კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როსა და სივრცეში აცდენილები

რამდენჯერ გსმენიათ ფრაზა – მამაკაცები პლანეტა მარსის შვილები არიან, ქალები კი – ვენერასიო. ყოველ შემთხვევაში, რაღაც მსგავსი ხომ გაგიგიათ?! ფსიქოლოგებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ორი სქესი განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს და ცხოვრებას დიამეტრულად საპირისპირო პოზიციიდან უყურებს. ქალსა და კაცს პრინციპებიც სხვადასხვანაირი აქვთ, ემოციებსა და გრძნობებსაც განსხვავებულად გამოვხატავთ და, ბუნებრივია, სხვადასხვანაირადაც ვაზროვნებთ. ამიტომ, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: განა შეიძლება, ორ ასე განსხვავებულ არსებას ერთნაირად უყვარდეს?! – არა! ქალის სიყვარული მამაკაცის სიყვარულისგან განსხვავდება.

რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, ქალი პლანეტის მამოძრავებელი ღერძი და ძალააო, საკმარისია, მას შეუყვარდეს, მაშინვე უღალატებს თავის პრინციპებს, ყველაზე შეუპოვარი ქალბატონიც კი, როცა მას მოულოდნელად სიყვარული ეწვევა, უმეტეს შემთხვევაში, სუსტი, ემოციურად გაუწონასწორებელი და დაბნეული ხდება. ბევრს იფიქრებს, პირველად თვითონ დაურეკოს თუ არა; ინერვიულებს, როცა მესიჯზე პასუხი დააგვიანებს და მთელ თავის საახლობლოს ჰკითხავს რჩევას მაშინაც კი, როცა დარწმუნებულია, რომ სწორად იქცევა. როგორი ვაჟკაცური და ძლიერიც უნდა იყოს ქალი, გრძნობის წინაშე სუსტი და დაუცველია. რაღა თქმა უნდა, თუკი არ თამაშობს და ნამდვილად უყვარს.

მამაკაცის შემთხვევაში, სხვაობა აშკარაა: სიყვარული მათ ძალას და ენთუზიაზმს ჰმატებს. უფრო ჯიუტები, შემტევები და აქტიურები ხდებიან. ყოველ შემთხვევაში, ეს ასე უნდა იყოს. ქალს თითქოს დათმობა უხდება და მიდის კიდეც ამაზე (ზოგჯერ სრულიად გაუმართლებლად). მამაკაცი კი ცდილობს, „შტურმით“ აიღოს ციხესიმაგრე. იქნებ არ შეგინიშნავთ, მაგრამ, დადგენილია, რომ შეყვარებულ ქალსა და მამაკაცს ხმაც კი ეცვლებათ, თუმცა, სხვადასხვანაირად: ქალის ხმა მჟღერია და ცოტათი ბავშვურ ელფერსაც იძენს. მამაკაცისა კი ერთი ტონით „მძიმდება“, ბუბუნა და ხრინწიანი ხდება. მამაკაცისთვის თუნდაც ის ძალიან მშვიდი და მორიდებული იყოს, მნიშვნელოვანია, თავი დამპყრობლად იგრძნოს. ქალბატონებო, მიეცით თქვენს რჩეულის ამის შანსი, რათა მთელი ცხოვრება დროსა და სივრცეში აცდენილებმა არ იაროთ!


скачать dle 11.3