კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემი შვილი არის ფეხმძიმედ, გარდაეცვალა მეუღლე. ოჯახში მუდმივი კონფლიქტი აქვს, რის გამოც იგი იძულებული გახდა, რომ წამოსულიყო სახლიდან. შეიძლება თუ არა, მუცლად მყოფი ბავშვი იყოს მემკვიდრე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ მემკვიდრეები არიან მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. მოცემულ შემთხვევაში ბავშვს (როდესაც იგი დაიბადება), როგორც მემკვიდრეს, აქვს სამკვიდროს მოთხოვნის უფლება.



კითხვა: მაინტერესებს, ქართული კანონმდებლობით, შესაძლებელია თუ არა არაბიოლოგიურ და-ძმას შორის ქორწინება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის ქორწინება არ დაიშვება და წარმოადგენს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას.

კითხვა: გაცვლის ხელშეკრულების დადების შემდეგ, სანამ გაცვლა, ფაქტობრივად, მოხდებოდა, გარდაიცვალა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ამ შემთხვევაში, რა ელის ხელშეკრულებას? გაუქმდება თუ არა ის?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გაცვლის ხელშეკრულებით, მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულების გაფორმებისას ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდვლად, რასაც გაცვლის და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის წესები. შესაბამისად, თუ გაცვლის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მხოლოდ ფაქტობრივად, ქონების გაცვლის დროს მხარის სიკვდილი ხელშეკრულებას სამართლებრივად ვერ გააუქმებს.

კითხვა: სასამართლოს მიერ პირი შეზღუდულ ქმედუნარიანად გამოცხადდა, რაც პირობადადებული იყო მისი ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულებით. გამოჯანმრთელების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა მისთვის ქმედუნარიანობის სრული მოცულობით აღდგენა და როგორ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ პირი შეზღუდულ ქმედუნარიანად გამოცხადდა, რაც პირობადადებული იყო მისი ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულებით, გამოჯანმრთელების შემთხვევაში შესაძლებელია ქმედუუნარობის შეზღუდვა, რაც უქმდება მაშინ, როდესაც არ არსებობს საფუძველი, რომლის გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა.

კითხვა: იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე საგანი რამდენჯერმე დაგირავდა, ვის აქვს მისი რეალიზაციის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ ერთი და იგივე საგანი რამდენჯერმე დაგირავდა, რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას.

კითხვა: პირს, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, აქვს თუ არა რაიმე უფლება ბავშვზე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილის მიმართ, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს ეს უფლება.

კითხვა: შეუწყდება თუ არა სარჩოს მიღების უფლება განქორწინებისას შრომისუუნარო მეუღლეს, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისგან?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, განქორწინების შემდგომ სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს შრომისუუნარო მეუღლე, თუ იგი შრომის უუნარო გახდა განქორწინებამდე ან განქორწინებიდან ერთი წლის შემდგომ.

კითხვა: ვის არ აქვს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რომელიც მათ კანონის მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ.

კითხვა: როგორ ხდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა შეუძლია მარწმუნებელს, თავის მიერ გაცემული მინდობილობის ან წარმომადგენლობის გაუქმების გზით. აღნიშნულის შესახებ მხარემ უნდა აცნობოს წერილობით წარმომადგენელს და იმ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში), სადაც ხდება წარმომადგენლის მონაწილეობა.

კითხვა: გვაინტერესებს, არის თუ არა უკანა საქარე მინის დამუქებისთვის ჯარიმა დაწესებული?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, გვერდით მინების დამუქება დასაშვებია 40 პროცენტით, უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით კი შეზღუდვები დაწესებული არ არის. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია, ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით.

აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

კითხვა: შეიძლება თუ არა შრომითი ხელშეკრულება დაიდოს განუსაზღვრელი ვადით?

პასუხი: საქართველოს შრომის კოდექსის, მე-18 მუხლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება იდება:

ა) განუსაზღვრელი ვადით;

ბ) განსაზღვრული ვადით, არა უმეტეს სამი წლისა;

გ) გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით.

კითხვა: საქართველოს კანონმდებლობით, რომელ თანამშრომელს ეკუთვნის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების შემთხვევაში?

პასუხი: მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. თანაბარი პირობების შემთხვევაში, სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლევა:



ა) ოჯახის მეპატრონეს – თუ კმაყოფაზე ჰყავს ორი ან მეტი პირი. ასევე, მარტოხელა დედებს და ქალებს, რომლებსაც ჰყავთ სამ წლამდე ბავშვი;

ბ) იმ პირს, რომლის ოჯახში არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის სხვა პირი;

გ) იმ პირს, რომელსაც ამ საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი აქვს;

დ) ომისა და სამხედრო ინვალიდებს, იმ ოჯახის წევრებს, რომელთა მარჩენალიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა;

ე) გამომგონებელს;

ვ) იმ პირს, რომელიც ამ საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში დასახიჩრდა ან მიიღო პროფესიული დაავადება.


скачать dle 11.3