ქართველი მკურნალი, რომელმაც ყველა დაავადების ენა იცის
ექიმი თინათინ მაჩაიძე ის ადამიანია, ვისი მკურნალობის უტყუარი მეთოდიც ეჭვის საბაბი არავისთვის გამხდარა, რადგან მას უკმაყოფილო პაციენტი არ ჰყავს. თინათინ მაჩაიძე – ექიმი-ბიოენერგოთერაპევტი, საერთაშორისო კლასის მკურნალი და ბიოენერგოთერაპევტთა ამერიკა-კანადის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახლავთ. მასზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, უმთავრესი, რასაც ამ პიროვნების გაცნობისას იგრძნობთ, მისი ადამიანური სითბო და დადებითი ენერგიაა, რაც შეჭირვებული ადამიანისთვის ყოველგვარ წამალზე უფრო მნიშვნელოვანია. ქალბატონი თინათინის მადლიერი პაციენტები ბევრ ისეთ ისტორიას ყვებიან, რაც ზოგიერთი სკეპტიკოსისთვის დაუჯერებელიც კია, თუმცა, სახეზეა რეალობა – უამრავი განკურნებული ადამიანი და დამარცხებული დაავადება! ათეული წლებია თინათინ მაჩაიძე, კომპლექსური მეთოდით მრავალ დაავადებას კურნავს. მას შესწავლილი აქვს ბიოენერგოთერაპია, მანუალური თერაპია, ფიტოთერაპია და სამკურნალო მასაჟი; ის ამზადებს მალამოებს, საფენებს და, ამა თუ იმ კონკრეტული დაავადების შემთხვევაში განკურნება გარანტირებულია და, რაც მთავარია, ქალბატონი თინათინი თავადვე სვამს უტყუარ დიაგნოზს. მას პაციენტები არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც ემადლიერებიან. ალბათ, ბედნიერებაც ეს არის – ემსახურო საყვარელ საქმეს და საყვარელ ხალხს!
რედაქციაში მრავალი ზარი შემოდის, თინათინ მაჩაიძის მადლიერი პაციენტების დაჟინებული თხოვნით, გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას:
ნინო გვაზავა (42 წლის, ეკონომისტი): ნაღვლის ბუშტი ბავშვობიდან მაწუხებდა, შემდგომში კი ამას კუჭის პრობლემებიც დაერთო. იმდენ ექიმთან ვიმკურნალე და იმდენი წამალი დავლიე, იმუნიტეტი სრულიად დამიქვეითდა, დამემართა ალერგია და საშინელ დღეში ჩავვარდი. რომ არა ქალბატონი თინათინის მადლიანი ხელი, მართლა არ ვიცი, რას ვიზამდი. მან შეუძლებელი შეძლო და მკურნალობის პირველივე კურსის დასრულების შემდეგ თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ. მადლობის მეტი რა მეთქმის!
გიორგი ლალიაშვილი (52 წლის, ბიზნესმენი): არ მინდა, საკუთარ თავზე საუბრით თავი შეგაწყინოთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ქალბატონ თინათინთან თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოვხვდი და საოცრად გამიმართლა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სულ მოძრაობაში ვიყავი, აქტიური ცხოვრების წესი მქონდა, თუმცა, ეს მანამდე, სანამ ნერვის ანთება არ დამემართა, რასაც რადიკულიტიც დაემატა. საშინელი ტკივილებით ვიტანჯებოდი. ვის არ მივაკითხე, რა მალამო და წამალი არ მასწავლეს, მაგრამ, ამაოდ. ყველაფრის ხალისი დავკარგე, ლამის ბიზნესიც ჩამივარდა. თინა ექიმმა თავისი ჯადოსნური ხელებით სასწაული მოახდინა და თითქოს ხელახლა დავიბადე, უღრმესი მადლობა მას!
ქეთი მაყაშვილი (36 წლის, ფილოლოგი): მე რომ რამდენიმე თვის წინ გენახეთ, მოხუცი გეგონებოდით, ისეთ დღეში ვიყავი, თავი როგორ მომეკლა, იმასღა ვფიქრობდი. ჩემი პრობლემა იყო მწვავე ნევროზი, რასაც დაემატა აკვიატებული აზრები, შიშები, უძილობა, თავის ტკივილები და დეპრესია. არავის დანახვა არ მინდოდა, ყველასთვის ტვირთად ვიქეცი, მაგრამ, თავს ვერ ვერეოდი. თინათინ მაჩაიძესთან მისვლა დედაჩემის მეგობარმა მირჩია – ისიც თინა ექიმის პაციენტი იყო, გულზე პრობლემები ჰქონდა და მან განკურნა. თავიდან ბევრი ვიუარე, მაგრამ დედა აღარ მომეშვა და, კიდევ კარგი, დავუჯერე. თინათინ ექიმმა ამ ცხოვრებისკენ მომაბრუნა. ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, უფრო სწორად, ძლივს ისევ იმ ადამიანად ვიქეცი, რაც ვიყავი ავადმყოფობამდე. რა კარგი ყოფილა ცხოვრება, როდესაც ჯანმრთელი ხარ!
P. S. ყველას, ვისაც აქვს შერყეული ჯანმრთელობა, იმედი კი – გადაწურული, შეუძლია, დაუყოვნებლივ მიმართოს თინათინ მაჩაიძეს და საკუთარ თავზე გამოსცადოს განკურნების სიხარული. ღირსეული მკურნალი თავისი ჯადოსნური ხელებით აუცილებლად დაგეხმარებათ.