ხახვი ვირუსებს ებრძვის
ხახვი უებარი წამალია გაციების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ, გრიპის ეპიდემიის დროს, გირჩევთ, ჭამოთ ცოცხალი ხახვი, რადგან ის გრიპის გამომწვევი ვირუსების უმრავლესობას ადვილად კლავს.
1 თავი ხახვი გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ წვენი გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ. მასში შემავალი ვიტამინები ცხელ წყალში იშლება და, ამიტომ, ცხელი უნდა დალიოთ. შეგიძლიათ, ამ ნაყენს ცოტა თაფლიც დაამატოთ.
ანგინის დროს კარგია ხახვისა და ცაცხვის ყვავილების ნაყენის ყელში გამოვლება. კერძოდ, 1 სადილის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე თავდახურული ჭურჭლით. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შეურიეთ ერთი ხახვისგან გამოწურული წვენი. ეს ნაყენი გამოივლეთ ყელში.
ბრონქიტი ხშირად გაციების შედეგია. ამ დროს ხახვი მართლაც უებარი წამალია: 1 თავი ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. დააყარეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი დაასხით ცოტა წყალი და წამოადუღეთ. მიღებული სითხე უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი, ყოველ ორ საათში ერთხელ, შვიდი დღის განმავლობაში.
კარგია რძეში მოხარშული ხახვიც: გაფცქვენით ხახვი, ჩადეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ მანამ, სანამ ხახვი დარბილდება. შემდეგ ამოიღეთ, გააცივეთ, დაჭერით და მიირთვით.
ჩირქოვანი იარების მოსარჩენად: ერთი თავი ხახვი შეწვით ტაფაზე. გადმოიღეთ, შეაგრილეთ, დაამატეთ 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სადილის კოვზი ფქვილი. მიღებული მასა კარგად ამოურიეთ და დაიდეთ ჩირქოვან იარაზე.
ხახვი მეტად კარგად მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე. თუ გსურთ, ჯანმრთელი და მაგარი კბილები გქონდეთ, ჭამეთ დიდი რაოდენობით უმი ხახვი.
თუ პარადონტოზი გაწუხებთ, აიღეთ ერთი ღერი ალოეს ფოთოლი და ერთი ხახვის მეოთხედთან ერთად გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში. ეს მასა რამდენიმე წუთით პირში გაიჩერეთ. სისხლდენაც შეგიჩერდებათ ღრძილებიდან და ტკივილიც დაგიამდებათ.