს იტაცებენ და შემდეგ ისინი გარკვეულ ადგილზე მიჰყავთ. ხოლო, სად და რისთვის, ჯერ თავს შევიკავებ ამის თქმისგან, – უთხრა ცეცაძემ იურის.

იმავე საღამოს კაპიტანმა ცეცაძემ და იური ლუჟკომ სავარაუდო ბოროტმოქმედების შეპყრობის გეგმა შეიმუშავეს. მეორე დღეს კი, ბიჭვინთაში „კაგებეს“ სპეცრაზმი და კანონიერი ქურდის, გენადი ივანოვის „გალავარეზები“, თითქმის, ერთდროულად ჩავიდნენ.

ოპერაცია არაოფიციალური იყო და ძალოვნები და „შავი სამყარო“ საერთო ინტერესმა გააერთიანა. ამ ოპერაციის მეთაურობა კი, კაპიტანმა ცეცაძემ ითავა.

– ხუთ ძირითად პლაჟზე ჩვენი ტანწერწეტა, ახალგაზრდა თანამშრომელი გოგონები იმუშავებენ. თითოეულ მათგანზე ერთი სპეცდანაყოფი და ივანოვის ბიჭები იქნებიან დაზღვევაზე. მობილიზებულია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სპეცტექნიკა. როგორც კი საეჭვო მოძრაობებს შეამჩნევთ, იმწუთშივე დაიწყეთ დაკავების ოპერაცია, – თქვა გიორგი ცეცაძემ და ოპერაცია „ბადე“ დაიწყო.

სამი დღის შემდეგ, საღამოს 6 საათზე, ბიჭვინთის საქალაქო პლაჟის აკვატორიაზე „კაგებეს“ სპეცრაზმმა ლურჯი ფერის სწრაფმავალი კატერი დააკავა. ეს ოპერაცია იმდენად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა, რომ ბოროტმოქმედებმა ხელის განძრევაც ვერ მოასწრეს. შეიპყრეს ხუთი გამტაცებელი. გატაცებული ოპერმუშაკი გოგონას გარდა, კატერზე აღმოაჩინეს საყვინთავი მოწყობილობები, დასაძინებელი საშუალებები, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი და ასი ათასი საბჭოთა მანეთი. ბოროტმოქმედები ნოდარ აბრამიძის აგარაკზე მიიყვანეს და იქ დაკითხეს.

იუსუფ-ხანი

ექიმის აგარაკზე ჩატარებული დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ დაკავებული ბოროტმოქმედები ყაზახეთში ცხოვრობდნენ და იუსუფ აბიშევის თანამშრომლები იყვნენ. აბიშევი ალმა-ატის ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსი იყო და მას იუსუფ-ხანს ეძახდნენ. ის ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ომარ ტურსუნოვის ნათესავი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ტურსუნოვი იატაკქვეშა მილიონერი გახლდათ და რესპუბლიკაში დიდი გავლენით სარგებლობდა. მას ისიკ-ყულის ტბასთან უზარმაზარი მამული, ფეშენებელური ვილა და ლამაზმანებისგან შემდგარი დიდი ჰარამხანა ჰქონდა. სწორედ იმ ჰარამხანისთვის იტაცებდნენ იუსუფ-ხანის თანამშრომლები გოგონებს შავიზღვისპირეთში.

– ეს უკვე გენპროკურატურის კომპეტენციაა და ჩვენ ვეღარ დავმალავთ ამ ფაქტებს. საჭიროა პატაკის დაწერა და გენპროკურატურაში შეტყობინების გაგზავნა, – თქვა კაპიტანმა ცეცაძემ, როდესაც ეს ინფორმაცია მოისმინა.

– თქვენ რომ ეს გააკეთოთ, დიდი შანსია, ჩემი გოგონა და დანარჩენი გატაცებულები უგზო-უკვლოდ გააქროს ტურსუნოვმა, – თქვა ლენკას მამამ, ანატოლიმ.

– მართალია, – კვერი დაუკრა სიძეს გენადი ივანოვმა, – თუ თქვენ გეშინიათ, მაშინ ამ საქმეს ჩემი ბიჭები მოუვლიან. მერწმუნეთ, გენპროკურორიდან ეს ინფორმაცია უეჭველად გაჟონავს და გოგონებს დავღუპავთ.

ცეცაძეს აღარ უყოყმანია. ის დანარჩენებს დაეთანხმა და ტურსუნოვის მამულში შეღწევაზე დაიწყეს ფიქრი.

– ის მამული სპეცტექნიკითაა დაცული და ჩიტიც ვერ შეფრინდება იქ უნებართვოდ. 40 კბილებამდე შეიარაღებული და კარგად მომზადებული „ომონელი“ დარაჯობს, – თქვა იუსუფ-ხანის ერთ-ერთმა ბიჭმა.

– „ომონელებს“ ცოცხლად ვჭამდი, – მიუგო მას იურიმ და სიმწრისგან წიხლი ამოსცხო ყბაში.

– „კაგებეს“ სპეცრაზმი და ივანოვის ბიჭები ორი დღის შემდეგ ინკოგნიტოდ ჩავიდნენ ალმა-ატაში და იუსუფ-ხანი გაიტაცეს.

ტურსუნოვის ციტადელი

იუსუფ-ხანი სასტიკად სცემეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიყოლიეს თანამშრომლობაზე.

– იცოდე, ცოცხლად შეგჭამ, შე ნაძირალავ, – უთხრა მას იური ლუჟკომ.

– ჩემი ბიჭები კი, შენს ცოლ-შვილს ვირთხებს შეაჭმევენ, თუ გვიღალატე, – დასძინა გენკამ.

იმავე გზით დაითანხმეს დანარჩენებიც. შემდეგ „კაგებეს“ ხუთი სპეცრაზმელი გოგონა მაყუჩიანი პისტოლეტებით შეაიარაღეს და ტურსუნოვის ციტადელში შეაგზავნეს. გოგონების ამოცანა ჰარამხანის უსაფრთხოება იყო. მათ ქალები უნდა დაეცვათ, ხოლო სპეცრაზმი და „შავები“ კი, იერიშით უნდა შესულიყვნენ ციტადელში.

1988 წლის 25 აგვისტოს, ყაზახეთის ქალაქ ჩოლპან-ატაში ნამდვილი საომარი მოქმედებები დაიწყო. „კაგებეს“ სპეცრაზმმა და გენადი ივანოვის მეომრებმა იერიშით აიღეს ომარ ტურსუნოვის მამული და 205 ულამაზესი ქალიშვილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

ტურსუნოვის დაჭერა ვერ მოხერხდა, ის ავღანეთში გაიქცა, სადაც 1990 წელს მოკლეს. იუსუფ-ხანი 15 წლით ჩასვეს ციხეში, ხოლო დანარჩენებს კი, სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯეს.

გიორგი ცეცაძე ამჟამად პოლკოვნიკია და მოსკოვში ცხოვრობს. გენკა ივანოვი ერთ-ერთი ქურდული გარჩევისას მოკლეს, ხოლო ლენკამ და თამაზმა იქორწინეს და ამჟამად ისრაელში ცხოვრობენ.


скачать dle 11.3