კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩუქნიდა დაბადების დღეებზე დოლარებს ზურა მოსიავას და როგორ გაზარდა მან თავისი მეუღლე

– რაც „ჯეოსტარში“ მონაწილეობ, ალბათ, სულ შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი. რეპეტიციები, აქ მოდი, იქ – მიდი, რაღაც ჩარჩოებშიც მოგაქციეს, არადა, როგორც ვხვდები, სულ სხვანაირი ცხოვრება გაქვს.

ზურა: ასეთი დატვირთული არასდროს ვყოფილვარ. თან, მთელი ცხოვრება თავისუფალი ვიყავი – ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. ჩემი ბენდი მყავს, ჩემთვის ვარ. ვუკრავ იმას, რაც მიყვარს. ეს არის ფანკი, როკსაც ვუკრავთ, ჯაზ-როკსაც, ბლუზსაც, რომელიც ძალიან მაგარია. ჩემი ყველა მეგობარი მეუბნებოდა, გადი „ჯეოსტარზეო“ და გავედი. მე მეგონა, რომ სხვა პირობები იქნებოდა, თვითონ უნდა ამერჩია სიმღერები, მაგრამ ასე არ ყოფილა. თუმცა, ვართმევ თავს, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ანუ, შევეგუე ამ ყველაფერს, დავძლიე, თუმცა არ მქონდა საკუთარი თავის იმედი. ვაღიარებ – ცოტა ზარმაცი ბიჭი ვარ. საერთოდ, ადამიანი საკუთარი თავით ბოლომდე უკმაყოფილო უნდა იყოს. მე მქონდა დიდი კონცერტები, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვყოფილვარ. თუ გინდა, რომ გაიზარდო, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. რამდენიც უნდა გიჩიჩინონ, თუ საკუთარ თავზე არ იმუშავებ, არაფერი გიშველის.

– როგორც ვიცი, შენ რობერტ ბარძიმაშვილმა გაგზარდა, მის სახლში ცხოვრობდი...

– მის სახლში ვცხოვრობდი, იქ გავიზარდე. ძალიან ვუყვარდი. რუსთავში ჰქონდა საბავშვო სტუდია, სადაც დავდიოდი. ერთი პერიოდი, რობერტი წავიდა ამერიკაში. მერე, როდესაც ჩამოვიდა, მე უკვე გიტარაზე ვუკრავდი. მოვეწონე, ჩამოვიდა ჩემთან რუსთავში, სახლში და მითხრა, ჩემთან წამოხვალო. რა თქმა უნდა, წავედი. ბოლომდე „რობერტი მასწ“ ვეძახდი, არადა მის სახლში ვცხოვრობდი, სულ ერთად ვიყავით. რობერტის მეუღლემ, ვანდა დეიდამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ბევრ რამეში დამეხმარა, ჩემი სწავლა-განათლების საკითხში დიდი წვლილი მიუძღვის, ყველაფერი მისი დამსახურებაა. ძალიან მიყვარს და მადლობას ვუხდი. მე ცოტა დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავით, გიჟი და ვანდა დეიდა ძალიან პრინციპული ადამიანია, სულ ხელით ვეჭირე. რომ წავიდოდა შვილთან ამერიკაში, მე და რობერტი კრწანისში, „დაჩაზე“ ვცხოვრობდით. დედაჩემიც ყოველთვის მოდიოდა, იცოდა, რომ საიმედო ხელში ვიქნებოდი. ამიტომაც, უპრობლემოდ გამიშვა მათთან საცხოვრებლად. მერე დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი ფლეიტის განხრით, სპეციალობით ფლეიტისტი ვარ. კონსერვატორიაში რომ ვაბარებდი, იმ წელს გარდაიცვალა რობერტი. სულ მეუბნებოდა – ზური, შენ რომ კონსერვატორიაში ჩააბარებ, პროფესიონალი მუსიკოსი იქნებიო. ელოდებოდა ამ დღეს. მაგრამ, რობერტი გარდაიცვალა და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ცოტა აირია. მისმა გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. შვილივით გამზარდა, ძალიან ვუყვარდი. ჩამსვამდა მანქანაში და ყველგან თან დავყავდი. ერთხელ ვანდა დეიდა და რობერტი შეკამათდნენ. ვანდა დეიდა ეუბნებოდა, ზური აუცილებლად უნდა წავიდეს ჯარშიო. რობერტი კი ეკამათებოდა, სანამ ცოცხალი ვიქნები, ზური არ წავა ჯარშიო. ამაზე მთელი ამბები იყო. მე კი ვიცინოდი. რობერტს ავუსრულე სურვილი და ჩავაბარე კონსერვატორიაში. ძალიან კარგი პროფესორები მასწავლიდნენ – ნუგზარ კიკნაძე, მერი ჟვანია. მე კლასიკოსიც ვარ, კონსერვატორიაში კლასიკასაც ვუკრავდი. კლასიკური მუსიკა ადამიანს, გარდა მუსიკისა, ძალიან ბევრ რამეში ავითარებს, ეხმარება. ძალიან მიყვარს მოცარტი, ბახი.

– რამდენ ინსტრუმენტზე უკრავ?

– ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, გიტარაზე რომ ვუკრავდი და ისე ვმღეროდი, რობერტმა მიმაჩვია გიტარასთან მუშაობას. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს როკენროლი, ბლუზი. მერე ჯაზი, „ვჭედავდი“, ისე მიყვარდა და მუღამი მქონდა, მესწავლა. ძალიან მიყვარდა „გუბნაია გარმოშკა“, მომაწოდა ბლუზში მისი ჟღერადობა და ეგრევე „დავამუღამე“. მერე „კლავიშზეც“ დავუკარი და ისიც გამომივიდა. გიტარაზე თუ უკრავ, „ბასზეც“ დაუკრავ. ახლახან ჩემმა მეგობარმა მათხოვა „სოპრანო საქსაფონი“, მაგაზეც ვცდილობ, დავუკრა. სხვათა შორის, საკუთარი ინსტრუმენტი არასდროს მქონია. ფლეიტაც ბაბუაძემ მაჩუქა – ჩემი მეგობრის მამაა. იაპონიაში დირიჟორია. რამდენი წლისაც ვხდებოდი, რობერტი იმდენ დოლარს მჩუქნიდა. თან, მეუბნებოდა, ზური, რომ გახდები 25 წლის, 25 დოლარი უნდა გაჩუქო, ბევრიაო და თან, იცინოდა, ხუმრობდა. 25 თებერვალს, როცა 17 წლის გავხდი, რობერტმა დაბადების დღე გადამიხადა სტუდიაში. მისი სამეგობრო იყო და მე ხომ არ ვიციოდი, რას მაჩუქებდნენ და „შეყვანები“ ხდებოდა. ზაზა სახამბელიძე – ჩემი გიტარის მასწავლებელი, ძალიან კარგი ადამიანი, მეუბნება, შენ არ იცი, რა ბედნიერი კაცი ხარო. ვერ მივხვდი, რაზე მიმანიშნებდა. მერე რობერტი მეუბნება, მე შენთვის სიურპრიზი მაქვსო და ზაზას ჩამოატანინა გიტარა თავისი ჩასადებით – ამ დიდი ადამიანების წინაშე მაჩუქა. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. თან, ამ გიტარაზე უკრავდა – „75“, „ჯორჯია“.

– როდის გააკეთე შენი ბენდი?

– არ ვარ მომღერალი, მუსიკოსი ვარ. ჩემი მიმდინარეობა მაქვს, რომელსაც ჩემი ხმა ერგება, ბენდთან ერთად ვასრულებ და კარგი გამოდის. „ჯეოსტარში“ ჩარჩოებში ჩავჯექი. მეუბნებიან, თუ აქ ხარ, ასე უნდა გააკეთოო და მეც ვცდილობ. ბენდს „ფანქ ჰაუზ ბენდ“ დავარქვით, ღადაობა იყო. „ვერე-გარდენში“ ვუკრავდით. ჩემი მეგობარი – გიორგი ჭეხანი, სვანი, იცი, რა მაგარი კაცია? ძალიან ნიჭიერია. ვამაყობ, რომ ასეთი მუსიკოსები არსებობენ საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ჩანან. მე იმიტომ გამოვედი „ჯეოსტარში“, რომ ეს დიდი ტრამპლინია და მინდა, ჩემთან ერთად, ჩემი მეგობრები, ბენდი წინ წამოვწიო. კარგი რაღაცეები გავაკეთო, ეს მუღამი მაქვს.

– რატომ გქვია მაჩვი?

– პატარა ვიყავი და ყველას ასე მივმართავდი – ბიჭო, რა მაჩვურად იქცევი, შენ რა მაჩვი ხარ... ისე ხშირად ვხმარობდი ამ სიტყვას, რომ ბოლოს მე დამარქვეს და შემრჩა ზედმეტი სახელად. ვანდა დეიდას არ უყვარს, მაჩვს რომ მეძახიან.

– თამუნას, შენს მეუღლეს უყვარს?

– თამუნაც მაჩვს მეძახის.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

თამუნა: 14 წლის ვიყავი, ერთმანეთი რომ გავიცანით. მაშინ ზურა 17 წლის იყო.

ზურა: ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ერთად გავიზარდეთ – მე გავზარდე.

თამუნა: წელიწად-ნახევრის წინ დავქორწინდით.

ზურა: ახლა პატარა, ცხრა თვის ბიჭი მყავს. რობი დავარქვი, ჩემი მასწავლებლის პატივსაცემად, ძალიან მაგარი ბიჭია „რეკაშეტი“.

– ზურა როგორი მეუღლეა?

თამუნა: საინტერესო, მაგრამ რთული. უბრალოდ, სხვა ვერ გაუგებდა, ისეთი ტიპია. ყველაფერში გაგიგებს, ხასიათში მოგერგება, როგორც ქმარს, ისე არ ვუყურებ. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები ვართ. თავიდან არ ვმეგობრობდით, აი, რომ ვშორდებოდით და მერე ვრიგდებოდით, მაშინ დავმეგობრდით. ორივეს ცოტა რთული ხასიათი გვაქვს და ეს დაშორებები ორივეს მიზეზით ხდებოდა.

– ზურა, თამუნას შენ გამო უწევს რაღაცეების ატანა?

ზურა: მე ჩემებური ადამიანი ვარ. თამუნა ხანდახან ფლეიტაზე ეჭვიანობს, მუსიკაზე და კარგია ეს?

– როგორი მამაა?

თამუნა: ბავშვს ძალიან უყვარს. ამას რომ ხედავს, მერე აღარავინ აინტერესებს.

ზურა: დედიკო ამაზე ბრაზდება ხოლმე. მე რომ ვუკრავ, საქსაფონზე, ფლეიტაზე, ისიც მყვება, მღერის და უხარია. დილით როგორ მაღვიძებს?! სახეში – ბახ! და რაღაცას ჩამარტყამს, გაიღვიძეო.

– თამუნა, ზურა სახლში სხვანაირია?

თამუნა: არა, ისეთივეა, როგორიც გარეთ.

ზურა: ყველგან ერთნაირი ვარ, ჩემი შეცვლა არ არსებობს, ისეთი ვარ, როგორიც ვარ. კონსერვატორიაში გიჟი ვიყავი. სულ „ვადუღებდი“, ვუკრავდი. მუსიკა ის სფეროა, რის გარეშეც ვერ გავძლებ.

თამუნა: და თამუნას გარეშეც ვერ გაძლებს კიდევ.


скачать dle 11.3