კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

სარკოზი, მერკელი და ბერლუსკონი ფოსტით ასაფეთქებლებს იღებენ



საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების – ნიკოლა სარკოზის, ანგელა მერკელისა და სილვიო ბერლუსკონის სახელზე უცნობი ტერორისტების მიერ ფოსტით გადმოგზავნილ ამანათებში შავი ფერის ნივთიერება და ასაფეთქებელი მექანიზმები აღმოაჩინეს. ბერლუსკონისთვის განკუთვნილი ამანათი, ჯერ კიდევ თვითმფრინავში მიიჩნიეს საეჭვოდ და ბოლონიის აეროპორტში დაშვების შემდეგ, ამანათის შემოწმებისთანავე, მისი აფეთქება გადაწყდა. ზუსტად ისეთივე ამანათები და შიგთავსი სარკოზისა და მერკელის სახელზეც იყო გაგზავნილი და ყველა შემთხვევაში გამომგზავნად საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტრო ფიგურირებდა. ამასთან დაკავშირებით, ბერძნულმა მხარემ დროებით შეწყვიტა საფოსტო გზავნილების საჰაერო გადატანა და მიმდინარეობს ამ საკითხზე მოკვლევა.

ტანზანიაში ალბინოსმა სადეპუტატო მანდატი მიიღო

ტანზანიაში, ისტორიაში პირველად, ალბინოსმა სალუმ ჰალფანი ბარვანმა, ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამენტის დეპუტატის მანდატი მიიღო. ეს ფაქტი იმით არის აღსანიშნავი, რომ ტანზანიაში ალბინოსების დევნა და რიტუალური მკვლელობა ცხოვრების ნორმად ითვლება, რადგან, ხალხური გადმოცემით, ალბინოსის კანის, ხორცეულისა და ძვლებისგან ამზადებენ სამკურნალო პრეპარატებსა და ამულეტებს. მხოლოდ გასულ წელს, ტანზანიაში ათამდე ალბინოსი ოფიციალურად დაკარგულად ითვლება.

ესპანეთის პრემიერი

საკუთარ ვილას ყიდის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, ხოსე-ლუის როდრიგეს საპატერომ, საკუთარი ფეშენებელური ვილა, რომელიც ალმერიას პროვინციაში მდებარეობს, გასაყიდად გაიტანა. გასაყიდი ობიექტი, რომლის მიწის ფართობი 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მსოფლიოში განთქმული ნუდისტური პლაჟის – მირადორ-დე-ლა-ვერას მეზობლად მდებარეობს. საპატერომ ვილა 2007 წელს 440 ათას ევროდ შეიძინა, თუმცა ამჯერად გასაყიდი ფასი 400 ათასი ევროა. პრემიერმა არაერთხელ სცადა ვილის გაქირავება, მაგრამ დაქირავების მსურველები ვერ მონახა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები კომპიუტერული თამაშის გმირები ხდებიან

კომპიუტერულ გეიმერებს შორის, პოპულარული თამაშის – „ქოლ ოფ დიუთის“ ახალ ვერსიაში, მთავარი მოქმედი პირები ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტები: ჯონ კენედი და რიჩარდ ნიქსონი გახდნენ. თამაშის სიუჟეტის მიხედვით, პრეზიდენტებს ზომბებისაგან შემდგარი არმიის მოგერიება მოუწევთ, რომელიც თავს დაესხმება თეთრ სახლს. საინტერესოა, რომ პრეზიდენტებთან ერთად თამაშში ფიდელ კასტროს პერსონაჟიც ფიგურირებს, რომელიც ასევე, ზომბებს ებრძვის. „ქოლ ოფ დიუთის“ ეს ვერსია 2010 წლის 9 ნოემბერს გავა გაყიდვაში.

ობამას ქოქოსებისგან იცავენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინდოეთში ვიზიტის დროს, მუმბაის განდის მუზეუმთან ახლოს მდებარე პალმის ხეებიდან სასწრაფო წესით ჩამოყარეს ქოქოსის ნაყოფები, რადგან ქალაქის მთავრობამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ქოქოსები ხშირად თავზე ეცემა გამვლელებს, მუზეუმის დათვალიერების დროს კი შესაძლოა, ქოქოსის „მსხვერპლი“ ბარაკ ობამა გამხდარიყო. მუზეუმის ადმინისტრაციის თქმით, ქოქოსები დიდი ხანია, საფრთხეს უქმნიან მუზეუმის სტუმრებს, თუმცა, პალმების მოჭრა არ იგეგმება, რადგან ამ მუზეუმში ხშირად ატარებდა დროს მაჰათმა განდი.

ვლადიმირ პუტინის სიმამრობა გადაიდო

კორეულ გამოცემა „ჩოსუნ ილბოს“ ცნობით, კორეელი იუნ იონგ გუ ჯერჯერობით არ გეგმავს დაქორწინებას ვლადიმირ პუტინის ქალიშვილზე, კატიაზე, რომელსაც ათი წელია იცნობს. იუნის სიტყვებით, იგი ჯერ ახალგაზრდაა ოჯახის შესაქმნელად, თუმცა, სასიყვარულო კავშირს კატია პუტინასთან არ უარყოფს. იუნის მამა მოსკოვში, კორეის საელჩოში სამხედრო ატაშედ მუშაობდა და იუნი სწავლის კურსს მოსკოვის საერთაშორისო სკოლაში გადიოდა, სადაც ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო კატია პუტინა. გაზეთის მტკიცებით, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი პირადად შეხვდა იუნს და სთხოვა, რომ მას არ გაეხმაურებინა თავისი და კატიას პირადი ცხოვრება.


скачать dle 11.3