ახალი თეატრი თბილისში
თბილისის აკადემიური დასების გვერდით უამრავი ექსპერიმენტული თეატრალური სივრცე იხსნება. თბილისის ძირძველ უბანში, აღმაშენებელზე, ძველი ფოსტის ეზოში, თეატრი „ძველი უბანი” გაიხსნა. პრემიერაზე წარმოდგენილი იყო რეჟისორ ნიკა საბაშვილის სპექტაკლი „ქვაბში”. ორიგინალური პიესაც თავად რეჟისორს ეკუთვნის. მთავარ გმირებს „მწარე“, „მჟავე“ და „ტკბილი“ ჰქვიათ. პიესა ადამიანური ურთიერთობების ფილოსოფიურ გააზრებას წარმოადგენს. თეატრის მმართველი, თენგიზ გონგაძე, აცხადებს, რომ ავტორების რეგალიების მიუხედავად, თეატრი ნებისმიერი ნიჭიერი ავტორისა და რეჟისორის პიესის დადგმას დაუჭერს მხარს.