კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოიხმარენ მძღოლები მოდებას არასწორად

მართვის ავტომატური კოლოფის მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის თავსატეხია მოდება. ეგრეთ წოდებული „ცეპლენიის“ არასწორი მოხმარება, ხშირ შემთხვევაში, მის დაზიანებას და მწყობრიდან გამოსვლას იწვევს. პედლის მოულოდნელმა ჩავარდნამ კი, შესაძლოა, სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. ამ თემებზე პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე გვესაუბრება: მოდების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზად მოსახმარია ჩვენს ავტომობილში. განსაკუთრებით „საცოდავია“ ის, როდესაც საჭეს დამწყები მძღოლი უზის და უხეშად მოიხმარს მას ან საერთოდ, არ უშვებს ფეხს, ავტომობილი რომ არ ჩაუქრეს. ამ დროს კი, ყველაზე ხშირად ხდება მოდების ცვეთა. რეალურად კი, მოდების მოხმარებას ძალიან მარტივი წესები აქვს. ის ითიშება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა გვიწევს და გაჩერება გვინდა. თუ გვინდა, რომ „ცეპლენიას“ მოვუფრთხილდეთ და მან დიდხანს იმუშაოს, საჭიროა, არ ვიხმაროთ ხანგრძლივად. ხშირად ავტომობილის გაჩერებამდე – იქნება ეს შუქნიშანთან თუ პარკინგზე, საჭიროზე ადრე აჭერენ ფეხს მოდების პედალს და ხანგრძლივად. საჭირო კი ასეა: მოდებას ვთიშავთ, როდესაც ავტომობილი უკვე ჩერდება, მანამდე მხოლოდ მუხრუჭს ვაწვებით.

– ვიცი, რომ მუხრუჭთან ერთად მოდების გათიშვა, უფრო რბილად აჩერებს ავტომობილს.

– ეს არ არის სწორი. ამ დროს კი ძალიან ბევრი იქცევა ასე. უმჯობესია, მუხრუჭით მაქსიმალურად შეანელოთ სვლა და ბოლოს დააწვეთ „ცეპლენიას“, რომ არ ჩაქრეს.

– არადა, მეჩვენებოდა, რომ ასე უფრო რბილად ჩერდებოდა ავტომობილი.

– სინამდვილეში კი, ასე არ ხდება. ეს აზიანებს ავტომობილს. თუ მაინცდამაინც რბილად გსურთ გაჩერება და თან იმისაც გეშინიათ, ავტომობილი არ ჩაგიქრეთ, უმჯობესია, თავიდანვე ამოიღოთ ბერკეტი სიჩქარეებიდან, ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდით“ მიხვიდეთ, ვთქვათ, შუქნიშნამდე და მხოლოდ მუხრუჭით გააჩეროთ ავტომობილი. ამ დროს მას ნაკლები ძალა ადგება. თუ ავტომობილი სიჩქარეებშია, იქ მთელი ტრანსმისია მუშაობს, ავტომობილი უფრო დაძაბულია. რატომ არის, რომ ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებს ხშირად უცვდებათ მუხრუჭები, „კალოდკები“. ეს იმიტომ, რომ „ავტომატებს“ სიჩქარეები არ აქვთ და მაღალი სიჩქარიდან მხოლოდ მუხრუჭებს უწევს ავტომობილის გაჩერება, სიჩქარეები არ ეხმარება ავტომობილს სვლის შენელებაში; მეორე, როდესაც მუხრუჭს ადგამ ფეხს, ამ შემთხვევაში „ცეპლენიას“ არ თიშავ, ავტომობილი უფრო მეტად იჭიმება და მეტი დატვირთვა აქვს მუხრუჭს. ერთი სიტყვით, ჩემი რჩევა იქნება, რომ ავტომობილი სუფთა მუხრუჭით გააჩეროთ – რომელ სიჩქარეშიც არ უნდა იყოს, ნელ-ნელა სიჩქარეებიც ქვემოთ ჩამოწიეთ, საბოლოოდ გაჩერებისთვის კი დააწექით მუხრუჭს, პარალელურად, მოდებას თიშავთ და ბერკეტს სიჩქარიდან ამოაგდებთ. ამ დროს ყველაზე ნაკლებად ხდება მოდების ცვეთა.

მაგრამ, არის მეორე პრობლემაც. როდესაც შუქნიშანთან ჩერდებიან მძღოლები, ავტომობილს პირველ სიჩქარეში რთავენ და მოდებაზე ფეხდადგმულნი ელოდებიან მწვანე შუქის ანთებას. არადა, შუქნიშნები ოცდაათი, ზოგჯერ ორმოცი წამიც კი ანთია. ეს არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. პედალზე ფეხდადგმული ყოფნა რატომ მოსწონთ, ვერ ვხვდები. ეს ხომ უფრო დიდი ჯაფაა და თან, ავტომობილსაც აზიანებს. მაგრამ, მძღოლების უმრავლესობა მაინც ასე იქცევა. ალბათ, ფიქრობენ, რომ როგორც კი ყვითელი აინთება გიჟებივით გავარდებიან. რეალურად კი, ეს ერთ წამსაც არ გაკარგვინებთ.

– მოდებას, რამდენადაც ვიცი, სითხე თიშავს.

– არსებობს ორგვარი მოდება. ერთია, როცა მოდებას სპეციალურად მოწყობილი გადაბმა აჩერებს და მეორეა – ჰიდრავლიკური, რომელიც ზეთზე მუშაობს. თანამედროვე ავტომობილებში უკვე ყველგან ჰიდრავლიკური მოდებაა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა და ჰიდრავლიკის სითხე დაიღვარა, ამ დროს მოდების პედალი ვარდება, ანუ აღარ მუშაობს. ჩემს ავტომობილსაც ჰქონდა ცოტა ხნის წინ ანალოგიური პრობლემა, თავიდან ოდნავ ჩაიწია და ბოლოს მთლიანად ჩავარდა. ანუ, რა მოხდა – როგორც ჩანს, ჰიდრავლიკის ზეთი „ცეპლენიის ბაჩოკიდან“ ნელ-ნელა, წვეთწვეთობით ჟონავდა და ბოლოს სულ დაიცალა. არადა, სწორედ ამ „ბაჩოკში“ ხდება ვაკუუმის შექმნა, რომელიც მოდებას თიშავს. ამიტომ, კარგი იქნება, ყოველ 50 000 კილომეტრზე სითხე შეიცვალოს. არის შემთხვევები, როდესაც სითხეში წყალი ხვდება. ამ დროს ზეთი იჭრება და იმ წამსვე კარგავს თავის თვისებებს. დანარჩენ, რკინის დეტალებში კი, კოროზიას იწვევს და იჭედება.


скачать dle 11.3