ეს დიჯეი გვინდა
ბოლო დროს საქართველოში არაერთი დიჯეი ჩამოჰყავთ და ათასგვარ კონცერტს აწყობენ. ჰოდა, მე თუ მკითხავთ, ურიგო არ იქნება, თუ თბილისში (გნებავთ ბათუმში) ბულგარელ დიჯეის, სვეტლანა ვასილევას ჩამოვიყვანთ. გარდა იმისა, რომ ეს გოგონა ვიზუალურადაც მშვენიერი შესახედავია, არც დიჯეობა ეშლება და მსმენელთა გაოცებას ათასგვარი ხერხით ცდილობს და ახერხებს კიდეც. გასულ კვირას მან სოფიის ერთ-ერთ დისკოთეკაზე დაანთო ცეცხლი. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ღამე დასასრულისკენ მიდიოდა, სვეტამ წელს ზემოთ გაიხადა და დისკოთეკა იმ წუთიდან პრაქტიკულად ახლიდან დაიწყო. ამის შემდეგ ის ტელეშოუში მიიწვიეს და ვასილევამ არანაკლებ საინტერესო ამბებზე ილაპარაკა.
„დღეისათვის ჩემი მეგობარი ვლადიკავკაზის „ალანიას“ ფეხბურთელი – ივან ივანოვია. მაგრამ, იმ ქალაქში ჩასული ვიყავი და მივხვდი, რომ იქ ვერ ვიცხოვრებდი. თუ სეზონის ბოლოს, რომელიც ზამთარში მთავრდება, ივანოვი გუნდს არ გამოიცვლის, შეყვარებულის გამოცვლა მოუწევს. ფეხბურთელებთან ურთიერთობა მომწონს, რადგან მათ საინტერესო ფანტაზიები აქვთ. მაგალითად, სოფიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა, მარტინ კამბუროვმა ერთხელ მითხრა, 15 ათას დოლარს მოგცემ, ოღონდ ვითამაშოთ და მე ვითომ გინეკოლოგი ვიქნები, შენ კი პაციენტიო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს, 15 ათასად, გინეკოლოგის კი არა, ნებისმიერის პაციენტი ვიქნები“, – განაცხადა სვეტამ.
ეს გოგონა 18 წლის ასაკში იმით გახდა ცნობილი, რომ ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, „ლევსკის“ პრეზიდენტმა – გეორგი ივანოვმა, ხუთ მეგობართან ერთად, გააუპატიურა. სვეტამ იჩივლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ივანოვიც და მისი მეგობრებიც გავლენიანი პიროვნებები არიან, ციხეს გადაურჩნენ, გოგონას კი სოლიდური თანხა გადაუხადეს.