კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ერკვევიან საქართველოს მინისტრები ათწილადებში და რით ამტკიცებენ, რომ ქართული არ არის მათი სააზროვნო, ანუ მშობლიური ენა

ნერვის ანთება, რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოზი (დისკის თიაქარი) სახსრების დაავადებები (ანთება, მარილები), პოდაგრა, სქოლიოზი – აი, იმ დაავადებების არასრული სია, რომლებსაც ექიმი მანანა ალექსიშვილი უსწრაფესი ეფექტით მკურნალობს. მას მკურნალობის საკუთარი, უნიკალური მეთოდი აქვს, რომლითაც მინიმალურ ვადებში იღებს საოცარ შედეგს და უამრავ იმედგადაწურულ ავადმყოფს უბრუნებს სიცოცხლის ხალისს.



– ბიუჯეტის ანალიზი ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ამა თუ იმ რიცხვის შეფასებისას, ის აუცილებლად უნდა შეადარო რაღაცას. ასეთ დროს მახსენდება ხოლმე ჯანსუღ ჩარკვიანის გამონათქვამი: ორი ღერი თმა, თუ თავზეა, ძალიან ცოტაა, თუ ბორშჩშია, ძალიან ბევრიაო. ჩვენ, როდესაც 90-იან წლებში საბიუჯეტო კანონმდებლობას ვაკეთებდით, ვცდილობდით, რაც შეიძლება, მეტი საანალიზო მასალა ჰქონოდათ დეპუტატებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ. საერთოდ, მთავრობის საქმეა ანალიზის გაკეთება და მისი პარლამენტისა და მთლიანად საზოგადოებისთვის მიწოდება. სამწუხაროდ, ყოველწლიურად ანალიზი უფრო და უფრო ნაკლებია და, თუ გავითვალისწინებთ, რომ დეპუტატთა უმეტესობა არ არის ეკონომისტი, მათ, ბუნებრივია, გაუჭირდებათ დამოუკიდებლად გაანალიზება. ის მასალა კი, რომელიც პარლამენტს წარედგინება, ფაქტობრივად, არანაირ ანალიზს არ შეიცავს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიც ძალიან სცოდავს ამ კუთხით.

– მაინც?

– ბიუჯეტის პროექტს თან ახლავს დოკუმენტი „ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისთვის“, რომელშიც იგივე წერია, ანუ ის ზოგადი ფრაზები, რაც 2008-2011 წლების იმავე დასახელების დოკუმენტში ეწერა. ანუ „ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებში“ იგივეა, რაც სამი წლის წინათაც იყო და, დარწმუნებული ვარ, სამი წლის შემდეგაც იგივე იქნება. უნდა არსებობდეს რაღაც გეგმა, პროგრამა, ორიენტირი, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიდიოდეს მთავრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ უკვე რამდენიმე წელია, აღარ არსებობს.

– თუ მიზანი არ აქვს, მაშინ აქვს საერთოდ რამე ძალა ბიუჯეტს?

– როგორ არ აქვს, ის არის ქვეყნის მთავარი საფინანსო გეგმა: ხარჯის გაწევა შესაძლებელია მხოლოდ ბიუჯეტის ფარგლებში. თუ ვინმე ხარჯს ბიუჯეტის გარეშე გაწევს, ეს კანონდარღვევაა, მაგრამ მე არ მახსოვს, ვინმე დაესაჯოთ ამის გამო. თუმცა ჩვენ გვქონია პერიოდები, როდესაც ბიუჯეტი საერთოდ არ გვქონდა. მაგალითად, 1994 წელს ძალიან დიდი ინფლაციის გამო უარი ვთქვით წლიური ბიუჯეტის დამტკიცებაზე და მას ყოველკვარტალურად ვამტკიცებდით. შემდეგ თანდათანობით სიტუაცია დალაგდა. ბიუჯეტის კანონს უფრო მეტი სტატუსი მიეცა და ამან მოაწესრიგა გარკვეულად საბიუჯეტო პრობლემები, თუმცა ბოლო წლებში ანალიზი დაიკარგა.

– მაგრამ ბიუჯეტი გაიზარდა.

– ბიუჯეტი არის შემოსავლებისა და ხარჯვის გეგმა. ჩვენ, როდესაც 700 მილიონი გვქონდა, 700 მილიონს ვხარჯავდით, დღეს შვიდი მილიარდია და დაიხარჯება შვიდი მილიარდი. ანუ კანონის თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ შემოსავლები გაიზარდა.

– რამდენად რეალისტურია 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული შემოსავლები? ოპონენტები ხშირად საყვედურობენ მთავრობას, რომ შემოსავლები არარეალურადაა ნაანგარიშები.

– არ მგონია, ასეთი რამ იყოს, იმიტომ რომ უკანასკნელ წლებში ბიუჯეტის შემოსავლები სრულდება და, როგორც წესი, გადაჭარბებით. ზოგჯერ იმდენად გადაჭარბებით, რომ ვფიქრობთ, ცოტა საეჭვოდ იყო დაგეგმილი. თუმცა სხვა უცნაურობებიც გვხვდება: მაგალითად, 2010 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი არის 5,5 პროცენტი, 2011 წელს კი – 4,5 პროცენტი. დააკვირდით დინამიკას: 2007 წელს გვქონდა 12,3-პროცენტიანი ზრდა, 2008 წელს შემცირდა და გახდა 2,3. 2009 წელს კლება გვქონდა – 3,9 პროცენტი. 2010 წელს კი ზრდის ტემპი გვაქვს 5,5 პროცენტი, წელი ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ არ ვიცით, რა იქნება რეალურად, მაგრამ, რაც უნდა იყოს, რატომ მცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 2011 წელს 4,5 პროცენტამდე? ამის შესახებ დოკუმენტში არაფერი წერია. ბიუჯეტის კანონის პროექტი ადრე ქვეყნდებოდა, საბჭოთა დროსაც კი, რომ საზოგადოებას მისი გაცნობის საშუალება ჰქონოდა, დღეს კი ასეთი განხილვის პრაქტიკა აღარ არსებობს, ბიუჯეტის პროექტი მხოლოდ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მას ცოტა თუ ეცნობა რეალურად. თუ მცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი, ამას ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც ახსნა? შესაძლოა, ძალიან ლოგიკურიც, მაგრამ ეს არსადაა ახსნილი. უფრო მეტიც, გასულ კვირას პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩვენ ორ წელიწადში დავუბრუნდებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ორნიშნა რიცხვსო.

– ეს როგორ?

– ტერმინს დაუკვირდით: „ორნიშნა რიცხვს“. ეს ეკონომისტის ნათქვამია. ესე იგი, პრეზიდენტს ეს ვიღაც ეკონომისტმა დაუწერა და მისცა, მეორე მხრივ კი, იმავე ეკონომისტმა დაწერა ის, რომ 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა შემცირდება 4,5 პროცენტამდე, ასევე. 2014 წლის ჩათვლით „ორნიშნა რიცხვი“ ბიუჯეტის პროექტში არ არის. რომელია მართალი?! ან ეს არის ტყუილი, ან, არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება, მაგრამ პრეზიდენტი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა.

– ან თვითონ შეიყვანა ჟურნალისტი შეცდომაში.

– ამას თვითონ ვერ იტყოდა, ეს უთხრა ეკონომისტმა. ჟურნალისტებში, საერთოდ და არა მხოლოდ ჟურნალისტებში, მინისტრებშიც მოდებულია ის, რომ ნაცვლად, მაგალითად, „ოთხი მთელი ხუთი მეათედი პროცენტისა“, თქვან, „ოთხი მთელი ხუთი პროცენტი“.

– გასაგებია, ათწილადებში ვერ ერკვევიან.

– არა, ისინი ქართულად არ აზროვნებენ. ლადო პაპავას ვუთხარი ერთხელ, დაფიქრდა და მიპასუხა, ინგლისურიდან არის შემოსული, იქ არ არის მეათედებიო. მეტიც, ასე ისეთი მინისტრებიც კი ლაპარაკობენ, რომლებიც მათემატიკოსები არიან.

– რამდენია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა?

– ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ბოლო წლებში მუდმივად იზრდება და უკვე 4 000 დოლარზეცაა ასული. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია: ზოგან – 50 000 დოლარი, ზოგან – 20 000. ჩვენი მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, თუმცა ჩვენი და მათი ცხოვრების დონეების გათვალისწინებით, მაინც ვერ ვიტყვით, ისეთივე მაჩვენებელი რომ გვქონდეს ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენი და მათი ცხოვრების დონეები ერთმანეთს გაუტოლდებოდა. დღევანდელი მაჩვენებელი – 4 000 დოლარი ათი წლის წინათ კარგი მაჩვენებელი იქნებოდა, მაგრამ დღეს ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრების დონით ვინმეს დავეწიეთ. ასევე, ძალიან საინტერესო მაჩვენებელია ის, რომ საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ შემცირების ტენდენციით ხასიათდება. თუ 2008 წელს შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 28,3 პროცენტი იყო, 2014 წლისთვის ის მცირდება 25,5 პროცენტამდე. ასეთივე კლება გვაქვს ხარჯებში. დოკუმენტში ხარჯების შემცირება დადებით ელემენტადაა მიჩნეული და ზოგადად ეს სწორია. საერთოდ, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ხარჯების შემცირება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამცირებს თავის მმართველობის ხარჯებს. მაგრამ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ხელფასების და სოციალური ხარჯების წილი მცირდება, ეს მართებულად არ მიმაჩნია.

– ბიუჯეტში რეალურად როგორ გამოიხატება დეკლარირებული განცხადება, რომ შემცირდა სახელმწიფო აპარატზე გაწეული ხარჯები?

– თქვენ იხმარეთ ეკონომიკური ტერმინი „რეალური“. ნომინალური და რეალური ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ შესაძლოა, რაღაც თანხა ნომინალში არ შემცირებულა, მაგრამ რეალურად შემცირებულია. მაგალითად, ჩვენ ნომინალში არ ვამცირებთ პენსიებისა და ხელფასების ოდენობას, ოღონდ არც ვზრდით. მაგრამ ინფლაცია? როდესაც ხელფასებსა და პენსიებში არ არის გათვალისწინებული ინფლაცია, ესე იგი, ხელფასები და პენსიები მცირდება. ამიტომ, როდესაც მონაცემებს ვადარებთ, რეალური მონაცემები უნდა შევადაროთ და არა ნომინალური. ანუ ერთია, რომ ხელფასები და პენსიები არ იზრდება და მეორე, რომ ისინი რეალურად მცირდება. პრიორიტეტში რა უწერიათ, იცით? პენსიების ზრდა კი არა, არამედ პენსიების დროულად გაცემა. და აი, ეს არის მთავრობის ერთადერთი პრიორიტეტი პენსიებთან დაკავშირებით. როდესაც ბიუჯეტის შესახებ კანონში წერ, რომ ყოველწლიურად გაქვს 6-7-პროცენტიანი ინფლაცია და ხელფასებს და პენსიებს არ ზრდი, ესე იგი, ყოველწლიურად ამცირებ ხელფასებს და პენსიებს და აუარესებ შენი მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

2011 წლის ბიუჯეტის პროექტს აქვს კიდევ ერთი უცნაურობა: საერთოდ, ეროვნული ბანკის მოგებიდან ყოველწლიურად მოგება ირიცხებოდა ბიუჯეტში. 2011 წელს კი, ეს მაჩვენებელი არის ნული.

– სად უნდა წასულიყო ეროვნული ბანკის მოგება?

– არ ვიცი, ბიუჯეტის შესახებ კანონში ეს არ წერია, თუმცა უნდა ეწეროს.

ძალიან ცუდია ისიც, რომ წლების განმავლობაში რეგიონებთან საბიუჯეტო ურთიერთობა მოუწესრიგებელი გვაქვს. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ ტრანსფერის მოცულობა რაღაც ობიექტური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრულიყო. არსებობს სამი სახის ტრანსფერი და მათ შორისაა გამოთანაბრებითი ტრანსფერი. გამოთანაბრებითი ტრანსფერის მიზანია, რომ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური დონე მეტ-ნაკლებად გათანაბრდეს. მაგრამ, როდესაც მხოლოდ სამი რეგიონი გაქვს ისეთი, რომელსაც ტრანსფერს არ აძლევ, რადგან თავისი შემოსავლები ყოფნის...

– რომელი რეგიონებია?

– ბორჯომის, ბოლნისისა და ხობის რაიონები. როდესაც დანარჩენი რეგიონები არა მხოლოდ შენს იმედზეა, არამედ შენ გარეშე ვერ იარსებებს და ყველას სჭირდება გამოთანაბრება, ეს ანომალიაა და არის ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკაში დაშვებული სერიოზული შეცდომის შედეგი. იმიტომ რომ, ადგილობრივ ბიუჯეტს რაღაც უნდა დაუტოვო. ჩვენ ახლა რეგიონები დავტოვეთ მხოლოდ ქონების გადასახადის ამარა. მეტი არანაირი შემოსავალი მათ ქვეყნის შემოსავლებიდან არ აქვთ. ადრე ჩვენც გვქონდა და დღესაც მსოფლიოში ასეთი პრაქტიკაა, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილი ადგილზე რჩებოდა. ზოგჯერ ას პროცენტსაც კი ვუტოვებდით რეგიონს, ახლა კი ყველაფერი წამოვიდა ცენტრში და საქართველოს ყველა რეგიონი დამოკიდებულია ტრანსფერზე. მართალია, არსებობს ტრანსფერის მოცულობის განმსაზღვრელი ობიექტური ფორმულა, მაგრამ მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რადგან, მაგალითად, მესტიის ან ყაზბეგის რაიონს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა თუ ტრადიციის გათვალისწინებით, სხვა შემოსავალი ვერ ექნება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ცუდია, როდესაც ბიუჯეტი ისე იგეგმება, რომ საქართველოს ყველა რაიონი ცენტრალურ ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

– ოპოზიცია აკრიტიკებს ფინანსთა სამინისტროს იმის გამო, რომ სარეზერვო ფონდების ოდენობა იზრდება 50-50 მილიონამდე, თუმცა წინა წლებში, როდესაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ატარებდა მონიტორინგს, 25-25 მილიონით განსაზღვრულ სარეზერვო ფონდებში მაინც ამაზე გაცილებით მეტს ხარჯავდნენ?

– ეს იყო კანონის დარღვევა, თუ იმაზე მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე ბიუჯეტით იყო განსაზღვრული.

– როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევებში იყო ნათქვამი: წლის ბოლომდე ცვლილება შეჰქონდათ ბიუჯეტში და „აპრავებდნენ“ წინასწარ ხარჯს.

– საქმე ის იყო, რომ ოფიციალურად თითქოს კანონი არ ირღვეოდა: დაიხარჯებოდა რაღაც თანხა და შემდეგ ეს თანხა მიეწერებოდა ცალკეულ სამინისტროებს, სარეზერვო ფონდებში კი, იგივე თანხა რჩებოდა. ანუ ეს იყო ირიბი გზით კანონის დარღვევა, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ: ბევრია თუ ცოტა 50-50 მილიონი? არ ვიცი, ეს ციფრიც რაღაცას უნდა შეადარო, ჯანსუღის ხუმრობის არ იყოს და, თუ საჭიროა სარეზერვო ფონდების ზრდა, მაშინ ვიღაცამ ეს უნდა აგვიხსნას და ბიუჯეტშიც უნდა ეწეროს, რატომ იზრდება ფონდების მოცულობა.

– თუ წინა წლების სარეზერვო ფონდების ხარჯვას გადავხედავთ, აშკარად უაზრო ხარჯებია.

– ასე დაიხარჯება, ალბათ, ეს 50-50 მილიონიც. უბრალოდ, სავარაუდოდ, დაინახეს, რომ გადაწერა-გადმოწერას აზრი არ აქვს და ამჯობინეს, პირდაპირ სარეზერვო ფონდებს დააწერონ ხარჯები, მით უმეტეს, რომ ეს თანხა: 50-50 მილიონი ჯდება სარეზერვო ფონდების ნორმატივში. სარეზერვო ფონდების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ორ პროცენტს. ხოლო, როდესაც შვიდმილიარდიანი ბიუჯეტი გაქვს, 100 მილიონზე მეტის დახარჯვაც შეგიძლია სარეზერვო ფონდებიდან. მართალია, ნორმატივში ჯდებიან, მაგრამ რატომ არავინ გვისაბუთებს, რატომ იზრდება სარეზერვო ფონდების მოცულობა?! ახლა კი გადავხედოთ ხარჯების სტრუქტურას: ბიუჯეტის ხარჯების თითქმის ნახევარი მიდის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე (ამაში შედის მმართველობის ხარჯები და საგარეო ვალების მომსახურებაც), თავდაცვასა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. მეორე ნახევარში კი ყველაფერი დანარჩენია. რიცხვებით რომ ვთქვათ ეს ყველაფერი: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე მიდის 26,6 პროცენტი, ანუ მილიარდ 751 მილიონ 800 ათასი ლარი. თავდაცვაზე – 9, 9 პროცენტი, ანუ 650 მილიონი; საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე – 11,9 პროცენტი, ანუ 782 მილიონ 800 ათასი ლარი. მაშინ, როდესაც განათლებაზე ვხარჯავთ 8, 3 პროცენტს, ანუ 550 მილიონ ლარს; დასვენებაზე, კულტურასა და რელიგიაზე – 1, 5 პროცენტს, ანუ 101 მილიონ 800 ათას ლარს; ჯანდაცვაზე – 5,8 პროცენტს, ანუ 385 მილიონ 400 ათას ლარს; სოციალურ დაცვაზე – 24,1 პროცენტს, ანუ მილიარდ 408 მილიონს; საბინაო კომუნალურ მეურნეობაზე – 2,2 პროცენტს, ანუ 145 მილიონ 500 ათასს; გარემოს დაცვაზე – 0,3 პროცენტს, ანუ 22 მილიონ 900 ათასს და ეკონომიკურ საქმიანობაზე 12,1 პროცენტს, ანუ 797 მილიონ 400 ათას ლარს, სოფლის მეურნეობაზე – 2,2 პროცენტს, ანუ 145 მილიონს. როდესაც 12-12 პროცენტი არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეც და ეკონომიკურ საქმიანობაზეც, ეს არ არის ნორმალური. თავდაცვის დაფინანსებას კიდევ გაიგებ, მაგრამ მაინც ბევრია, რადგან ჩვენ ეს მაჩვენებელი უნდა შევადაროთ სხვა ქვეყნების მაჩვენებელს. შესაძლოა, მთავრობამ გვითხრას, საომარ მოქმედებაში ვართო, მაგრამ არსებობს ისრაელის მაგალითი, რომელიც შენზე უფრო დიდი ხანია, საომარ მდგომარეობაში იმყოფება. საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხარჯები გაშიფრულია დეტალურად. კერძოდ, ტერიტორიული ერთეულების დაფინანსებაზე მიდის თანხის ნახევარი, 912 მილიონი ლარი. სახელმწიფო ვალების მომსახურებაზე – 17, 9 პროცენტი, ანუ 314 მილიონ 17 ათასი ლარი; სარეზერვო ფონდებზე – 5,7 პროცენტი, ანუ 100 მილიონი, და სხვა ღონისძიებებზე – 20,8 პროცენტი, ანუ 365 მილიონი ლარი.


скачать dle 11.3