კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მილიარდერი ითვლება ყველაზე ძუნწ და მომჭირნე ადამიანად და როგორი ავტომობილით გადაადგილდება პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი – უორენ ბაფეტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ მილიარდერების და მილიონერების უმრავლესობა ეკონომიურად ცხოვრობს, ხოლო ზოგიერთი – აზროვნებით და ქცევებით, სულაც ძუნწია. აღმოჩნდა, რომ ოთხიდან ერთი მილიარდერი იძენს ფეხსაცმელს 100 დოლარზე ნაკლებ ფასად, მათი მხოლოდ მესამედი ანიჭებს უპირატესობას ახალ ავტომობილებს და მხოლოდ მილიარდერების ნახევარი მზადაა, შეიძინოს მაჯის საათი 250 დოლარზე ძვირად. ზოგიერთი მდიდარი ადამიანის ეკონომიურობა კი საერთოდ ძნელი ასახსნელი და წარმოსადგენია, სწორედ ამ მიზნით, ჟურნალი „თბილისელები“ ამ ნომერში გთავაზობთ ყველაზე ძუნწი მილიარდერებისა და მილიონერების ჩამონათვალს.

ჰენრიეტა ჰოულენდ გრინი, თავისი დროის ცნობილი ფინანსისტი (გარდაიცვალა 1916 წელს), თანამედროვე საზომებით ფლობდა 20 მილიარდი დოლარის კაპიტალს, თუმცა იყო საშინლად ძუნწი. იგი იაფფასიან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთრება იყო საცხოვრებელი კვარტლები ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში. ჰენრიეტა არ ანთებდა ნავთის ქურას, რადგან საკმაოდ ძვირად ღირებულ სიამოვნებად მიიჩნევდა და სადილს გათბობის ბატარეებზე აცხელებდა. როდესაც მისი შვილი ავად გახდა, ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა ყველაზე იაფიან საავადმყოფოს, სადაც ბავშვს ფეხზე ოპერაციას გაუკეთებდნენ. ძებნაში დაკარგული ხუთი დღის გამო კი, მის შვილს საბოლოოდ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ჰენრიეტა 82 წლის ასაკში გულის შეტევისგან გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისმა მზარეულმა რძის ბოთლში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე ღირდა.

აბსოლუტურად ყველაფერზე აკეთებდა ეკონომიას ნავთობმაგნატი – ჯონ პოლ გეტი, რომელიც 30 წლის წინათ პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა 4 მილიარდი ამერიკული დოლარის კაპიტალით. საკუთარ სახლში მას ჩვეულებრივი სახლის ტელეფონების ნაცვლად ქუჩის ტაქსოფონები ეყენა, რათა დარეკვის მსურველს ხურდა ჩაეგდო. ერთხელ გეტის ოჯახში უბედურება დატრიალდა, გაიტაცეს მისი შვილიშვილი და გამოსასყიდის სახით 17 მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვეს. თავდაპირველად, გეტი უარს აცხადებდა ფულის გადახდაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც გამტაცებლებმა გეტის შვილიშვილის მოჭრილი ყური გამოუგზავნეს, მან გამოთქვა მზადყოფნა გადაეხადა ფული, თუმცა მხოლოდ 2,7 მილიონი დოლარი.

მსოფლიოს ნომერი პირველი ფინანსისტი და „ფორბსის“ 2010 წლის მონაცემებით, კაპიტალის სიდიდით პლანეტის მეორე მილიარდერი – უორენ ბაფეტი ცნობილია, თავისი სიძუნწით. მისი ქონება 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს, თუმცა იგი დღემდე ნახევარი საუკუნის – წინანდელ, 30 ათას დოლარად ნაყიდ პატარა ბინაში ცხოვრობს და გადაადგილდება ძველი „ლინკოლნით“, რომლის სანომრე ნიშანზე აწერია სიტყვა „მომჭირნე“. ბაფეტი კვების მხრივაც ეკონომიურია. იგი ძირითადად იმ „სწრაფი კვების“ ისეთ ობიექტებში იკვებება, რომლებიც მას ეკუთვნის. სამაგიეროდ, ბაფეტი ფლობს საკუთარ თვითმფრინავს, თუმცა არა იმისთვის, რომ ხშირად იფრინოს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, არამედ – ეკონომია გააკეთოს და ბევრი არ გადაიხადოს ძვირად ღირებულ ბილეთებში.

მსოფლიოში ცნობილი კომპანია „ტეტრა პაკის“ მფლობელი ჰანს რაუზინგი, რომლის ქონება 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ცნობილია თავისი ეკონომიურობით. იგი თვითონ დადის მაღაზიებში საყიდლებზე და თითქმის ყველაფერზე ევაჭრება გამყიდველს. თმის შესაჭრელად რაუზინგი ნაცნობ პარიკმახერთან დადის, რომელთანაც სიაში ეწერება და მხოლოდ წლის ბოლოს უსტუმრებს ვალებს. პენსიონერებისთვის განკუთვნილი შეღავათებით სარგებლობს კომუნალური გადახდების დროს. რაუზინგის ავტო-პარკში მხოლოდ ერთი ავტომობილია. ისიც რუსული წარმოების, 12 წლის „ნივა“, რომლითაც გადაადგილდება კიდეც ძუნწი მილიარდერი.

ინგვარ კამპრადი – შვედეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი და კომპანია „იკეას“ დამაარსებელი. მისი კაპიტალი, ბოლო მონაცემებით, 23 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, თუმცა სიძუნწეში მას ძნელად თუ ვინმე შეედრება. ინგვარი ყველაზე იაფფასიან სასადილოებში იკვებება, გადაადგილდება ავტობუსით და სარგებლობს პენსიონერისთვის განკუთვნილი უფასო ტალონებით. უცხოეთში ყოფნისას ის 3 ან ნაკლებვარსკვლავიან სასტუმროებში ჩერდება. საკუთარ სახლში კი მთელი ავეჯი, დაახლოებით, 30 წლის წინათ არის შეძენილი. საზაფხულო შვებულების გატარება მას თავის მშობლიურ, მიყრუებულ შვედურ სოფელში უყვარს, სადაც მთელ დროს მდინარეზე, ანკესით ხელში ატარებს.

„გუგლის“ დამაარსებელი და მფლობელი, წარმოშობით რუსი – სერგეი ბრინი 15 მილიარდამდე ამერიკულ დოლარს ფლობს და პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად ითვლება. ბრინი მომჭირნე ცხოვრების სტილით არის ცნობილი. იგი ჩვეულებრივ სამოთახიან ბინაში ცხოვრობს, ცოტას ხარჯავს კვებაზე და „ტოიოტას“ ელექტრომობილით გადაადგილდება. კარგი ამინდის შემთხვევაში კი, მისი ხილვა გორგოლაჭებიან ციგაზეა შესაძლებელი. ბრინი რადიკალურად განსხვავდება სხვა რუსი მილიარდერებისგან. მას არც მდიდრული ვილები და არც ძვირფასი იახტები აქვს. თუმცა, მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სულ სხვა ღირებულებები აქვს ცხოვრებაში.

ბრიტანელი მილიონერი ნიკოლას ფონ ჰოოგსტრატენი (კაპიტალი 800 მილიონი დოლარი) წლების წინათ ბიზნესკოლეგის მკვლელობაში დაადანაშაულეს და ციხეში გამოამწყვდიეს. თუმცა, ამ ისტორიაში ეს არ არის მთავარი დეტალი. ამ საქმით დაინტერესებულ ჟურნალისტებს პოლიციელებმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, მილიონერის ფეშენებელურ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა გამოყენებული, ერთჯერადი ჩაის პაკეტებით გატენილი საცავი. აღმოჩნდა, რომ მილიონერი ახმობდა გამოყენებულ ჩაის პაკეტებს და შემდეგ ხელმეორედ აყენებდა ჩაის. მართალია, ფონ ჰოოგსტრატენი მართლმსაჯულებამ გაამართლა, თუმცა ძუნწის სახელი მას მაინც შერჩა.

კიდევ ერთი ბრიტანელი მილიონერი, სერ ტერენს კონრანი, რომლის ქონება 142 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ეკონომიას საკვებზე აკეთებს. იგი არასდროს აგდებს ვადაგასულ პროდუქციას, რომელიც მის მაცივარში თვეობით ინახება და ასევე, ხშირად ათვალიერებს მეზობლების ნაგვის ყუთებს, რომ იქნებ რაიმე საკვებად ვარგისი პროდუქტი აღმოაჩინოს.


скачать dle 11.3