მამათა შეგონებანი
მარკოზ განშორებული: სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა – სინდისით.
ისაკ ასური: გიყვარდეს ცოდვილნი, მაგრამ გძულდეს მათი საქმენი.
იოანე სინელი: წმიდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს.
იოანე კიბისაღმწერელი: შეუძლებელია, უხაროდეთ იმ ადამიანებს, რომელნიც არ ლოცულობენ.
იოსებ ათონელი: ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს – ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთაგან თუ ჩვენივე ბუნებისგან – ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელობით ითმენს, იღებს საზღაურს: აქ – დაწინდვას, იქ კი – აღსრულებას.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ყველა, ვინც ღმრთის მცნებებს აღასრულებს, უარყოფს თავის თავს, თავის ჯვარს იღებს და უფალს შეუდგება.
იოანე ოქროპირი: ურწმუნო კაცი მსგავსია, უსაჭო ხომალდისა, რომელიც ზღვის ღელვას აქეთ-იქით მიმოაქვს. ღუზა საჭიროა ხომალდისთვის ქარიშხლის დროს; სარწმუნოება საჭიროა კაცისთვის გაჭირვების დროს.
***
გინდათ, თქვენი სულის ფასი იცოდეთ? შეხედეთ გამოსყიდვის ფასს. არა მთელი ქვეყნის ოქრო, მთელი ქვეყანაც კი, ამ ყველაფრით, რაც კი მასშია, არამედ თავად უფალი იყო ჩვენი გამოსყიდვის ფასი.
სქემ-იღუმენი იოანე: თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე უკანასკნელად ჩათვლი და მაშინ მაქებელნი ვერაფერს დაგვაკლებენ. ადამიანები მხოლოდ გარეგნულს ხედავენ, შინაგანს კი არ იცნობენ, იმათ გარდა, ვინც სულიერად ცხოვრობს.
ბერი იაკობი: რამდენი ფული წავიდა ჩემი ხელიდან, მაგრამ წავიდა დანიშნულებისამებრ: ავადმყოფებისთვის, ღარიბებისთვის, გაჭირვებულებისთვის. ყოველთვიურად ვეხმარები გაჭირვებულებს პროდუქტით და ფულით. მე ერთხელ გავცემ, ღმერთი ათმაგად მიბრუნებს.
ეფრემ ასური: ციურ ფრინველთაგან ყველაზე დიდი და ძლიერი არწივია, ქვეყნიურ მხეცთაგან – ლომი, ხოლო ადამის ძეთაგან – უდიდესი და უძლიერესი ღვთისმოშიში კაცი.
ტიხონ ზადონელი: თვით უმცირესი ჩიტუნაც კი არ არის მამაზეციერისგან მივიწყებული.
ნიკოდიმოს ათონელი: ძალიან სახიფათოა, ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა – რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი.
მარკოზ განშორებული: თუ ხარ ცოდნისმოყვარული, იყავი შრომისმოყვარულიც, რამეთუ მარტოოდენ ცოდნა ადამიანს მედიდურს ხდის.
ეგნატე ბრიანჩანინოვი: არც ერთი ღვაწლი ისე მარჯვედ და ისეთი ძალით არ განაგდებს ცოდვას, როგორც მოძღვრისთვის ყოველდღიური აღსარების ჩაბარება.
პეტრე დამასკელი: როდესაც გონება ზღვის ქვიშასავით ურიცხვ საკუთარ ცოდვებს დაინახავს, ეს იქნება სულის განათლების დასაწყისი და გაჯანსაღების ნიშანი.
ბერი პაისი: ღმერთმა ცდუნება იმიტომ დაუშვა, რომ მწუხარებითა და ცრემლით ჭუჭყისგან განიწმინდოს და უმანკო გახადოს ჩვენი სული, რათა შეგვეძლოს გადასარჩენად უფალს მივაშუროთ.