კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი გრძნობა

ვიღაცეებისთვის თვალის ერთი შევლებით ყველაფერი ნათელი ხდება: „ჩვენ ერთმანეთის ხელები გვეჭირა და უცებ მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი!“ დავუჯეროთ მათ თუ არ დავუჯეროთ – ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტია, მით უმეტეს, თუ თავად ამის გასარკვევად წლები გვჭირდება. არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც გრძნობა მხოლოდ მაშინ ხდება ხილული, როდესაც მას კარგავენ. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალური. ჭეშმარიტი სიყვარული მართლა შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდხანს. მართალია, ის ისეთი აღარ იქნება, როგორც პირველ ეტაპზე, მაგრამ თავისი ხიბლი ნებისმიერ შემთხვევაში ექნება. ზოგს მიაჩნია, რომ მონოგამია არ არის ნორმა. ის ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს. მიუხედავად ამისა, გრძნობის შენარჩუნება მაინც არ არის შეუძლებელი, თუმცა, გარკვეული ძალისხმევა ნამდვილად სჭირდება. ადამიანები ისე ეჩვევიან ერთმანეთს, რომ ურთიერთობას სიმძაფრე აკლდება, სიყვარულის ჰორმონებიც აღარ გამოიყოფა დიდი რაოდენობით, მაგრამ, ამ პრობლემასაც აქვს საშველი. ამბობენ, რომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ჩხუბიც ვერაფერს აკლებს, პირიქით, ხშირად უფრო აახლებს და აძლიერებს ლტოლვას. თუმცა, ჩხუბი გრძნობის გარეშე – ნამდვილი კატასტროფაა. ჭეშმარიტ გრძნობას ყოველთვის ახასიათებს ემოციების, განწყობის რეგულაცია და სიმშვიდის განცდა.

ჩნდება ერთგვარი დამოკიდებულება – ამ სიტყვის კარგი გაგებით.

„მე შენ გვერდით თავს კარგად ვგრძნობ“, – ამ სიტყვების წარმოთქმა აუცილებელი არ არის, ის ისედაც კოდირებულია წყვილის გონებაში. რა თქმა უნდა, გრძნობა ამ ეტაპზე ვერ იქნება თანაბარი და ეს არც არის აუცილებელი, რადგან ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რომელს მეტად აქვს დამოკიდებულობის განცდა. კრიზისული პერიოდები ჭეშმარიტი გრძნობისთვისაც არ არის უცხო. ყველაზე იდეალური წყვილებიც კი დგებიან ამ რეალობის წინაშე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი კავშირი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ფაქტებით დასტურდება, რომ კრიზისგადატანილი წყვილები კიდევ უფრო მტკიცედ უკავშირდებიან ერთმანეთს, უჩნდებათ ახალი მიზნები და კიდევ რამდენიმე წელი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ.


скачать dle 11.3