კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭნაწყენები და თვალგახარებულები

ანუ დიდი რეფორმატორები



მართალია, ეკონომიკური ზრდის უპირველესი შედეგი ისაა, რომ მან ქვეყანაში კეთილდღეობა უნდა მოიტანოს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, რომ სხვადასხვა რეიტინგში საქართველოს ბიზნესგარემომ წამყვანი ადგილები დაიკავოს (შესაბამისად, თუ კუჭს არა, თვალს ხომ მაინც უხარია?!). გასულ კვირას გაირკვა, რომ სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისა და მსოფლიოში ბიზნესის რეგულაციის კუთხით საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა. ამ მონაცემს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს (სპეციალურ ანგარიშში: „ბიზნესის წარმოება 2011-ში“). ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის ყველაზე უკეთ შეძლო ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება. ამ ანგარიშის მიმართ, ბუნებრივია, ჩვენი ფინანსთა მინისტრი გულგრილი ვერ დარჩებოდა, არც დარჩა და ამაყადაც განაცხადა: „ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული რეფორმების შედეგად საქართველომ ყველაზე მეტად ბიზნეს-გარემო გააუმჯობესა, ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კი ინვესტორთა დაცვის კუთხით გვაქვს .“ „ინვესტორთა დაცვის კუთხით გაუმჯობესებაში“ „საქართველოს შრომის კოდექსიც“ იგულისხმება, რის მიხედვითაც დამქირავებელს ლამის მონათმფლობელის უფლებები აქვს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ინვესტორთა უმეტესობა უცხოელია, ბეჩავი დაქირავებულები კი – ჩვენი თანამემამულეები, ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუკი კეთილდღეობა თვალში საცემი არ არის, დაქირავებულები, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა (თუ გაუმართლა და დასაქმდა) კი მონის უფლებებით სარგებლობს, რა თავში ვიხლით ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, რომელშიც მხოლოდ უცხოელი ინვესტორია დაცული?!

ამის მიუხედავადაც, ბ-ნი ბაინდურაშვილი იმედოვნებს, რომ „განხორციელებული რეფორმების კვალობაზე, საქართველო მომავალ წელს კიდევ უფრო დაწინაურდება“. თუ გავიხსენებთ, რომ საქართველო რეფორმატორ ქვეყანათა შორის ისედაც პირველ ადგილზეა, რთული სათქმელია, კიდევ სად აპირებს ბ-ნი მინისტრი დაწინაურებას?!


скачать dle 11.3