კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კასილასს ცოლი მოჰყავს

ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო იკერ კასილასი მალე უღელს ოფიციალურად დაიდგამს. მისი რჩეული ყოფილი მის-ესპანეთი – სარა კარბონერო გახლავთ. წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს კონფედერაციის თასზე, სამხრეთ აფრიკაში გაიცნო. სარა ტელეწამყვანი იყო, კასილასი ესპანეთის ნაკრების კარს იცავდა და როცა იკერმა გოგონა დაინახა, დადნა და დაეცა. თავიდან სარას მეკარის ყურადღება არაფრად მიაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყოველდღე, მურტალოს ინგასავით, სახლში ვარდების უზარმაზარ თაიგულს იღებდა, გული გაულღვა და მადრიდის „რეალისა“ და ქვეყნის ნაკრების კაპიტანთან რომანი გააბა.

„მსოფლიოს ჩემპიონები თუ გავხდებით, რაიმე სიგიჟეს ჩავიდენ“, – ეს სიტყვები კასილასმა შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თქვა. როგორც თავად ამბობს, ახლა სწორედ სიგიჟის ჩადენის დროა და ცოლი მოჰყავს.

ისე, ერთი სიგიჟე იკერმა ჩემპიონობიდან რამდენიმე წუთში ჩაიდინა, როცა მას საცოლემ მიკროფონი მიუშვირა და კომენტარი სთხოვა, კასილასმა სარას პირდაპირ ეთერში და მთელი ესპანეთის დასანახავად აკოცა.


скачать dle 11.3