კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებენ რუსეთი და თურქეთი სამხრეთ კავკასიის ხელმეორედ გადანაწილებას და რატომ აჩვენა ევროკავშირმა მიხეილ სააკაშვილს წითელი ბარათი



მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყურადღება ტალიავინის კომისიის დასკვნისკენაა მიმართული, რომელსაც ყველა დადანაშაულებული მხარე თავისებურად ვკითხულობთ, არანაკლებ (თუ მეტად არა) მნიშვნელოვანი ფაქტი 10 ოქტომბერს უნდა მოხდეს: სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნა იგეგმება, რაც არსებითად შეცვლის გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსს რეგიონში. აშკარაა, რომ რუსეთს კავკასიის ასალაგმავად, ნატოსა და ევროკავშირის ნაცვლად, პარტნიორად თურქეთი ურჩევნია. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთ-თურქული ბოლო გარიგება, რომლის გვირგვინი ყარსის ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიის ფასად და აჭარის ავტონომიად დაუჯდა, სავარაუდოა, რომ არც ახალი გარიგება იქნება საქართველოს გაბედნიერებისკენ მიმართული. რა საფრთხეს შეიცავს რუსულ-თურქული რეგიონული თამაში ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, ტალიავინის დასკვნის ფონზე, ამ, შეიძლება ითქვას, სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხში გარკვევას აკაკი ასათიანთან ერთად შევეცდებით.



– რა საფრთხეები შეიძლება მოგვიტანოს სომხეთ-თურქეთის დამეგობრებამ როგორც საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, ისე რუსეთთან დაპირისპირების თვალსაზრისით?

– ბევრი შიში გამოითქმება ამის თაობაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული შანსი გვეძლევა. მართალი ბრძანეთ, რუსეთსა და თურქეთს აქვს ამის გამოცდილება გასული საუკუნის 20-იან წლებში. ისინი მოწყვეტილი იყვნენ მაშინდელ ევროპას, ერთად ითამაშეს და მოიგეს: საბჭოეთმა და თურქეთმაც გაიმყარეს პოზიციები, სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს. ათა-თურქი გამორჩეულად ნიჭიერი კაცი იყო და არც საბჭოეთს მართავდნენ სულელები. ლენინი და სტალინი მე რომ არ მიყვარს, არ ნიშნავს, რომ ან ერთი იყო სულელი ან – მეორე. დღეს რუსეთი, შეიძლება, ფიქრობდეს, რომ კავკასიას თურქეთთან ერთად უნდა მიხედოს და აქ არ უნდა იყოს არც ევროპა და არც ამერიკა. ჩვენ გვახსოვს, რომ თურქეთმა ამერიკელებს სამხედრო გემების გამოტარებაზე შარშან, აგვისტოში, პრობლემა შეუქმნეს, უფრო ადრე ერაყისკენ არ გაატარეს მათი ჯარები. ერთი სიტყვით, ეს რუსეთის თამაშია, რომელიც ძალიანაა გააქტიურებული, თამაშობს საკმაოდ ტლანქად და უხეშად, მაგრამ მიზანდასახულად, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია. მით უმეტეს, რომ ტლანქად მოქმედება ჩვენვე გვიჯდება ძვირად, რუსების ტლანქად მოქმედებაც ჩვენ გვიჯდება ძვირად, რუსებს შემდეგ დაუჯდებათ, მაგრამ ამის საშიშროებას უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. გაეროს ბოლო სხდომის შემდეგ, თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა რაიმე კითხვები დარჩენილი, ყველა მოიხსნა, როდესაც ოცი ქვეყანა ცალკე შეიკრიბა გაეროს ასამბლეის მიმდინარეობის ჟამს. პიცბურგში დასხდნენ და იქ ილაპარაკეს. გენერალურ ასამბლეაზეც დარჩნენ ვიღაცეები, მათ შორის სააკაშვილიც, ისინიც ლაპარაკობდნენ.

– ზოგი მღეროდა კიდეც.

– ზოგი მღეროდა, ზოგი უკრავდა, ზოგიც ცეკვავდა, მაგრამ ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. არც მანამდე ჰქონია, მაგრამ ამჯერად ამის დემონსტრირება მოხდა. თურქეთი არის მსოფლიოს მეთვრამეტე ეკონომიკა, რუსეთი ათეულშია და ეს ორი ქვეყანა ფიქრობს, თუკი რეალურ გავლენებზეა ლაპარაკი, რუსეთი მარტო მაინც ვერ ერევა კავკასიის პრობლემას და ერთად მოვუაროთო. სხვათა შორის, თავის დროზე, რუსეთი ჩვენთან ერთად მოერია კავკასიის პრობლემას: საქართველოთი გადაკეტა კავკასია, ახლა კი უნდა, რომ თურქეთით გადაკეტოს. ჩვენ გვრჩება ზღვა, მართალია, თუ თურქეთი ჩვენ წინააღმდეგ თამაშობს, თურქეთით ჩაკეტილი, მაგრამ მაინც ევროპაზე გამავალი. თავის დროზე ჩვენ ვერ გამოვიყენეთ სომხეთ-თურქეთის ცუდი ურთიერთობა, მაგრამ, თუ დღეს სომხეთი დასავლეთისკენ იძვრის (ამ საქმეს ეს პირი უჩანს) და, თუ რუსეთი არანაირ ფასად არ აპირებს ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნებას, ჩვენ უნდა „ჩავჯდეთ“ ამ თამაშში.

– ოღონდ, რაც დავრჩით?

– რაც დავრჩით და ვეძებოთ სუსტი რგოლი. ასეთი სუსტი რგოლი კი არის აფხაზეთი, რაკი იქ იძაბება და უსათუოდ დაიძაბებოდა ვითარება. ამიტომ, სანამ აფხაზებს წინააღმდეგობის გაწევის უნარი შესწევთ და, ჯერჯერობით შესწევთ, უნდა მივეხმაროთ, პირდაპირ ვიტყვი – აფხაზ ნაციონალისტებს. ქართულ-აფხაზური ნაციონალური ინტერესების ურთიერთდამთხვევის ფასად უნდა მოვახერხოთ აფხაზეთზე მოჭიდება, თუმცა ცხინვალთან დაკავშირებით ჯერჯერობით ასეთ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

– იქ, მგონი, მოსაჭიდებლად ხალხიც აღარ დარჩა?

– თითქოს ყურის ძირშია, მაგრამ ზუსტად მაინც არ ვიცით, რა ხდება იქ. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ოსებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი არ აქვთ, კავკასიაში ისინი მარტონი არიან და რუსის გარდა არავინ ჰყავთ. ასე რომ, თუ ჩვენ „ჩავჯდებით“ რუსულ-თურქულ თამაშში, რასაც ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს, შეიძლება ამის გამოყენება. პირველი როლი არ გვერგება, მაგრამ, უნებლიეთ, შემდეგი პირველი როლი ჩვენი იქნება. აზერბაიჯანსა და სომხეთს მუდმივად აქვთ პრობლემა: ვერ გადიან მსოფლიო სივრცეზე. შევარდნაძისა თუ ალიევის იდეის არსი ის იყო, რომ აზერბაიჯანი ვერ გადის მსოფლიო სივრცეზე, ჩვენ კი არ გვაქვს ის, რაც აქვს აზერბაიჯანს, ამიტომ ბუნებრივად ვუკავშირდებით ერთმანეთს, კავკასიონის ქედს ვკეტავთ და გავდივართ ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე თუ არა, მინიმუმ ევროპის ბოლომდე. ამიტომ, რაც გინდა გეგმები ჰქონდეს რუსეთს, სომხეთი მაინც დასავლეთის აღმოჩნდება. სომხეთი იძვრის დასავლეთისკენ, ამის ყველა სიმპტომია და ჩვენ ამაში მაქსიმალურად უნდა ჩავერთოთ.

– მაგრამ სომხეთი და აზერბაიჯანიც ჩვენ გარეშე გავა ევროპაზე თურქეთის მეშვეობით?

– ერთმა ევროპელმა მითხრა: თუ თქვენთვის თურქეთი დასავლეთია, ჩვენთვის აღმოსავლეთიაო. თუმცა თურქი და რუსი, საბოლოოდ, ასე ადვილად ერთად ვერ მოძოვს, იმდენი რამ აქვთ სადავო. ამიტომ შიშები, რომ შეიკვრებიან და დაგვტკეპნიან, გადამეტებულია.

– ერთად ვერ მოძოვენო. რა უნდა მოძოვონ ერთად, ჩვენ?

– ახლა უნდათ, რომ კავკასია არავის დაანებონ და იქნებ ერთად გააკონტროლონ ნავთობსადენები თუ სატრანსპორტო გზები, პოლიტიკური ვითარება. მართალია, რუსმა ომით თავისი გაინაღდა, მაგრამ კიდევ ერთი ომი გაუჭირდება; მეორეც, ჩვენმა საზოგადოებამაც აჩვენა, რომ, რაც უნდა არ მოსწონდეს საააკაშვილი, რუსის გულის გასახარად აქ ამბოხებას არ მოაწყობს.

– და არც ამერიკის შეცდომების გამოსასწორებლად?

– დიახ. არ დავმალავ, რომ ეს თანდათანობით უნდა მოვახდინოთ. გაზაფხულის აქციების შეცდომა ის იყო, რაც მანამდეც ვთქვი, სჯობს, გაგრძელდეს რამდენიმე თვეს, რომ მოხდეს ერთი ადამიანის კი არა, სისტემის ცვლილება, თუმცა პროტესტს პლუსი ნებისმიერ შემთხვევაში ჰქონდა: მთავარი შედეგი ის იყო, რომ პირველად ეს არ დამთავრდა შეტაკებით, თან ისეთ ფონზე, როდესაც ეს შეიძლებოდა საბაბად გამოეყენებინა რუსეთს, რომელიც ამას არც მალავდა. პასუხისმგებლობის გრძნობა, ნებსით თუ უნებლიეთ, აღმოაჩნდა ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც და ეს ძალიან კარგია. ჩავთვალოთ, იყო ფრე, ოღონდ ქვეყნის სასარგებლოდ. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაშიც მოიძებნება ასეთი ხალხი, საზოგადოებაში კი, დარწმუნებული ვარ, რომ არიან, რომლებიც მივხვდებით, რომ სისტემის ცვლილებაზე ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ მუშაობა და ეს დაგვირგვინდება წარმატებით. საბჭოეთში ყოველი თვის, კვარტლისა თუ წლის ბოლო დიდი ფაციფუცით აღინიშნებოდა. გეგმა ბოლო ორ-სამ დღეში სრულდებოდა და ყველამ ვნახეთ ამის შედეგი: საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ ევროპის ქვეყნების საელჩოებში არ დამინახავს, ადამიანი სადმე გარბოდეს ფურცლით ხელში, ხმამაღლა ლაპარაკობდეს ან ფაციფუცობდეს. მაშინ, როდესაც დილის 7-8 ან 9 საათზე მიდის სამსახურში, წყნარად იმუშავებს 6 საათს და კვირის ბოლოს მას აღმოაჩნდება 20-ჯერ მეტი შედეგი, ვიდრე აქ ფუსფუსში მიღებული შედეგია. ამიტომ გეგმა უნდა დავისახოთ და თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ მკვეთრი ცვლილება საჭირო არ არის. დღეს რომ თქვას სააკაშვილმა, მივდივარო, უნდა ჩამოვიყვანოთ, ხელი მოვაწერინოთ დოკუმენტებზე და ისე გავუშვათ; ან, პირიქით, თუ იტყვის, არ უნდა წავიდეო, ისევ უნდა მოვაწერინოთ ხელი დოკუმენტებზე გარანტიებით, რომ წავა, თორემ, „გადადექი-არ გადავდგების“ ძახილს კომიზმამდე მიჰყავს სიტუაცია. უნდა შევთანხმდეთ, რომ შეიცვლება სისტემა, ხელისუფლება, უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, თუ როგორ და რა ფორმით მოხდება ეს და შემდეგ როგორ უნდა ვიცხოვროთ. სხვა გზა არ არის. პრობლემაა ის, რომ დრო არ უნდა დავკარგოთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რაც ქვეყნის წინაშე დგას: ტერიტორიები, კონფლიქტი რუსეთთან, ეკონომიკა და ის, რომ მსოფლიო იცვლება, ნელა, მაგრამ იწყებს გადალაგებას. ჩვენ კი რუსეთს ვედიდგულებით და სააკაშვილმა თქვა კიდეც, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე უარის თქმით ამერიკა უკან იხევსო. ჩავთვალოთ, რუსეთმა ასე აღიქვა ამერიკის გადაწყვეტილება, მე კი მგონია, რომ ამერიკას არაფერი წაუგია და ის რაკეტებიც არაფერს ავნებდა რუსეთს. უფრო პრესტიჟის გამო ატეხა ამბავი, მაგრამ ახლა მხარს უჭერს ამერიკას ირანის საკითხში.

– დაახლოებით ასეთი რამ თქვა მედვედევმა: პირადად მე გავჩხრეკ ამ ქალბატონს, ანუ ირანსო.

– ზუსტად ასე თქვა! ამერიკამ მეტი მოიგო, აი, ასე თამაშობს დასავლეთი. ბუში მამა-შვილი ვერ მიხვდა ვერაფერს, თორემ „დემოკრატებს“ ეშმაკობა ახასიათებთ. რუსი სულ ამბობდა, მოვლენ „დემოკრატები“ და მოგვატყუებენო. ასეც ხდება ჩვენ თვალწინ. მეც ვიტყოდი, უკან დაიხია ამერიკამ და კომპრომისებზე მიდის-მეთქი, მეტიც, ჩვენც შეიძლება ვიყოთ კომპრომისის ერთ-ერთი საგანი. გამოვიშტეროთ თავი?!

– ჩვენი სახელით უნდა წავიდეთ ამ კომპრომისზე, იქნებ რამე მოვიგოთ?

– რა იყო ეს რაკეტები, ბოლოს და ბოლოს?! მეც გეტყვით თქვენ, რომ დავდგამ სათამაშო რაკეტებს თქვენს სახლთან-მეთქი. თქვენ იფიქრებთ, ცუდად არ ჩამომართვანო და მეტყვით, გაწი, რა, შენი სათამაშო რაკეტაო. მე არ გავწევ; თქვენ გამიმეორებთ, გაწიეო და ვიქნებით ასე. ბოლოს ამერიკამ თქვა, გავწევო და რუსეთი იძულებული გახადა, პირობა შეესრულებინა, ანუ ირანის საკითხზე მხარი დაეჭირა ამერიკისთვის. ჩვენ ავღანეთის პირობა ვიქნებით. თუ ვინმე ამას ვერ ხვდება, ახლა ვეუბნები. ავღანეთში სერიოზული პრობლემებია, ამერიკა იქ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ვერც შევიდოდა, თუმცა ავღანელების დამარცხება მაინც შეუძლებელია და, თუ ამერიკა პრესტიჟის თამაშს თამაშობს, ცოტა ხანს ითამაშოს, რადგან მთელი დედამიწაც რომ დაესხას თავს ავღანეთს, არაფერი გამოუვა. არ შველის იმ ხალხს არაფერი. ასეთები არიან ათასწლეულების განმავლობაში. მათ გარეგნობას შეხედეთ: დაძონძილი კაცი ისე იყურება, ასეთ მზერას ვერ უპოვით ვერც ერთი გაბატონებული ხალხის წარმომადგენელს! არც ენანებათ არაფერი. ერთი დიდი ისტორიული ძეგლი ჰქონდათ, თალიბებმა ესროლეს და დაანგრიეს, ისიც აღარ აქვთ! ამიტომ, რამდენიც გინდა, ესროლე, დარდი არაფრის აქვთ. ასე რომ, ამერიკას მაინც არაფერი გამოუვა და მანდ გარიგების საგანი ჩვენ ვიქნებით. რა ვქნათ? ვისხდეთ, ველოდოთ და მერე ვიჭყიპინოთ, გაგვყიდესო?! დრო უნდა მოვიგოთ, პროცესში ჩავერთოთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ. ზოგიერთები ამბობენ, ხურდა ფულად გადაგვაყოლესო, მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ ხურდა ფულიც არ ვართ: ჩვენ ვიქნებით კაზინოს „ფიშკები“, რომელიც ფულის მაგივრობას სწევს. ფილმებში მინახავს, რომ „ფიშკა“ მხოლოდ იმ კაზინოში ნიშნავს რაიმეს, გარეთ იმით სიგარეტსაც ვერ იყიდი. მეორე მხრივ, ვერავისაც ვერ დავძრახავთ, ყველას თავისი პრობლემები აქვს. ვიცით, რომ ბელორუსიისგან აღიარება თავზე გვაკიდია. დსთ-დან ისეთ დროს და ისე უღიმღამოდ გამოვედით, რომ მათ სოლიდარობის ვალდებულებაც კი აღარ აქვთ ჩვენ მიმართ, ახლა ამღიარებლების რიგი რომ დადგეს, რა ვქნათ?! ვინც არ იცის, ვეუბნები: ბელორუსიის შემდეგ რიგში არიან ტაჯიკეთი და კიდევ ვიღაც-ვიღაცეები. სხვათა შორის, არც სომხეთია გამორიცხული. ბოლივია უკვე მზადაა, მგონი, რუსები და ჩავესი აჩერებენ, ჯერ არ გინდაო. ჩვენ რა ვაკეთოთ?! ფილიპ გორდონის იმედად ვიყოთ, რომელიც გვეუბნება, ვენესუელის აღიარება არაფერს ნიშნავსო?! მე რომ მკითხონ, კონსოლიდაციის დროა. ტალიავინის დასკვნა სერიოზული ამბავია, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაც არანაკლებ სერიოზულია. ჩვენ კიდევ არ გვესმის, რას ნიშნავს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მოგვარება. ეს რომ გაიგო, ასეთი რამ საკუთარ თავზე უნდა გქონდეს გამოცდილი. ჩვენ კი ასეთი რამ არ გადაგვხდომია, ისე არავინ მოგვკიდებია მტრად, რომ ჩვენი, როგორც ხალხის, ამოწყვეტა გადაეწყვიტოს.

– სამაგიეროდ, ჩვენი მიწიდან გავუყრივართ და ავუყრივართ?

– შაჰ-აბასი თითქოს პამპულაობდა, მაგრამ მოვიგერიეთ ბახტრიონით, რაც სამი ვაჟკაცი თავადის, შალვას, ბიძინას და ელიზბარის და ერთი ვაჟკაცი თუში მწყემსის – ზეზვა გაფრინდაულის – დამსახურებაა, მაგათ ვენაცვალე! ჩვენც ვეცადოთ რაღაცის გაკეთებას. კი ბატონო, ვიბრძოლოთ საარჩევნო კოდექსის, დემოკრატიის, სასამართლო რეფორმის, თავისუფალი სიტყვის, სამართლიანობისთვის – ეს ყველგან პრობლემაა, ამერიკაშიც კი, მაგრამ გამოვყოთ ერთი თემა – აფხაზეთი და შევიმუშაოთ პოზიცია. რაზე შეიძლება, წავიდეთ ამ მიმართულებით?!

– დააბრუნონ დევნილები და ვაღიაროთ?

– ასე მარტივად არა, მაგრამ უნდა მივხვდეთ, რომ კომპრომისის ბაზა ეს იქნება. თუ ეს არ გვესმის, სახლში წავიდეთ და ველოდოთ, როდის შეიცვლება ვითარება უკეთესობისკენ, მაგრამ უკეთესობისკენ რომ არ იცვლება არაფერი, ხომ ვხედავთ?! ერთი პროგრესი იყო ის, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა, საარჩევნო სისტემას ვგულისხმობ, როდესაც აფხაზებს უმაღლეს საბჭოში ყველაზე მეტი ხმის უფლება მივანიჭეთ, რითაც არათუ მაშინ შევთანხმდით აფხაზებთან, მომავალი თანაცხოვრების საძირკველიც ჩავყარეთ. იმის შემდეგ სულ უარესობა ხდება. ახლა რას ველოდებით?! რომელ ციურ მანანას?! რატომ დაჯდება უფალი და რატომ იმუშავებს ავტონომიის სტატუსზე, ფედერაციასა თუ კონფედერაციაზე?! სომხეთ-თურქეთის ურთიერთობაზე?! ერთხელ, 5-6 წლის წინათ, ოპოზიციის ნაწილი დავით აღმაშენებლის საფლავზე წავიდა. მე არ გავყევი, მაგრამ ერთმა ენაკვიმატმა ოპოზიციონერმა, რომელიც იქ იყო, დამირეკა და მითხრა, ადგანან დავითს და ეუბნებიან, შევარდნაძე საარჩევნო კომისიებს უკანონოდ აკომპლექტებსო. მგონი, ისე გაბრაზდა, ადგება; მე თუ გავასწარი, ხომ კარგი, თორემ, ის თუ ადგა, კარგს არაფერს დაგვმართებსო. არ არის ეს დავით აღმაშენებლისა და უფლის გადასაწყვეტი საკითხები. უფლის მოწყალებაა, რომ გვიცავს და ამით გვეხმარება. სულ გვიფარავს განსაცდელის დროს, მაგრამ ჩვენ ნაცვლად ვერ დაწერს, ვერ იკითხავს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ვერ იმუშავებს! ნუ ვითხოვთ ისეთ რამეებს, რაც ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ვსხედვართ და ველოდებით, როდის დაამარცხებენ ამერიკა და გერმანია რუსეთს და მოგვცემენ აფხაზეთს, ან, როდის შემოგვიერთდებიან თავიანთი ნებით აფხაზები. რატომ ველოდებით ამას, არ ვიცი!

– რას ელოდით ტალიავინის კომისიის დასკვნისგან და რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი?

– შინაარსი დაახლოებით ცნობილი იყო, მაგრამ რეალურად მაინც უარესი გამოდგა, იმიტომ რომ ოკუპაციაზე არაფერია ნათქვამი. მთელმა მსოფლიო მედიამ აიტაცა უკვე ის თემა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და მეორე პლანზეა გადასული, რომ ამას წინ უძღოდა პროვოკაციები. ჩვენთვის სახარბიელო დასკვნა არ არის, მაგრამ ამის არც გაუბრალოება ღირს და არც დრამატიზება. რუსები ზეიმობენ, თუმცა საზეიმო არაფერი აქვთ, მაგრამ საბაბი, რომ დაიხვიონ ხელზე, მიეცათ. ასეთი დასკვნა მოსალოდნელი იყო, მაგრამ დასკვნას რომ თავი დავანებოთ, ჩვენმა ხელისუფლებამ არასწორად იმოქმედა. ისმოდა საყვედურები ევროპის მიმართ, განსაკუთრებით – გერმანიის მიმართ, ისინიც ადამიანები არიან და რეაგირებენ ამაზე. არ ვიცი, ვინ რას ელოდა ამ დასკვნისგან. მე პირადად ვიცი სერბია-მილოშევიჩის მაგალითი. თუმცა ტალიავინის დასკვნაში საკითხი ასე არ დგას. ეს ყვითელ ბარათს ჰგავს და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი დასკვნებიც გაკეთდება არა მხოლოდ სააკაშვილისა და ხელისუფლების მხრიდან, არამედ ჩვენი, ოპოზიციის, საზოგადოების მხრიდან. საქმე სერიოზულადაა და ერთ-ერთი გერმანული გაზეთი წერდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, იქცეს იმის საფუძვლად, რომ ქვეყანამ სამუდამოდ დაკარგოს ეს მხარეები.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3