გახდომის ახალი მეთოდი
თუ თქვენ ძალიან გინდათ გახდომა, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით, თუნდაც ერთი კვირით თქვათ უარი თქვენს საყვარელ კერძებზე, მოსინჯეთ გახდომის ახალი მეთოდი, რომელსაც შემოგთავაზებთ. A, B, C – ასე აღინიშნება საათობრივი ინტერვალი, რომლის მეშვეობითაც მთელ დღეს რამდენიმე ნაწილად დაყოფთ და შემდეგ, თქვენი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, დააზუსტებთ საკვების მიღების საათებს:
A – ადგომის დრო;
B – A პლუს 5 საათი (სადილობის მიახლოებითი დრო);
C – ძილის დრო, მინუს 6 საათი.
კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს X დრო (საათი), რომელიც დაძინებამდე 3 საათით ადრე დგება.
A-დან B-მდე: ესაა პირველი და მეორე საუზმის დრო – შეგიძლიათ, საშუალოდ დანაყრდეთ, თანაც, მიირთვათ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ.
B-დან C-მდე: სადილიც შეიძლება იყოს ნოყიერი, ოღონდ, ამ შემთხვევაში შეზღუდული იქნებით კერძების არჩევანში. უფრო ზუსტად კი, შეგიძლიათ, მიირთვათ ხორცი, ფრინველი, თევზი, ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი ან პარკოსნები, ოღონდ, არა რომელიმე ორი ან სამი პროდუქტი ერთად, არამედ თითოეული ცალ-ცალკე.
C-დან X-მდე: ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. კერძი უნდა შედგებოდეს დაბალკალორიული პროდუქტებისგან, რომელთა გლიკემიური ინდექსიც 50-ს ქვემოთ იქნება
X-დან დაძინებამდე: არაფერი ჭამოთ და დალიოთ წყლის გარდა. თუ ვერაფრით დათრგუნავთ შიმშილის შეგრძნებას, მოიმზადეთ მსუბუქი საუზმე წინა ჯგუფის პროდუქტებისგან.
დაძინებამდე ნახევარი საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული წყლის დალევაც. თუ გსურთ, რომ დილით სახე ან კიდურებშეშუპებულმა არ გაიღვიძოთ.
გთავაზობთ საკვები პროდუქტებისა და კერძების გლიკემიური ინდექსების ჩამონათვალს:
15 ერთეულს ქვემოთ: თეთრი კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბრიუსელური კომბოსტო, ისპანახი, მჟაუნა, კიტრი, ბოლოკი, თალგამი, პრასი, სატაცური, ხახვი, ბადრიჯანი, პატისონი, ბულგარული წიწაკა, სოკო, სალათის ფოთოლი.
15-29: ალუბალი, ბალი, მოცვი, ქლიავი, გრეიპფრუტი, შტოში, ლიმონი, პომიდორი, სოიის მარცვლები, სოიის პური, ქერი, გოგრის თესლი, არაქისი, კეფირი; უშაქრო, ნატურალური იოგურტი, მწარე შოკოლადი.
30-39: ცოცხალი ვაშლი, ვაშლის ჩირი, მსხალი; თეთრი, წითელი და შავი მოცხარი, კომში, ჟოლო, ატამი, გარგარი, ლეღვი, კურაგა (გარგარის ჩირი), ხმელი მუხუდო, ხმელი ლობიო, მწვანე ლობიო, პარკოსნები, უმი სტაფილო, უცხიმო (ხილიანი) იოგურტი, ოსპი, მოუხდელი რძე.
40-49: ყურძენი, მანდარინი, ფორთოხალი, გოგრა; მარწყვი, ხენდრო, ხურტკმელი, ხილის წვენები (უშაქრო), მაკარონი, ცეხვილი შავი პური, წიწიბურა, „ჰერკულესი“.
50-59: მანგო, კივი, მწვანე ბარდა, პელმენი, „ვარენიკები“, ხორციანი ღვეზელი, ტკბილი ხაჭო, ხორბლის რუხი პური, ფენოვანი და საფუვრიანი ცომეული, ყავისფერი ბრინჯი, „პეჩენია“, ბისკვიტი.
60-69: ბანანი, უმაღლესი ხარისხის ფქვილის მაკარონი, ჯემი, მურაბა, ნაყინი (ნაღების, შოკოლადის „პლომბირი“), მანანის ბურღული, მარმელადი.
70-79: საზამთრო, ანანასი, ქიშმიში, ჭარხალი, სიმინდის მარცვალი, მოხარშული კარტოფილი, თეთრი ბრინჯი, ბლინები, მიუსლი, შაქარი, ნამცხვარი.
80-89: მოშუშული და მოხარშული სტაფილო, სიმინდის ბურბუშელა და ხრაშუნა, ვაფლი, თაფლი, კარამელი, საწუწნი კანფეტები.
90-99: შემწვარი ან გამომცხვარი კარტოფილი, კარტოფილის პიურე, თეთრი პური, ნაზუქი.
100: გლუკოზა.