კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა უფეხებო თემურ ჯორჯაძე კარატისტი და რაგბისტი

ნათქვამია, ადამიანი თუ რამეს მოინდომებს, აუცილებლად მიაღწევსო. ზოგისთვის სურვილის შესასრულებლად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. სწორედ ასეთი გამონაკლისია ბატონი თემურ ჯორჯაძე, რომელიც, ფაქტობრივად, უფეხებო დაიბადა, მაგრამ გახდა წარმატებული არქიტექტორი, ქართული რაგბის პირველი თაობის წარმომადგენელი, კარატეს ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ინსტრუქტორი. თუ როგორ მიაღწია ამდენს, თავად ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს.



– ბატონო თემურ, თქვენ ბრძანდებით არქიტექტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქართული რაგბის პირველი თაობის წარმომადგენელი, კარატეს ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ინსტრუქტორი. თან ამ დროს დაიბადეთ ფეხებზე ტრავმით და წლების განმავლობაში ვერ დადიოდით, რთული არ იყო ამდენის მიღწევა?

– მე, პრაქტიკულად, უფეხებო დავიბადე, ტერფები მქონდა დეფორმირებული. ჩემი მშობლები იყვნენ რეპრესირებულები. ჩვენს ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები – ამირან მორჩილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი. შელია – „თეთრი არწივის“ ხელმძღვანელი, ჩვენს სახლში მოკლეს. სახლი დაგვილუქეს. იმ დროს მამა შინ არ იყო და ქურთმა მეეზოვემ გააფრთხილა. დანარჩენები დააპატიმრეს. ვცხოვრობდით პლეხანოვზე, მთავარი ფოსტის ქვემოთ, ძველი სახლის სხვენში. მე ან სულ ვიწექი, ან ფანჯარასთან მსვამდნენ და იქიდან ვიყურებოდი. სულ პატარამ ვისწავლე ყავარჯნებით სიარული და ბოლოს იმით დავრბოდი კიდეც. ყავარჯნებით ვთამაშობდი ფეხბურთს, ვახტებოდი ტრამვაის და ასე შემდეგ. ხუთი წლისა მამამ ცურვაზე მიმიყვანა. მერვე კლასში ჩემით მივედი ფარიკაობაზე. 15 წლისამ კი, დავიწყე რაგბის თამაში. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რაგბს კრძალავდნენ და ვატყუებდით, ვითომ ფეხბურთელები ვიყავით. არც რაგბის ბურთი გვქონდა, ფეხბურთის ბურთით ვთამაშობდით. შემდეგ პლეხანოვზე ერთი მეწაღე იყო და იმას შევაკერინეთ ბურთი. სტუდენტობის დროს კი „გეპეის“ და უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა გუნდები – „დინამო“ და „ლოკომოტივი“. „გეპეიში“ გუნდი დიტო ოსეფაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. ეს იყო „ლოკომოტივი“ და იქ ვთამაშობდი. შემდეგ ჩავაბარე ასპირანტურაში და მოსკოვში საცხოვრებლად გადავედი. იქაც გავაგრძელე რაგბის თამაში, მაგრამ რუსებთან ცოტა რთული იყო. შემდეგ, 70-იან წლებში, შეიქმნა ცენტრალური კარატეს სკოლა მოსკოვში, სადაც დავიწყე ვარჯიში. საერთოდ, საბჭოთა კავშირში, თუკი რაიმე ახალი იწყებოდა, იწყებოდა მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და თბილისში. ტაშკენტში ჩატარდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი, სადაც მივიღეთ მონაწილეობა. გამოგვავლინეს 100 ინსტრუქტორი და მალევე აიკრძალა კარატე. შემდეგ უკვე იქ ყოფნა აღარ მინდოდა და 1981 წელს მოსკოვის ბინა გადავცვალე თბილისის ბინაზე და აქ დავბრუნდი საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ კარატე აკრძალული იყო, მე მაინც მყავდა ჯგუფები უნივერსიტეტებში. ძალიან მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები – გიორგი შარაშენიძე, ჯანო ბაგრატიონი, გურამ მინაშვილი, ლენა გოკიელი. მათ მომცეს დარბაზები, სადაც ვამზადებდი მსურველებს, ოღონდ თავიდან ოფიციალურად გაფორმებული მქონდა როგორც ძიუდოს ჯგუფები.

– როგორც ვიცი, ტურნირებზეც დადიოდით, თუ აკრძალული იყო, თქვენ როგორ ახერხებდით?

– კარატე რომ დაუშვეს, პირველი გასვლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 1988 წელს ესპანეთში, დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჰქონდა, სადაც თასი მოვიპოვეთ. სხვათა შორის, მაშინ ცოტა კურიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. იმ პერიოდში არ გვქონდა დროშა, ჰიმნი. ერთი დროშა ჰქონდათ მორაგბეებს და იმათგან ვითხოვე. მათ გამოვართვი, ასევე, ზედატანები, რომლებსაც ზურგზე მივაკარი ლენტები – თეთრი, შავი და შინდისფერი, ვითომ დროშა გავაკეთე და ამით წარწერა – რაგბი დავფარე. დარბაზში დაჯილდოების დროს ლენტებმა ჩამოვარდნა დაიწყო და აშკარად გამოჩნდა წარწერა რაგბი. დროშა რომ ავწიეთ, დალაქავებული იყო და ჰიმნად კი კასეტაზე ჩაწერილი „ჩემო კარგო ქვეყანა“ გვქონდა. დაიტანჯნენ, ძლივს დაუკრეს. პარალელურად, ყოველთვის ვმუშაობდი არქიტექტორად. თბილისში ვხელმძღვანელობდი საბინაო სამოქალაქო განყოფილებას. შემდეგ ავიღე საათები აკადემიაში. 9 აპრილის მერე საერთოდ გადმოვედი სამხატვრო აკადემიაში.

– როგორც ვიცი, თქვენ ბევრს მოგზაურობდით, ამაზე რას იტყვით?

– კი. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, შემთხვევით გავიცანი ერნესტო ჩე გევარა, დაღუპვამდე რამდენიმე თვით ადრე. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. მე ქართული კონიაკი მქონდა და ის ვაჩუქე. მან კი, ძმას გამოატანინა მაჩეტე და მაჩუქა. მძლავრი ენერგეტიკა ჰქონდა, ჩემზე ძალიან ძლიერი კაცის შთაბეჭდილება დატოვა.

– ახლა რას საქმიანობთ?

– ახლა სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამოვაყალიბე ახალი სპეციალობა – „განათება და ფერი არქიტექტურულ დიზაინში“, რომლის გამოცდილებაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. შტატებიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, თითქმის ყველა უნივერსიტეტში ვარ ნამყოფი. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში დიდი დაინტერესება მოჰყვა ამ პროექტს. აქ კი 10 წელი დამჭირდა ამისთვის რომ მიმეღწია. პედაგოგების უმეტესობა მოწვეული მყავს. მრავალი წელია იქმნებოდა პროგრამები. ამ სტუდენტებს ყველგან შეუძლიათ მუშაობა. მეცინება, უცხოეთიდან რომ ჩამოჰყავთ არქიტექტორები, რომლებმაც არ იციან ჩვენი ქვეყნის არც ისტორია და არც კლიმატურ პირობებს იცნობენ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, სხვა არ დაგვჭირდეს.

– ბატონო თემურ, თქვენ იყავით ინვალიდი, მაგრამ ძალიან აქტიური, როგორ ახერხებდით ამდენს, არ გაგიჭირდათ ამდენის მიღწევა?

– რა თქმა უნდა, ძნელი იყო. ვიომე აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 9 აპრილს ჩემს ბიჭებთან ერთად გვეჭირა დერეფანი, საიდანაც ხალხი გამოდიოდა. იქ დავშავდი ისე, რომ ოთხ თვეს ვერ ვლაპარაკობდი. იმ მოედანზე ერთ რუსს მოვაძრე ჩაფხუტი, რომელიც ახლაც სახლში მაქვს. ვარ წარმატებული არქიტექტორი. ასე თუ ისე, რაღაც გამიკეთებია ჩემი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ამისთვის კი, ცხოვრება ნამდვილად ღირდა.


скачать dle 11.3