კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჯიმი, ჯიმი, ჯიმი“

ანუ „აჯა“ – ქართულად



ის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პრეზიდენტის ფავორიტია, ამ მარტივ ჭეშმარიტებას მთავრობის სხდომებისთვის თვალის ერთი შევლებაც მოწმობს (ყველაზე მეტს ქ-ნი ქობალია ლაპარაკობს და მერე რა, რომ დამტვრეული ქართულით?!). მოგეხსენებათ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არა მხოლოდ ტურისტების, ინვესტორების მოზიდვითაც ინტენსიურადაა დაკავებული (მერე რა, რომ ჯერჯერობით რეალურად მოზიდული არც ერთი გვინახავს და არც – მეორე?!). სწორედ ამ მიზნით მინისტრმა ინდოეთი მოიარა. ჩვენებურები პოპულარულ ინდურ საპროდიუსერო კომპანიებს დაკავშირებიან და ფილმის საქართველოში გადაღება შეუთავაზებიათ: ოფიციალური ინფორმაციით, ამ შეთავაზების მიზეზი ის იყო, რომ „ბოლივუდი“ დაინტერესებულია ფილმების უცხოეთში გადაღებით; არაოფიციალურად კი, მიზეზი ისაა, რომ საქართველოში გადაღება იაფი ჯდება. მეტიც, პოპულარულ ინდურ საპროდიუსერო კომპანიებს არა მხოლოდ დაკავშირებიან, არამედ ქ-ნი ქობალია ერთ-ერთ ინდოელ კინოვარსკვლავს, კერძოდ, ამირხანს სახლშიც სტუმრებია (ეტყობა, ინდური კინოსადმი თავისი მოწიწების დასტურად).

ერთი სიტყვით, „ბოლივუდის“ დელეგაცია საქართველოს ამ წლის ბოლოს ან იმ წლის დასაწყისში ეწვევა, რომ ადგილზე გაერკვეს შეთავაზების ავკარგიანობაში. მანამდე კი ქ-ნი ქობალია ასკვნის, რომ „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, ერთმა კომპანიამ თუ გადაწყვიტა ფილმის გადაღება, მას 1 000-კაციანი ჯგუფი ჩამოჰყვება. გადაღება თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ დასჭირდებათ კვების პროდუქტი, სასტუმროები“. რაც მთავარია, ქ-ნი მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოში „ბოლივუდის“ მიერ თუნდაც ერთი ფილმის გადაღების შემთხვევაში ინდოეთის მოსახლეობაში საქართველოსადმი ინტერესი გაიზრდება. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, რა თავში ვიხლით გაზრდილ ინტერესს?!

ხოლო, თუ, ერთი მხრივ, ქართული ეკონომიკის განვითარება-სიმდგრადე იმის იმედზეა, რამდენ საკვებს მიირთმევს ერთ ჭამაზე „ბოლივუდის“ 1 000-კაციანი დელეგაცია, მეორე მხრივ კი, სწორედ ამაზე ყოფილა დამოკიდებული საქართველოს პოპულარიზაციაც, ამ ლოგიკით, თუ ზედაც ქ-ნ ქობალიას „ბოლივუდურ“ ფილმში გადაიღებენ, დასახული მიზნები განა უფრო სწრაფად და ეფექტურად არ მიიღწევა?!


скачать dle 11.3