კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დახარჯავს 3 მილიონ დოლარს თავის ქორწილში მარია შარაპოვა

21 ოქტომბერს სპორტული სამყაროს მთავარი ყურადღება მარია შარაპოვასკენ იყო მიპყრობილი. პრინციპში, მაშა ყურადღების ნაკლებობას არც მანამდე უჩიოდა, მაგრამ ახლა 23 წლის ჩოგბურთელმა გამოაცხადა, რომ თხოვდება და ცოლად სლოვენიელ კალათბურთელს – საშა ვუიაჩიჩს მიჰყვება. ყველაზე ნაკლებად ეს ამბავი იმ სარეკლამო კომპანიებს გაუხარდათ, რომელთაც ჩოგბურთელთან კონტრაქტი აქვთ დადებული, რადგან დაუწერელი კანონია – გათხოვების ან ცოლის მოყვანის შემდეგ, სპორტსმენები ისეთივე პოპულარულები აღარ არიან, როგორც ადრე. ვერ გეტყვით, იმოქმედებს თუ არა გათხოვება შარაპოვას პოპულარობაზე, მაგრამ ფაქტია – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად აღიარებულ მაშას მალე უღელი დაედგმება და სავარაუდოდ, მამამისის, იური შარაპოვის მარწუხებს თავს დააღწევს.

და მაინც, ვინ არის შარაპოვას რჩეული? როცა ის პირველად ჰორიზონტზე გამოჩნდა, ბევრი ამბობდა, რომ საშა უბრალოდ ერთობოდა. მაგრამ, მერე „გართობამ“ სერიოზული სახე მიიღო, წყვილი ყველგან ერთად ჩნდებოდა და უფრო მეტიც, ვუიაჩიჩმა საკუთარ თავზე აიღო მაშას ფიზიკური მომზადება. ცუდი არაფერი იფიქროთ, მარიას საქმრო ამერიკული NBA-ს კლუბის, ლოს-ანჯელესის „ლეიკერსის“ კალათბურთელია და ფიზიკური მომზადების საკითხებში კარგად არის გათვითცნობიერებული. ჰოდა, მან თავად გადაწყვიტა, შარაპოვა ევარჯიშებინა და სასარგებლო სასიამოვნოსთან შეეთავსებინა. ეს იყო, მათი დაახლოების შემდეგ, მანამდე კი...

საშა ვუიაჩიჩი იუგოსლავიაში, ქალაქ მარიბორში დაიბადა, მას შემდეგ კი, რაც ეს სახელმწიფო მარტივ მამრავლებად დაიშალა, ვუიაჩიჩი სლოვენიის მოქალაქე გახდა. ის, რომ საშა კალათბურთელი გამოვიდოდა, ყველამ იცოდა. მამამისი – ვასილი ვუიაჩიჩი კალათბურთის მწვრთნელი გახლდათ და როგორც კი ბიჭი იმხელა გაიზარდა, ბურთის კალათამდე სროლა შეძლო, მაშინვე დარბაზში უკრა თავი. თურმე, თავიდან, საშას ვარჯიში ძალიან ეზარებოდა, მაგრამ ერთ დღეს...

„ერთ დღეს მამამ დამსვა და ორი საათის განმავლობაში მესაუბრა. მისი საუბრის მთავარი არსი ის იყო, რომ მე სხვა გზა არ მქონდა, კალათბურთი უნდა მეთამაშა და რაც მალე შევეგუებოდი ამ აზრს, მით უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. სხვა გზა მართლაც არ მქონდა, ვარჯიშს ვერ გავაცდენდი – მწვრთნელი მამაჩემი იყო და ვერც სხვებზე ნაკლებად დავიხარჯებოდი – მამა ყოველთვის ყველაზე მეტს მთხოვდა. ამის გამო, ხანდახან მეზიზღებოდა კიდეც“, – იხსენებს საშა.

უფროსმა ვუიაჩიჩმა აშკარად იცოდა, რასაც აკეთებდა და მალე მთელი სლოვენია ალაპარაკდა პატარა საშაზე. მას ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. კალათბურთელის საბედნიეროდ, იგი სიმაღლეშიც გაიზარდა და ყველა პირობა თუ მონაცემი ჰქონდა საიმისოდ, დიდი კალათბურთი ეთამაშა. თუმცა, მამამ ბოლომდე მოცდა ამჯობინა და შვილი NBA-ის დრაფტზე მხოლოდ 2004 წელს, ანუ მაშინ დააყენა, როცა საშა 20 წლის იყო. არადა, ამერიკული კლუბები მას ორი წლით ადრე ითხოვდნენ. ვერ ვიტყვით, რომ საშას ძალიან გაუმართლა – იგი 27-ე ნომრად აირჩია „ლეიკერსმა“ და მაშინვე ითქვა, ეს ბიჭი ორი-სამი წლის განმავლობაში სათადარიგოთა სკამს გახეხავსო.

„თავიდან მეგონა, ურიგო აღნაგობა არ მქონდა, მაგრამ როცა პირველივე ვარჯიშზე, ჩემი თანაგუნდელების გვერდით დავდექი, მათ კუნთებთან შედარებით ჩემი კუნთები სასაცილოდ გამოჩნდა. როცა საჰაერო ბრძოლის დროს ერთმანეთს ჰაერში შევეჯახეთ, მივხვდი, რომ მე ძალიან, ძალიან ბევრი მქონდა გასაკეთებელი, ამიტომ, სატრენაჟორო დარბაზს მივაშურე. არავინ თქვას, რომ კალათბურთს, ფეხბურთს ან სპორტის ნებისმიერ სახეობას, მხოლოდ იმიტომ მისდევს, რომ ამის გაკეთება სიამოვნებს. ფული ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ვიცოდი, რომ ჩემი თანაგუნდელები, ხელფასის სახით, წლიურად ოც მილიონამდე იღებდნენ, მე კი ორი მილიონიც არ მქონდა, საშინლად ცუდ ხასიათზე ვდგებოდი. ისინი მანქანაში მილიონებს იხდიდნენ, დასასვენებლად ორი დღით მიფრინავდნენ სადმე, ჩარტერს ქირაობდნენ. მე კი, ამას ვერ ვახერხებდი. ფული და ახალი კონტრაქტი, ეს იყო მთავარი მიზანი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიე“, – იხსენებს საშა.

როცა ვუიაჩიჩმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბევა და სასურველი კონტრაქტიც მიიღო, თვალებში გამოიხედა და... ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მექალთანედ იქცა. მის „კოლექციაში“, ძირითადად, მოდელები იყვნენ და საშა არც მალავდა, რომ ქალები გართობისთვის უნდოდა. სწორედ ამიტომ იყო, მარიასთან დაწყებულ რომანს ყველამ სკეპტიკურად რომ შეხედა. რუსი ჩოგბურთელი მისი მორიგი გატაცება ეგონათ, მაგრამ ნურას უკაცრავად – შარაპოვამ საშას გუნდის თამაშებზე სიარულს მოუხშირა, მისი საჩოგბურთო ტურნირების სტუმარი კი ვუიაჩიჩი იყო და ნელ-ნელა წყვილმა საუცხოო ურთიერთობა ააწყო. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ მათ ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს.

„ეს იქნება ყველაზე ვარსკვლავური და ყველაზე მომხიბვლელი სპორტული წყვილი მთელ მსოფლიოში“, – ასეთია საერთო მოსაზრება და ეჭვი გვაქვს, ამ მოსაზრებას ბევრი გაიზიარებს.

რაც შეეხება წყვილის ქონებას... რეკლამებიდან თუ კორტზე ჩოგნისა თუ სხვა რამეების ქნევით, მაშას ას მილიონზე მეტი აქვს ნაშოვნი და ვუიაჩიჩს კი არა, ყველაზე უკანასკნელ ღარიბს არ გაუჭირვებს არაფერს. თავად ვუიაჩიჩი ასეთი ქნევით ჯერ ვერ დაიკვეხნის. მისი ბიუჯეტი სულ რაღაც 30 მილიონი დოლარია, მაგრამ ამბობენ, მაშასთან ქორწინება მას დამატებით დივიდენდებს მოუტანსო. გარდა ხელფასისა, საშას მარიბორში კალათბურთის აკადემიაც აქვს (ვეჭვობთ, საჩოგბურთო აკადემიასაც გახსნის) და მამამისი, მწვრთნელობის გარდა, შვილის მიერ გახსნილ რესტორნების ქსელსაც ხელმძღვანელობს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და სად გადაიხდის ვარსკვლავური წყვილი ქორწილს, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ქორწილი მართლაც ვარსკვლავური იქნება. მაშამ დაადასტურა, რომ ამ საქმისთვის ისინი სამი მილიონი დოლარის გადადებას აპირებენ და... მათ ქორწილზე სურათების ექსკლუზიური გადაღების უფლება მილიონი დოლარი ღირს. მათი მომავალი შვილის (შარაპოვა იმუქრება, სამი შვილი უნდა გავაჩინოო) პირველ ფოტოზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ამ უფლების მიღება, სავარაუდოდ, მილიონზე მეტი ეღირება.

ცნობისთვის, შარაპოვამდე საშა პერის ჰილტონს ჰყვარობდა და სკანდალურად ცნობილ პერისს მას შემდეგ დაშორდა, რაც ერთ დღეს გაიღვიძა და გაზეთებში ნახა, რომ მისმა შეყვარებულმა ის ღამე ვიღაც ბარმენთან ერთად გაატარა. პრინციპში, ბარმენს რომ ხელში ჰილტონი ჩაუვარდებოდა, გაათენებინებდა, აბა, ხომ არ დააძინებდა.


скачать dle 11.3