კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“შაქარივით დავტკბები“

ჯავრამოსაყრელები



მთლად ისეც არა, „ამ დღეს ველოდი, მოვესწარო“, მაგრამ, თითქმის მსგავსი პათოსით, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ საბოლოოდ გადაწყდა თეირანთან პირდაპირი და უვიზო მიმოსვლის საკითხი. შესაბამისად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დაგვიმალა, რომ ამ ინიციატივით ფრიად კმაყოფილიცაა და მომავალსაც იმედიანად უყურებს. მეტიც, ბრძანა, როგორც იქნა, აღდგება ჩვენი ისტორიულად თბილი ურთიერთობაო (სამწუხაროდ, ბატონ მინისტრს არ განუმარტავს, რომელ ეპიზოდს გულისხმობდა „ისტორიულად თბილ ურთიერთობაში“).

ასეა თუ ისე, ირან-საქართველოს დაახლოების პროცესი ისეთი ინტენსიურია, რომ მას მხოლოდ ქართულ-თურქულ ურთიერთობებს თუ შევადარებთ. თუმცა, სავარაუდოდ, ძაღლის თავი მხოლოდ „ისტორიულად თბილი ურთიერთობის აღდგენაში“ არ უნდა იყოს დამარხული, რადგან, როგორც გვაუწყეს, ირანიდან ყოველწლიურად შვიდი მილიონი ტურისტი მიდის დასასვენებლად. შესაბამისად, არც ისაა გამორიცხული, ჩვენი მთავრობა თეირანთან პირდაპირი მიმოსვლის აღდგენის შემდეგ ერთი-ორი მილიონი ირანელი ტურისტის აჭარაში ჩამოტყუებას ელოდეს.

მეორე მხრივ, ანუ იმის პარალელურად, რომ ირანი და საქართველო „შაქარივით დავტკბებიო“, ირანის პრეზიდენტი რფ-ის ხელისუფლებას აკრიტიკებს, რადგან ამ უკანასკნელს ირანისთვის „C-300“ ტიპის რაკეტების მიწოდებაზე უარი განუცხადებია. „რუსეთმა ირანი ჩვენს მტრებზე გაყიდა, როდესაც ცალმხრივად შეცვალა შეთანხმება, რაშიც ჩვენ უკვე გადახდილი გვქონდა ფული“, – ბრძანებს ირანის პრეზიდენტი. მეტიც, ეს უკანასკნელი ასკვნის, რომ „ეს ადამიანები (იგულისხმება რფ-ის ხელისუფლება) სატანის ზეწოლის ქვეშ მოქმედებენ“. ადვილად მისახვედრია, რომ „სატანაში“ ბ-ნი ახმადინეჯადი ჩვენს სულზე უტკბეს სტრატეგიულ პარტნიორს გულისხმობს. აქედან გამომდინარე კი, არც ისაა გამორიცხული, ირანელმა ტურისტებმა არა მხოლოდ დაისვენონ აჭარის სანაპიროზე, არამედ გულის გადასაყოლებლად ჩვენზე „სატანის“ ჯავრიც იყარონ და ვითომ არ ვიქნებით ღირსი?!


скачать dle 11.3