აიმაღლეთ იმუნიტეტი და დაიცავით ღვიძლი
ყოველდღიურად ადამიანის ორგანიზმზე ბევრი უცხო ნივთიერება ზემოქმედებს. ისინი ორგანიზმში გარემოდან სუნთქვის, საკვების, წყლის ან წამლის გზით ხვდებიან, რომელთაგან ბევრი მათგანი ძალიან მავნე და შხამიანია.
როცა ორგანიზმი ტოქსინების ნეიტრალიზაციასა და გამოდევნას ვერ ახდენს, ისინი ილექება. ამას სამედიცინო ენაზე ინტოქსიკაცია ეწოდება. ტოქსინების შემოტევებისას ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, უღონობას, უხასიათობას, გულისრევის შეგრძნებას, ნაწლავების აშლილობას, სუნთქვის გაძნელებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებას და ასე შემდეგ. ამ დროს თავს იჩენს ისეთი დაავადებებიც, რომლებიც ფარულად მიმდინარეობს.
შხამებისა და წიდებისგან ორგანიზმის გაწმენდაში მცენარეები დაგეხმარებათ. მაგალითად, ნიტრატები, ქლოროფორმი და ქლორი ორგანიზმიდან კრაზანის, კალენდულას, უკვდავასა და ცაცხვის ნაყენით გამოიდევნება. რადიონუკლეიდები კი – მწვანე ჩაის, ახალგამოწურული წვენების, მრავალძარღვას, ცირცელისა და ორკბილას ნაყენებით, და ასევე, წითელი ღვინის მეშვეობით. ტყვიის მარილები ეფექტურად გამოიდევნება ორგანიზმიდან შვიტას, ნახშირისა და ნივრის მეშვეობით.
შხამები ძალიან აზიანებს ღვიძლს, მის დაცვაზე ზრუნვა კი, ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველაზე კარგია ჭვავის ნაყენი – ის იცავს ღვიძლის უჯრედებს და მათ მუშაობას ააქტიურებს.
იმისთვის, რომ ორგანიზმში შხამები არ დაგროვდეს ან მათი ზემოქმედებისგან დაიცვათ თავი, შემდეგი ხალხური რეცეპტები და გამოცდილი მეთოდები უნდა გაითვალისწინოთ:
* რაც შეიძლება დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ძილის წინ – მინიმუმ ნახევარი საათი;
* სწორად შეარჩიეთ საკვები რაციონი და ისე იკვებეთ, რომ ნაწლავებში ტოქსინების დაგროვება არ მოხდეს.
* აიმაღლეთ იმუნიტეტი;
* ორგანიზმის გაწმენდის კურსი მცენარეული ნაყენებით წელიწადში პერიოდულად რამდენჯერმე ჩაიტარეთ;
* ჭამეთ ბევრი ახალი ხილი, სეზონური ბოსტნეული, პარკოსნები და მარცვლეული;
* მოერიდეთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღებას.