საკვები – სექსის ნაცვლად
სწავლულები აცხადებენ, რომ იპოვეს სექსის შემცვლელი. ბრიტანელი სწავლულები აცხადებენ, რომ როდესაც ადამიანი დაკავებულია სექსით, ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებენ (დოფამინი) და აუმჯობესებს გუნება-განწყობას (სეროტონინი). ორგაზმის დროს სისხლში გამოიყოფა, აგრეთვე, ენდორფინები („ბედნიერების“ ჰორმონი). სწორედ ასეთი ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყოფის გამო უწოდებენ სექსს დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებას და მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანკვილიზატორად მიიჩნევენ. აღმოჩენის აზრი კი ისაა, რომ ეს ჰორმონები სხვა მეთოდებითაც შეიძლება მივიღოთ.
სპეციალურმა დიეტამ შეიძლება სეროტონინის დონე აამაღლოს. ამისთვის აუცილებელია, ვჭამოთ ბანანი, ლეღვი, შოკოლადი, რძე, მსუქანი თევზი. სისხლში სეროტონინის დონე შეიძლება, წამლების საშუალებითაც გაიზარდოს, თუმცა დიდი ხნით არა. მას ასევე ამაღლებს ალკოჰოლი, თუმცა ამას გვერდითი მოვლენებიც ახლავს.
დოფამინის დონე მაღლდება საკვების მიღებით და არანაკლებ, ვიდრე სექსის დროს. დოფამინის გამომუშავებას ნიკოტინიც უწყობს ხელს.
ენდორფინის დონეს ტკბილეული, სიცილი, სპორტი და ხელოვნებით გატაცება ზრდის.