გია მურღულიას კოლექციიდან
ერთი ებრაელი ეკითხება მეორეს:
– ხომ არ დაგავიწყდა ჩემი 100 დოლარი რომ გმართებს?
– რას ამბობ? სიკვდილამდე მემახსოვრება!
***
ორი ქალი ფინჯან ყავაზე საუბრობს.
– ვაღმერთებ ბუნებას, – თქვა ერთმა კეკლუცად.
მეორემ ყურადღებით შეათვალიერა და ჰკითხა:
– და ეს იმის შემდეგ, რაც მან შენ გაგიკეთა?!
***
ქალაქში ტურისტები დადიან. ერთ-ერთი მათგანი გიდს ეკითხება:
– რამდენი კაცი ცხოვრობს ამ ქალაქში?
– ოცდაორი მილიონ ექვსას ოცი ათასი.
– აჰა, გასაგებია. და კიდევ, რით ხართ აქ დაკავებული?
***
წარწერა საფლავზე:
„ყველა იოგურტი ერთნაირად სასარგებლო არ არის”.
***
ვიღაც კაცი ზოომაღაზიაში რეკავს:
– უკაცრავად, მოლაპარაკე თუთიყუშები გყავთ?
– არა, თუმცა სამაგიეროდ გვყავს კოდალა, რომელიც მორზეს ანბანს ფლობს.
***
შინამოსამსახურე აღშფოთებული ელაპარაკება ქალბატონს:
– თუ თქვენ მე არ მენდობით, ჯობს საერთოდაც აღარ ვიმუშაო თქვენთან!
– როგორ არ გენდობით! იმ ზარდახშის გასაღებიც კი მოგეცით, სადაც ჩემს ძვირფასეულობას ვინახავ.
– ჰო, მაგრამ არ აღებს!
***
– როდის ჩაიცვეს ინგლისელმა მოსამართლეებმა შავი სამოსი?
– დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების დროს გლოვის ნიშნად.
– კი, მაგრამ დღემდე რატომ ატარებენ?
– ის ხომ ისევ მკვდარია!
***
ვიღაც კუზიანი კაცი საღამოს სასაფლაოს გავლით მიდიოდა სახლში, უცებ სიბნელიდან ხმა მოესმა:
– შენ, ძმაო, კუზიანი ხარ!
– მე თვითონაც კარგად ვიცი, რომ კუზიანი ვარ – ვერაფერს ვიზამ.
– არა, ძმაო, შენ კუზიანი აღარ ხარ. მივიდა ეს კაცი სახლში, სარკეში ჩაიხედა და რას ხედავს? – კუზი აღარ აქვს. ამის შესახებ ის თავის კოჭლ მეზობელს მოუყვა. წავიდა ეს კოჭლი სასაფლაოზე, იმედით ელის, რა მოხდება. უცებ ხმა გაიგონა:
– შენა ძმაო კუზიანი ხარ.
– არა, მე კუზიანი კი არა, კოჭლი ვარ – უთხრა კაცმა.
– არა, ძმაო, შენ კუზიანი ხარ!
***
მასწავლებელმა მესამეკლასელ მოსწავლეებს თემა მისცა დასაწერად – „ჩემი ოჯახის წარმოშობა“.
მიხო სახლში მივიდა და ბებიას ეკითხება:
– ბებო, შენ ამ ქვეყანაზე როგორ გაჩნდი?
– კომბოსტოში მიპოვეს, შვილო.
– და დედა?
– დედაშენიც კომბოსტოშია ნაპოვნი?
– და მე?
– შენც კომბოსტოში გიპოვეთ.
მიხო მაგიდასთან ჩაფიქრებული სახით მივიდა და დაწერა: „აი, უკვე მესამე თაობაა, რაც ჩვენი ოჯახი ვეგეტატიური წესით მრავლდება და არაფერი გაუგიათ სქესობრივი ცხოვრების მშვენიერების შესახებ”.