კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ყაზანში მცხოვრებმა ქალბატონმა 21 წლის წინათ დაკარგული მეგობარი

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.





49 წლის ტატიანა სტეფანეს ასული ბაზანოვა ეძებდა 50 წლის ნიკოლოზ ზაქარიას ძე ბიბილაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 50 წლის ნიკოლოზ ზაქარიას ძე ბიბილაშვილს. მე და ნიკოლაიმ ერთმანეთი 1981 წელს გავიცანით, როდესაც ის ჩამოსული იყო ყაზანის ქარხანაში პრაქტიკაზე. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, მაგრამ რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ვითარების დაძაბვის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ნიკოლაი.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია, ისევე, როგორც სხვა მრავალი, მივიღე პირად იმეილზე, ქალბატონმა ტატიანამ ყაზანიდან მომწერა და მთხოვა, დახმარება გამეწია მისი მეგობრის პოვნაში. მათი ერთმანეთის გაცნობისა და დაკარგვის ამბავი გამოქვეყნდა ჟურნალ „თბილისელების“ 25 ოქტომბრის ნომერში. საბედნიეროდ, ამ ისტორიას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. ნიკოლოზ ბიბილაშვილის პოვნაში დაგვეხმარა ბატონი ლევან გოგილაძე. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან ნიკოლოზი და ტატიანა, რომლებიც თავად მოგვიყვებიან თავიანთ ამბავს.

– ტატიანა, თქვენ ამჟამად ყაზანში ხართ, ელოდით ასეთ შედეგს?

– სიმართლე გითხრათ, როდესაც მითხარით, რომ ნიკოლაი ნაპოვნია და ჩემს ზარს ელოდება, არც კი დავიჯერე, სიხარულისგან ცას ვეწიე, ისე გამიხარდა. ბავშვივით ვტიროდი... საქმე ისაა, რომ მე მას ვერ ვივიწყებდი, დღემდე არ შემხვედრია ისეთი ვაჟკაცური ადამიანი, როგორიც ნიკოლაი იყო. როგორც უკვე გიამბეთ, ერთმანეთი 1981 წელს გავიცანით. ზღაპარს ჰგავდა ის წლები. საბედნიეროდ, თქვენი დახმარებით მე ვიპოვე ნიკოლაი და ახლა თავადაც შემიძლია, მოვიკითხო ხოლმე. არ ვიცი, როგორ აგვეწყობა ურთიერთობა, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ერთმანეთს პირისპირაც ვნახავთ.

– თქვენი პირველი ინტერვიუდანაც ჩანდა, რომ თქვენ შორის მხოლოდ მეგობრობა არ იყო. მართლა ასეა?

– იცით, რა, სიმართლეს გეტყვით, მე დღემდე არ შევხვედრივარ ქალისა და კაცის ასეთ ლამაზ ურთიერთობას. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი დრო, როდესაც აფასებ და გახსენდება შენი განვლილი დღეები, მით უმეტეს, რომ ეს ჩემს ახალგაზრდობასთანაა დაკავშირებული. ნიკოლოზი ჩამოსული იყო ჩემთან 1983 წელს, მას იმავე ქარხანაში ჰქონდა პრაქტიკა. ბოლოს კი 1989 წელს ჩამოვიდა. მაშინ მე უკვე იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. წარმოიდგინეთ, რამდენი ხნის ამბავია და დღემდე მახსოვს და ვეძებდი, დასკვნა კი თავად გამოიტანეთ. ისიც კი მახსოვდა, რომ ნიკოლოზი დაიბადა გორში, მეჯვრისციხის დასახლებასა თუ სოფელში (ზუსტად არ ვიცი), შემდგომ კი ცხოვრობდა და მუშაობდა რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში. რატომღაც, მეგონა, რომ მას უკვე დიდი ხანია, თავისი ოჯახი ეყოლებოდა, ნამდვილად არ ველოდი, რომ ის თავისუფალია.

ინტერვიუ ნიკოლოზ ბიბილაშვილთან:

– რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ყაზანიდან გეძებდნენ?

– თავიდან დავიბენი და გამიხარდა. რუსთავის აზოტის ქარხანაში ვმუშაობ დღემდე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა მგულშემატკივრობდა, განსაკუთრებით, ლევან გოგილაძე. რა თქმა უნდა, მეც მახსოვდა ტატიანა, მისი მეგობარი გულიაც გავიხსენე. აუცილებლად დავუკავშირდები მას. დავურეკავ და, მერე ვნახოთ, როგორ აეწყობა... ახალგაზრდა ვიყავი და კარგად მახსოვს, რამდენი ლამაზი დღე გვაქვს ერთად გატარებული.

– როგორც ვიცი, უცოლშვილო ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ, იქნებ ტატიანა თქვენი დაკარგული სიყვარულიცაა...

– ნამდვილად არ ვიცი (იცინის), ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შეიძლება, ასეც მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, არ შემიძლია, არ დავაფასო ამ ადამიანის მოწადინება ჩემს პოვნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ თქვენი, რომ ერთმანეთი გვაპოვნინეთ და დაგვაკავშირეთ.


скачать dle 11.3