კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აბრამოვიჩი ლაზერით შეიარაღდა



რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა იპოვა თავისი ცხოვრების დასაცავი მეთოდი. თავის გიგანტურ იახტაზე ბიზნესმენმა პაპარაცებისგან თავის დაცვის სპეციალური სისტემა დააყენა.

აბრამოვიჩის მეგა-იახტის ფირზე აღბეჭდვა, რომელზეც დიდი ხანია, ნადირობენ ფოტოგრაფები, ახლა უკვე შეუძლებელი იქნება. როგორც ცნობილი გახდა, ხომალდი აღჭურვილია პაპარაცებისგან თავის დასაცავი ლაზერის ფარით. სისტემას თანამედროვე კამერების სინათლის მგრძნობიარე ელემენტების მუშაობის დაფიქსირება შეუძლია. ამ შემთხვევაში ფოტოაპარატის მიმართულებით გაუშვებენ ლაზერის სხივს, რომელიც მომენტალურად აფუჭებს კადრს.

პაპარაცებს ძველებური კამერებით ჯერ კიდევ აქვთ შანსი, გადაიღონ სასურველი სურათები. ძველ ფოტოაპარატებს, სისტემა, უბრალოდ, ვერ დაინახავს. თუმცა აბრამოვიჩის მრავალრიცხოვან დამცველებს ეს არ აღელვებთ, რადგან უხარისხო ფოტოები თავად პაპარაცებსაც არაფერში არგიათ.

რუსი მილიარდერის ახალი იახტის შესახებ უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. მაგალითად, მრავალი პოპულარული საინფორმაციო წყარო იტყობინებოდა, რომ ხომალდის ცხრა გემბანზე არის ორი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი ანგარებით, ოთხი მოტორიანი ნავი, ათი ჰიდროციკლი, კატერი და წყალქვეშა ნავი 12 პერსონაზე. თუმცა ეს ინფორმაცია პატრონს ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია. სინამდვილეში ცნობილია ერთი: იახტამ, რომლის სახელწოდებაა „დაბნელება“, ნამდვილად დაჩრდილა აქამდე აგებული ყველა სხვა იახტა – მისი სიგრძე თითქმის 170 მეტრია. ეს ყველაზე დიდი იახტაა მსოფლიოში. სხვადასხვა ვერსიით, გიგანტური იახტის აგება აბრამოვიჩს 300-დან 700 მილიონ დოლარამდე დაუჯდა.


скачать dle 11.3