კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

პური კატლეტით – ჰამბურგერი.

პური ყველით – ჩიზბურგერი.

მარტო პური – ფაქბურგერი.



***

ლუდხანასთან შეხლა-შემოხლა და ყვირილია.

– ბოდიში‚ ეს კერძო ჩხუბია თუ ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება?



***

ხომალდის პორტში დაბრუნებისას მეზღვაური ცოლს შეტყობინებას უგზავნის:

„ექვსი თვე სექსის გარეშე. შენი ინტერესების გათვალისწინებით‚ პირდაპირ პორტში დამხვდი“.

პასუხი:

„ექვსი თვე სექსის გარეშე. შენი ინტერესებიდან გამომდინარე – ტრაპიდან პირველი გამოდი“.



***

კარიერაში წინსვლა დამოკიდებულია:

კაცებისთვის – ვისთან სვამს‚

ქალებისთვის – ვისთან წევს.



***

ბუნებაში არაფერი იკარგება‚ მაგალითად‚ წლები‚ რომელსაც ქალი იკლებს‚ არსად იკარგება‚ ემატება მისი დაქალების ასაკს.

***



დაქალი აგარაკზე მეგობარს ესტუმრა და შეამჩნია‚ რომ ყველა ფანჯარასთან ეკალბარდია.

– ჭკვიანურია! სპეციალურად‚ რომ უტიფარი კაცები ფანჯრებიდან არ შემოგიძვრნენ...

– არა‚ პირიქით‚ ფანჯრიდან რომ არ გადახტნენ.



***

წარმოგიდგენია‚ ჩვენი მეზობელი ისევ ფეხმძიმედაა.

– ეგ შენი საქმე არაა...

– მაინტერესებს‚ შემთხვევით შენი საქმე ხომ არაა..



***

– მართალია‚ რომ კატა უმადურია‚ ეგოისტი და სულაც არ არის ერთგული...

– მართალია‚ ჩემო ფისუნია.



***

„გამოიგონეს შიდსის შრატი. ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ სქესობრივი გზით“.



***

მოხუცმა ოქროს თევზი დაიჭირა‚ თევზმა ხმა ამოიდგა და მოხუცს ეუბნება:

– გამიშვი და ოთხ სურვილს შეგისრულებ...

– ამიხსენი‚ რატომ – ოთხს?

– ეს პირველი‚ აბა მეორე სურვილი მითხარი...



***

ქალი თუ გაჩუმდა‚ ესე იგი‚ რაღაცის თქმას აპირებს.



***

– რა ჰქვია ქალს‚ რომელიც ქმარს სცემს?

– ალქაჯი.

– კაცს‚ რომელიც თავის ცოლს სცემს?

– აღმზრდელი.



***

– აქამდე რატომ არ გათხოვდი‚ ასეთი მშვენიერი გოგო?

– ვამჯობინებ‚ ბევრ მამაკაცს მივანიჭო ბედნიერება‚ ვიდრე უბედურება მოვუტანო ერთს.


скачать dle 11.3