კიდევ ერთი ახალი რეკორდი კლუბ “რეკორდისგან„
3 ნოემბერს, ვერის ბაღის ტერიტორიაზე, საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაციაში კობა კობიაშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მან ოცდაათი წამის განმავლობაში წოლბჯენში თითებზე 93 მიზიდვა შეასრულა. ამით მან გააუმჯობესა არსებული მსოფლიო რეკორდი, რომლის ავტორიცაა ჯაბრაილ აზიზაევი ჩეჩნეთიდან და გახდა ორგზის მსოფლიოს რეკორდსმენი. პირველი რეკორდი სპორტსმენმა ივნისში დაამყარა, როდესაც ერთი წუთის განმავლობაში 146 მიზიდვა შეასრულა. სპორტულ კლუბ „რეკორდში” კიდევ ძალიან ბევრი სპორტსმენი მოიპოვებს წარმატებას.