კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში მძაფრდება ცხოველებში „ლინკის“ პერიოდი შემოდგომაზე და როგორ დავიცვათ ძაღლი კანის გამოშრობისა და ბეწვის დაზიანებისგან

შემოდგომის დადგომასა და ტემპერატურის კლებასთან ერთად, ცხოველებში თავს სხვადასხვა პრობლემა იჩენს. იმისთვის, რომ ყოველივე ეს ძაღლებს თავიდან ავაცილოთ, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც ეზოს პირობებში ცხოვრობენ, აუცილებელია, რამდენიმე დეტალი ვიცოდეთ. როგორ გამოვკვებოთ ძაღლი, რა დანამატები უნდა მიიღოს და როგორ მოვუაროთ მის ბეწვს ამ პერიოდისთვის, ამ და სხვა დეტალების შესახებ, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი უფრო დაწვრილებით გიამბობთ.







ზაქრო ბაჯიაშვილი: ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით, იკლებს ტემპერატურაც, რაც თავის მხრივ, აისახება ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზეც. შემოდგომაზე იცვლება მოთხოვლინება საკვებზეც, ენერგია მეტი იხარჯება. ამიტომ, საჭიროა, ძაღლის კვების რაციონის შეცვლა.

– კვების რაციონის შეცვლა ყველა ცხოველისთვის ერთნაირადაა საჭირო, თუ მათ შორის განსხვავებაა?

– კვების რაციონის შეცვლა განსაკუთრებით იმ ცხოველებისთვისაა საჭირო, რომლებიც ეზოს პირობებში იმყოფებიან.

– რატომ?

– ეზოში მყოფი ძაღლები გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავენ.

– როგორ უნდა შეიცვალოს რაციონი?

– რაციონის შეცვლა გულისხმობს მისი ენერგეტიკული ღირებულების მომატებას, ანუ ყუათიანობის გაზრდას. ეს კი აისახება მასში შემავალი ინგრედიენტების გამრავალფეროვნებით და ხარისხიანობით.

– თუ არის სასურველი, ცხოველს დამატებით ვიტამინებიც მივცეთ?

– ამ პერიოდისთვის მართლაც სასურველია, ვიტამინებისა და მინერალების მიცემა. მაგალითად, მულტივიტამინებისა და მინერალების კომპლექსის სახით. ეს კი, უზრუნველყოფს იმუნიტეტის და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პერიოდისთვის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დამახასიათებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ამ პერიოდში ასევე, გახშირებულია ბეწვის ცვენა, რაც დაკავშირებულია შემოდგომის „ლინკის” პერიოდთან. ამიტომ, ვიტამინების მიცემა ამ პერიოდში აუცილებელია, რადგან ის აღნიშნული პრობლემების შემცირებას და ბეწვის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

„ლინკის“ პერიოდი ასევე დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა პირობებში ცხოვრობს ცხოველი. ანუ, ძაღლი, რომელიც ქუჩაშია და მასზე მზის სხივები და გარემო ტემპერატურის ცვალებადობა მოქმედებს, მისთვის აღნიშნული პერიოდი უფრო მალე მთავრდება, ვიდრე იმ ძაღლებისა, რომლებიც ოთახის პირობებში იმყოფებიან. ასევე მნიშვნელობა აქვს ჯიშს. მაგალითად, პუდელს შემოდგომაზე ბეწვის ხშირი ცვენა ნაკლებად აღენიშნება, ხოლო ლაბრადორსა და დალმატინელს ეს მთელი წლის განმავლობაში ახასიათებს.

– თუ არის სასურველი ამ პერიოდში ძაღლის გაკრეჭვა?

– შემოდგომის პერიოდში მნიშვნელოვანია ცხოველის ბეწვის მოვლა – შეჭრა, დავარცხნა, გამოპუტვა. მოუვლელი ბეწვით ცხოველი ადვილად ცივდება და ბეწვის ხარისხიც უარესდება. ასევე, არსებობს იმის საშიშროება, რომ კანის დაავადება განვითარდეს. შემოდგომის წვიმიანი და ნესტიანი პერიოდი ხელსაყრელია კანის დაავადების განვითარებისთვის. მაგალითად, როგორებიცაა: დერმატომიკოზები, დემოდეკოზი, სარკოპტოზი და ასე შემდეგ.

– რა სიმპტომებით ხასიათდება აღნიშნული დაავადებები?

– დერმატომიკოზების, დემოდეკოზისა და სარკოპტოზის დაავადებებისთვის დამახასიათებელია ბეწვის ცვენა და მტვრევა, კანზე მშრალი, უთმო ლაქების გაჩენა. გრძელბეწვიან ცხოველებში მიკოსპოროზი მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე. სიმპტომების გამოვლინების დროს აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ცხოველი ვეტერინართან, რომელიც კლინიკური ნიშნების, დაავადების ეპიზოტიური მონაცემების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

– რაც შეეხება ცხოველის დაბანას, რა სიხშირით უნდა მოხდეს ეს?

– დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სიხშირით და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლისა და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება, მაგრამ, ამ საშუალებებიდან უნდა შეირჩეს ისეთი, რომელიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობას და ბეწვის დაზიანებას. გახსოვდეთ და არასდროს დაივიწყოთ, რომ არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ადამიანის შამპუნის გამოყენება.

ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შემოდგომის პერიოდისთვის აუცილებელია, ოთხფეხა მეგობარი სრულფასოვანი და ვიტამინიზებული საკვებით უზრუნველყოთ. შეუქმნათ მოვლა-შენახვის ნორმალური პირობები და ასევე, იზრუნოთ ბეწვის სათანადოდ მოვლაზე. დავარცხნოთ სისტემატურად, დაბანოთ და შეჭრათ ბეწვი. თუ ყოველივეს გაითვალისწინებთ და სისტემატურად და კომპლექსურად იმოქმედებთ, ამით ხელს შეუწყობთ ჩვენი ცხოველების ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამ შემთხვევაში, ძაღლი ადვილად გადაიტანს წელიწადის ისეთ პრობლემურ პერიოდსაც კი, როგორიც შემოდგომაა.


скачать dle 11.3