კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ასწავლა ხელფასის დათვლა სიკო ჭუმბურიძეს ცოლმა და რატომ უნდა მას, მთელი ცხოვრება თაფლობის თვე ჰქონდეს

„კომედი შოუს“ მსახიობმა სიკო ჭუმბურიძემ ახლახან მოიყვანა ცოლი, უკვე მამობისთვისაც ემზადება და, რომ იტყვიან, ოჯახს „ჩაუჯდა“. როგორც პირად საუბარში გაგვანდო, ის თავისი არჩევნით ძალიან კმაყოფილია, „მონადირებულის“ გვერდით თავს მშვიდად გრძნობს და ბედნიერია, რომ სამსახურიდან სახლში მისულს, საჭმელი თუ არა, ცოლის სითბო და სიყვარული მაინც ხვდება.





– პროფესიით ფინანსისტი ხარ. ალბათ, ახალ დაოჯახებულს, ხელფასის დათვლა და გადანაწილებაც არ გიჭირს, არა?

– მართალია, პროფესიით ფინანსისტი ვარ, მაგრამ ხელფასის დათვლა-გადანაწილებაში მაინც „ვჭედავ“. ახლახან დავოჯახდი, აგვისტოში მოვიყვანე ცოლი და ახლა უფრო მეტად გულდასმით ვითვლი ხელფასს, სანამ სახლში მივიტან (იცინის). ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ცოლის მოყვანის შემდეგ, სისულელეებში აღარ ვხარჯავ ფინანსებს, აღარც ვალი მედება და არც იმაზე ვფიქრობ, ფული ვისგან ვისესხო.

– ესე იგი, დიპლომი კი გქონდა, მაგრამ ცოლმა ფინანსური პრაქტიკის გაკვეთილები ჩაგიტარა?

– ასე გამოდის (იცინის). ადრე თუ იმას ვფიქრობდი, სად წავსულიყავი გასართობად, ცოლის მოყვანის შემდეგ აღარ დავპროწიალობ, მივდივარ სახლში და სრულ ჰარმონიასა და იდილიაში ვისვენებ საყვარელი ადამიანის გვერდით. არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს სულ სახლში ვსხედვართ მე და დიკა, მაგრამ, ძირითადად ოჯახური სიმყუდროვე გვიზიდავს.

– ამას ოჯახური სიმყუდროვე კი არა, თაფლობის თვე ჰქვია.

– ხო, მართალი ხარ და, გამოგიტყდები, მინდა, ეს თაფლობის თვე მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ცალკე ვცხოვრობთ და სულ იმას ვფიქრობთ, როგორ ვასიამოვნოთ ერთმანეთს. ისე, დამიჯერეთ, სანამ ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრებს შეყვარებული წყვილი, მანამდე ვერ შეიცნობს ერთმანეთს სრულფასოვნად. იცით რა აღმოჩენა გავაკეთე დიკასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებით?

– არ ვიცი. რა აღმოჩენა?

– რა და, ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ვიცოდი მისი ხასიათის თითქმის ყველა დეტალი – რა სწყინდა, რა უხაროდა, მაგრამ, ახლა ვხვდები, თურმე უფრო თბილი ყოფილა და ამას ადრე ვერ ვამჩნევდი. ახლა მისგან გაცილებით მეტი სითბო მოდის. სიყვარულმა უფრო კეთილშობილი გამხადა. და, კიდევ, იცით, რას დავაკვირდი? სამსახურიდან სახლში დაღლილი რომ მივდივარ, ხუმრობა აღარ „მოსულა“. მართალია, დიკო საწოლში მოტანილი ყავიანი „ფოდნოსებით“ არ მანებივრებს, მაგრამ საწოლში ყავა არ გამიგია, აი, ჩქმეტა წკმეტა – კი ბატონო, რამდენიც გინდა.

– რატომ, დიკოს შენს ხუმრობებზე არ ეცინება?

– ისეთი დაღლილი მივდივარ, რომ ისე გემრიელად ვეღარ გამომდის ხოლმე (იცინის). დავჯდები და სერიოზული სახით ვხუმრობ. ამაზე, შესაძლოა, ჩემს კოლეგებს გაეცინოთ, მაგრამ დიკოს არ ეცინება. მერე რა? ჩემი ცოლი იუმორისტი ხომ არ არის? არქიტექტორ-დიზაინერ-ურბანისტია პროფესიით და, თუ ჩემს ხუმრობაზე არ გაეცინა, გასაკვირია? სერიოზული „როჟით“ ხუმრობა მასთან არ „მოსულა“. ხანდახან, რაჭველივით, გვიან ხვდება ხოლმე ჩემი დაყენებული „როჟით“ ნათქვამ ხუმრობებს და ამაზე მე უფრო მეცინება. (იცინის). დიკომ იცის, რომ კატეგორიულობა არ მიყვარს და ვერც მაგიდაზე ხელის დარტყმას ავიტან – მე ასეთი პოლიტიკა მაქვს. მაგრამ, თუ საყვარელი ადამიანი რამეს მირჩევს და მივხვდები, რომ ჭკვიანურია, იმას აუცილებლად გავითვალისწინებ. ვიცი, თუ რჩევა მჭირდება, დიკო სისულელეს არ მირჩევს, ამიტომ რჩევებსაც ხშირად ვეკითხები. ასე რომ, მე ცოლისგან მუშტების ბრახუნს, მიწოლ-მოწოლასა და ჯიკავს ვერ ავიტან, ჩქმეტა-წკმეტა და ენის მოჩლექა კი „მოსულა“. (იცინის). მაგალითად, რომ მითხრათ, ეს შარვალი ჩაიცვიო, არ ჩავიცვამ, მაგრამ, თუ მეტყვით, ამ შარვალს ხომ არ ჩაიცვამო, აუცილებლად ჩავიცვამ. საერთოდ, როცა ქალმა იცის, როგორ მიუდგეს კაცს, იქ ქალური ეშმაკობაც გამართლებულია. ამას კაცები კი ვხვდებით, მაგრამ „ვატარებთ“. ამქვეყნად, ყველაზე უვარგისი ხასიათის კაცსაც კი, თავისი გასაღები მოერგება და, თუ ქალმა ეს შეძლო, მაშინ მასთან ურთიერთობაც გაუადვილდება და ნებისმიერ რამეს გააკეთებინებს.

– სიკო, ქალზე თუ არის ადვილი გასაღების მორგება და შენ თუ შეგიძლია ეს?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ქალზე გასაღების მორგება ძალიან ადვილია, მაგრამ, ყველას სხვადასხვა სჭირდება: ზოგს დიდი, ზოგს პატარა, ზოგს გრძელი და ზოგსაც – მოკლე. ზოგი ქალი ძალიან მარტივად გასაღებია, ზოგი – ძნელად, გააჩნია... ერთი სიტყვით, ქალი საკეტია და კაცმა თუ იცი, რომელი გასაღები უნდა მოარგო, ადვილად გააღებ. ახლა, თუ პროფესიონალი ხარ, მაშინ გასაღებიც არ გჭირდება ქალის გასაღებად და უბრალო „შტირითაც“ კარგად გახსნი. დამიჯერეთ, რაც უნდა მაგარი „სეკრეტი“ ეყენოს ქალს, გამოცდილი კაცი, შეიძლება, დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ, მაინც „გააღებს“.

– მაგრამ, ხომ არსებობს ისეთი „საკეტები“, თუ არ ააფეთქე, ისე ვერ გახსნი?

– რასაკვირველია, ასეთსაკეტიანი ქალებიც არსებობენ, მაგრამ, კაცი თუ მაგარია, იმასაც ადვილად „ააფეთქებს“ და გახსნის.

– შენ, თავად, დაგჭირვებია ქალის „აფეთქება“?

– გართობის მიზნით ქალიც ამიფეთქებია, თოფიც მისვრია და ანკესიც გადამიგდია წყალში, მაგრამ, რა დამიჭერია, რო?! (იცინის). ახლა დავსერიოზულდი, ოჯახს მოვეკიდე და „აფეთქებები“ და გასაღებების გამოჩარხვები აღარ მჭირდება – ის დრო დამთავრდა. სანადიროდ აღარ მივდივარ, მონადირებული უკვე სახლში მყავს.

– შენზე ჭორი გავიგე...

– დაგასწარი... ეგ ჭორი მეც გავიგე (იცინის). თუ ჩემს ორიენტაციაზეა საუბარი, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, ნორმალური მამაკაცი ვარ. (იცინის). ბევრმა მკითხა, ბიჭო, შენ და მიშა, ერთად ხომ არ ხართო. ერთხელ, სუფრასთან მოვხვდი. ვითომ ვერ მიცნეს, ვინ ვიყავი. დალიეს ხუთი ჭიქა და ეგრევე მიცნეს, გაიხსნენ და მკითხეს, შენ და მიშა როგორ „პონტში“ ხართო.

– მერე, შენ რა უპასუხე?

– რა ვიცი, ვუძლებ, სანამ „გავქაჩავ“-მეთქი (იცინის) – აბა, რა უნდა ვუპასუხო? თქვენ ის უნდა გენახათ, მე, ვახო ბიჭიკაშვილი და თემო მჟავია რომ გაგვაჩერა პატრულმა. ფხიზელი თემო საჭესთან იჯდა, მე უკან განგრეული მთვრალი ვეგდე, ასეთივე მდგომარეობაში იყო წინ, მძღოლის გვერდით გამოჭიმული ვახო. პატრულმა გაგვაჩერა, შემოიხედა მანქანაში და ვერ გვიცნო. საბუთები მოგვთხოვეს. მე უკანა ფანჯრიდან გამოვყავი თავი, ვახო წინა ფანჯრიდან კინაღამ გადმოვარდა, მაგრამ, რად გინდა? – ვერ გვიცნეს.

– თქვენი თავების გამოყოფას, თემოს გამოეყო ფანჯრიდან თავი და მიეცა საბუთები, ხომ ფხიზელი იყო?

– რას ამბობ, თემოს რომ თავი გამოეყო, ხომ დაფრთხებოდა პატრული?! საბუთებს კი არ მოგვთხოვდა, ეგრევე საჯარიმოზე გადაგვიყვანდა. (იცინის). ვახო აფაციფუცდა – ვახ, ჩემი, სად არ მაქვს ჩემი საფირმო „დუბლიონკა“, იქნებ იმაში მიცნონო, მე ჩემი „ელასტიკებიანი ნაშა“ – მიშა ანდღულაძე ვინატრე, მაგრამ, სად იყო? ერთი სიტყვით, ცნობით ვერ გვიცნო, მაგრამ, თემოს ჩააბერინა და, რომ დაფიქსირდა სიფხიზლე, „გატუჩულები“ წავიდნენ. მერე „ვკაიფობდით“: კაცო, ამ პატრულს ხომ ნორმალური ხელფასი აქვს და ტელევიზორი ვეღარ უყიდიათ? ჩვენ მაინც ვუყიდოთ და, რომ გაგვაჩერებენ, ვაჩუქოთ, იქნებ თავი დაგვანებონო (იცინის). ერთხელ კიდევ, წინ ჩამიჭრა მანქანამ და დავარტყი. ჩვენ კი მოვრიგდით, მაგრამ პატრული მაინც მოვიდა. ქალი იყო საპატრულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი და მთხოვა, ჩემი შვილი შენზე გიჟდება და იქნებ ფოტო გადაიღო ჩემთანო. დამაყენა ამ ჩემს დამტვრეულ მანქანასთან და ვაი იმ ღიმილს, მე რომ ვიღიმებოდი და ვპოზიორობდი (იცინის).v


скачать dle 11.3