რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა 2.0 ძრავით, გავლილი მაქვს 7400 კილომეტრი და, ფაქტობრივად, წვავს ნორმაზე ბევრად მეტს. იქნებ მითხრათ, რამე აქვს დაზიანებული, თუ რა ხდება? რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება მინიჭებული შესაბამისი გარანტია. მაგრამ საეჭვოა, თქვენი პრობლემა კვების სისტემისგან იყოს გამოწვეული და ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით იმ მარეგულირებელ მოწყობილობებს, რომლებიც ქარხნის მიერ არის დარეგულირებული. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და უნდა უზრუნველყოთ იმ ხარისხის საწვავით. დაბალი ხარისხის საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში არ ხდება საწვავის სრული აფეთქება და ვერ გამოყოფს იმ დაწოლის ძალას, რომელიც დგუშს შესაბამის ბრუნვის მომენტამდე მიიყვანს. ამიტომ, საწვავის მიმწოდებელი ეგრეთ წოდებული „დროსელის“ საშუალებით, ვზრდით საწვავის მიწოდებას, რომ მივაღწიოთ სასურველ ბრუნვას და სიჩქარეს. წვის კამერაში კი, იგივე მეორდება და რაც უფრო მეტი ძალით გვინდა იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს ვაწვდით სისტემას. რაც ყველაზე ცუდია, საწვავის დაბალი ხარისხის გამო, ნახევრად დაუწვავი აირი გამონაბოლქვის სახით გამოდის გარეთ. ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა. კატალიზატორიან ავტომობილებზე ეს ხშირ შემთხვევაში, გამოიწვევს მის ინტენსიურ გაბიდვნას. ამ დროს შესაძლებელია, ძრავა საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ, გირჩევთ, მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ყველაზე დიდი ეკონომია. ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავასთვის. ეს არის საკითხი, სადაც ეკონომია უფრო მეტ ხარჯს იწვევს.
კითხვა: ამას წინათ ტელევიზორში ვუყურე მსოფლიოს ჩემპიონატს წრიულ რბოლაში. დავაკვირდი, რომ იქ ავტომობილებს, ჩვეულებრივ, სტანდარტულ, იმავე მოდელთან შედარებით, ბევრად განიერი „კრილოები“ ანუ ფრთები აქვს, გაცილებით შორი-შორსაა ერთმანეთისგან საბურავები. რისთვის არის ეს საჭირო?
პასუხი: ცნობისთვის, ეს ავტომობილები აბსოლუტურად განსხვავდება ჩვეულებრივი, სერიული იგივე მოდელებისგან. ის, რასაც ჩვენ რალიზე ვხედავთ მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სტანდარტულ მოდელს. შიგთავსით, ძრავით, სავალი დეტალებით, სიჩქარეთა კოლოფით – ერთი სიტყვით, ყველაფრით, განსხვავებულია. რაც შეეხება მის სიგანეს, მსოფლიო სტანდარტებით, სპორტული ავტომობილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საბურავი არ უნდა გასცდეს „კრილოს“, ანუ გარეთ არ უნდა გამოდიოდეს. არადა, რადგან ის წრიული რბოლისთვის არის განკუთვნილი, ძალიან განიერი ბაზა სჭირდება. ანუ, საბურავები, რაც უფრო შორსაა ერთმანეთისგან, უკეთ უხვევს. ამ დროს წონა კარგად გადანაწილდება. რადგან ბაზა განიერი უნდა იყოს, მწარმოებლები იმისთვის, რომ სტანდარტები არ დაარღვიონ, იძულებულები არიან, ეს ავტომობილები, რაც შეიძლება გააგანიერონ ზოგიერთი ტექნიკური საშუალებებით. ანუ, საბურავების გამოწევა იწვევს ფრთების გაზრდასაც.
გვერდი მოამზადა