კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკვე საშიშია...

არსებობენ ქალები, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერაფრით პოულობენ ცხოვრების თანამგზავრს. მამაკაცები მათ გვერდს უვლიან და, ერთი შეხედვით, სრულიად გაუგებარია, რატომ. ამ ქალებს ხომ ყველაფერი აქვთ: გარეგნობა, საზოგადოებაში ადგილი, კარგი სამსახური, განათლება, ოჯახი... მაშინ, რაშია საქმე?! პრობლემა კი, სწორედ ეს ღირსებებია. ანუ, ამ ქალებს „ხუთოსნის სინდრომი“ უშლით ხელს, რომ პარტნიორი იპოვონ. არსებობს სამი პირობა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქალი მარტო დარჩენის საშიშროების წინაშე რეალურად დგება.

* ეს ხდება მაშინ, როცა საკუთარ თავს მაქსიმალურ მოთხოვნებს უყენებთ, თანაც, ტყავში ძვრებით, რათა ეს მოთხოვნები დაიკმაყოფილოთ. ამ დროს დიდია იმის რისკიც, რომ სერიოზული ნერვული სტრესიც მიიღოთ.

* მეორე პირობა: მარტოდ დარჩენის საფრთხე რეალურია, როცა მაქსიმალურ მოთხოვნებს უყენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენ გარშემო არიან – ამ შემთხვევაში, შეიძლება, ისინი მიიყვანოთ სტრესამდე. მოთხოვნები არ უნდა დაემსგავსოს პრეტენზიებს. გახსოვდეთ: ურთიერთობა, რომელიც კატეგორიულობაზეა დამყარებული, თავიდანვე განწირულია.

* ყველას ვერ ეყვარებით, ეს წარმოუდგენელია, არათუ შეუძლებელი. როგორი კეთილი, დიდსულოვანი, დამთმობი და მიმტევებელიც უნდა იყოთ და როგორ გულმოდგინედაც უნდა ეცადოთ, ყველასთვის სასურველი და საყვარელი ვერასოდეს იქნებით. კიდევ უარესი: ძალიან ბევრს ისე გააღიზიანებთ ამით, შეიძლება მტრადაც გადაიკიდოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს – რისთვის გჭირდებათ „იდეალურის“ იმიჯი? ნუ დაივიწყებთ ადამიანებს ჩვეულებრივი თანამოძმეები უფრო უყვართ. ნუ დააფრთხობთ მამაკაცებს ამ თქვენი ნაძალადევი იდეალურობით.


скачать dle 11.3