კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ის ქართველი, რომლის უჩვეულო ისტორიის მიხედვით გადაიღეს ცნობილი საბჭოთა კინოკომედია

ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ პოპულარული საბჭოთა კინოფილმის, „ერიდეთ ავტომობილს“, მთავარი გმირის, იური დეტოჩკინის პროტოტიპი, ვინმე ბიძინა კაკაბაძე იყო. ის მოსკოვის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში სწავლობდა და წარმოშობით თბილისიდან გახლდათ.

„გუმი“ – მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღი ახალი გახსნილი იყო და ჩვენი მილიციის ქვეგანყოფილება საჩივრებით აივსო. მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ „გუმში“ მათ საფულე ეკარგებოდათ და რეაგირებას გვთხოვდნენ.

„გუმში“ სპეციალური ოპერჯგუფი გაიგზავნა, რომ მოუხელთებელი ჯიბგირი აღმოეჩინათ და დაეკავებინათ. ამ ჯგუფში მეც შევდიოდი და დიდი მონდომებითა და ყურადღებით შევუდექით საქმეს.

მე და ჩემს კოლეგებს სამოქალაქო ტანსაცმელი გვეცვა, რათა ყურადღება არ მიგვექცია. „გუმში“ ნახევარი დღე უშედეგოდ ვიარეთ. შუადღეს კი, სასადილოში საჭმელად შევედით და ჯიბეში რომ ჩავიყავი ხელი, იქიდან სრულიად უცხო, სქელი საფულე ამოვიღე. გავხსენი და შიგ 200 მანეთი ვიპოვე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს საფულე სამსახურში მივიტანე, მაგრამ თანამშრომლებს ხუმრობა ეგონათ და არ დამიჯერეს. ათ წუთში რაიგანყოფილებაში ჩემი თანამშრომლებიც მოვიდნენ და 21 წლის ყმაწვილიც მოიყვანეს. მათ კიდევ ოთხი ადამიანი მოჰყვა.

– აი, ამხანაგო უფროსო, – უთხრეს ოპერებმა მილიციის უფროსს და ყმაწვილზე მიუთითეს – ეს სუბიექტი საფულეს ერთ მოქალაქეს ჰპარავდა და მეორეს კი, ჯიბეში უდებდა.

ყმაწვილმა განაცხადა, რომ ის იყო ბიძინა კაკაბაძე, სწავლობდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში ილუზიონისტობას, ხოლო საფულეებს მდიდრებს ჰპარავდა და ღარიბებს სჩუქნიდა მალულად...

კაკაბაძეს, როგორც ეტყობა, მეც ღარიბად მოვეჩვენე და საფულე იმიტომ ჩამიდო ჯიბეში. ის გაასამართლეს, 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 9 თვეში ციხიდან გამოვიდა და გამოსწორდა. ელდარ რიაზანოვმა კი, ოდნავ შეცვლილი სიუჟეტით მასზე კინოკომედია გადაიღო.


скачать dle 11.3