კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენერგოჯალათები

ჰარმონიზებული უკუნი



მართალია, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუიცო სასამართლოში აპირებენ გასაჩივრებას, მაგრამ, რაკი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, პირველი დეკემბრიდან წყლისა და დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის გამო აბონენტებს ელექტროენერგია გაეთიშებათ (ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო „გადასახადების კორდინირებულად ამოღებას“ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს).

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ბ-ნი ჩალაგაშვილი (რომელსაც ფრიად მსუყე ხელფასი აქვს) გვარწმუნებს, რომ ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ კანონის სრული დაცვით განხორციელდა (ამ ლოგიკით, კანონში ურჩი აბონენტების ადგილზე დახვრეტა ხომ არ დაგვემატებინა?!). კერძოდ, საკუთარი ხელფასის სადარი დამაჯერებლობით გვიხსნის, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის შესახებ კნაონში“ ცვლილება შევიდა, სადაც განიმარტა, რომ კომისიას უნდა განესაზღვრა ადმინისტრატორი, რომელიც უზრუნველყოფდა გადასახადების ჰარმონიზაციას (ესე იგი, დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის გათიშვა „ჰარმონიზაცია“ ყოფილა?!), რომლის თანახმადაც: ადმინისტრატორებად განისაზღვრა „თელასი“ და „ენერგოპროჯორჯია.“ შესაბამისად, თუკი აბონენტი ქვითარში არსებულ რომელიმე დავალიანებას არ გადაიხდის, „თელასი“ და „ენერგოპროჯორჯია“ ენერგოჯალათის კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებენ და აბონენტს ჩააბნელებენ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ აბონენტი დავალიანებას არ გადაიხდის და, ბუნებრივია, ჩართვის ღირებულებაც აბონენტის გადასახდელი იქნება. მეტიც, „ყაზტრანსგაზის“ ქვითრები უკვე აუწყებენ აბონენტებს, რომ დავალიანების გადახდის ვადის სამჯერ გადაცილების შემთხვევაში, აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება (და ჩართვის ხარჯებიც დაეკისრება).

თუმცა, უკუნიზაციაა თუ ჰარმონიზაცია, აშკარაა, რომ მომხმარებელმა გადასახადები უნდა გადაიხადოს (რაც ახლა კანონით „ადმინისტრატორს“ დაევალა), ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ მოსახლეობის უმეტესობას საარსებო მინიმუმის ტოლფასი შემოსავალიც კი არ აქვს, ამის უზრუნველყოფა კი მთავრობის მოვალეობაა, წესით, ხელისუფლებასაც არ აწყენდა ერთი კარგი „ადმინისტრატორი“.


скачать dle 11.3