კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბოლომდე გაუგებარი

ვერასდროს ვერავინ ჩასწვდება ბოლომდე სიყვარულის არსს. ვერავინ ვერასდროს გაიგებს, რა არის სიყვარული, მაგრამ ერთში ყველანი ვთანხმდებით – ის ყველაზე დიდი სასწაული და ყველაზე ამოუცნობი საიდუმლოა კაცთა მოდგმისა, საიდუმლო, რომელიც თითქოს ყველა ჩვენგანისთვის ხელშესახებია, მაგრამ მაინც მიუწვდომელი.

როგორ ვიპოვოთ იდეალური პარტნიორი, თუკი სიყვარულის არსს ვერ ჩავწვდომივართ? ეს ბნელ ოთახში ხელის ცეცებით სიარულს ჰგავს და, ადვილი შესაძლებელია, კისერიც მოიტეხოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩალურჯებას მაინც ვერაფრით დააღწევთ თავს. მაგრამ, მაინც უნდა იაროთ ბნელ ოთახში ხელების ცეცებით. სხვანაირად, ბედნიერებას ვერასოდეს იპოვით. ჯანდაბას! ჩალურჯებაც გაივლის და მისგან მიყენებული ტკივილიც, მაგრამ იმას, რომ სიყვარულზე უარი თქვით, ვერასოდეს აპატიებთ საკუთარ თავს.

ხშირად ხდება – შემთხვევით და რამდენიმე წუთით შეხვედრილი ადამიანები აღარასოდეს შორდებიან ერთმანეთს... ეს არ არის შემთხვევითობა, მაგრამ, ბოლომდე გაუგებრად რჩება, რა ხდება იმ დროს, როცა ორივე გრძნობს რაღაც განსაკუთრებულს... მერე უკვე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ... უცნაურობა სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა. მათი განსაკუთრებულობა და იდუმალებაც ისაა, რომ ვერავინ გეტყვით, რატომ ურიგდებიან ერთმანეთს ერთხელ უკვე სკანდალით დაშორებული წყვილები, რატომ იწყებენ ხელახლა ყველაფერს თავიდან და რატომ არიან უსაზღვროდ ბედნიერები... ან, რა აიძულებს ოცი წლის ჰარმონიული კავშირის შემდეგ ცოლ-ქმარს, ერთმანეთს დაშორდნენ და ცალ-ცალკე ეძებონ ბედნიერება. ერთი სიტყვით, ბევრი რამ არის ბოლომდე გაურკვეველი. ვერავინ ვერაფერში დაგეხმარებათ, მაგრამ, ეს სულაც არ არის მიზეზი, უარი თქვათ უფლის ყველაზე დიდ საჩუქარზე – სიყვარულზე!


скачать dle 11.3