კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ეწუწუნება ქმარს მაკა ზამბახიძე და როდის იყვნენ ისინი უფრო ტკბილად

რას ნიშნავს ნამდვილი ოჯახური ცხოვრება, მაკა ზამბახიძემ ახლახან იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარი უკვე დიდი ხანია, იპოვა, მაკამ მხოლოდ ახლა მოახერხა ცალკე გადასვლა საცხოვრებლად და უღლის მთელ სიმძიმესაც ახლა გაუგო გემო. „უღელს” კი თავისი ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეც ჰქონია, თუმცა, პატარა სახლის ლამაზი დიასახლისი ყველა პრობლების ღიმილით მოგვარებას იოლად ახერხებს.



მაკა ზამბახიძე: წელს, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ დამისვენია. სულ რაღაც კონცერტი იგეგმებოდა, ასე რომ, რამდენიმე დღით წასვლასაც ვერ ვახერხებდი ვერსად. მე და ვახოს თურქეთში წასვლა გვინდოდა, მაგრამ მოულოდნელად სამსახური გამოუჩნდა – ბანკიდან დაურეკეს და მუშაობა დაიწყო. სალომე და დედაჩემი ჩემს ნათესავებთან იყვნენ ვანში და, თუ ვარხერხებდით, შაბათ-კვირას ჩვენც ჩავდიოდით. აგვისტოში სალომეს დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან ლამაზად აღვუნიშნეთ ეს დღე. მე და ვახო „ბაობაბში“ რომ გამრთობები და ჯამბაზები არიან, მათ როლში ვიყავით და ჩვენ ვართობდით სალომესა და მის სტუმრებს. ძალიან ბევრი ვათამაშეთ, მაგრამ ბავშვები მაინც არ დაიღალნენ, კიდევ და კიდევ უნდოდათ, სანამ არ დაგვყარეს. მთავარია, სალომე იყო ძალიან კმაყოფილი. შიგადაშიგ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ადგილებსაც ვნახულობდით და ეს ძალიან მომწონდა.

– კონცერტებიც გქონდათ?

– დიახ, სულ ახლახან ვიყავით ისრაელში. ჩვენ, სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი, ნინაკა გელაშვილი. იქ მცხოვრები ქართველებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ჩვენც გადასარევად გავერთეთ. ერთი დღე გვქონდა შედარებით თავისუფალი და ქვიშიან სანაპიროზეც გავედით, ვეყარეთ, უფრო სწორად. ქვიშიანი სანაპიროთი აღფრთოვანებული არ ვარ, თუმცა, მასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. ისე, ოხრად ვყლაპე ქვიშები, კომფორტიც არ არის იმ მხრივ, რომ, წყლიდან ამოდიხარ თუ არა, სულ ქვიშიანი ხარ, მაგრამ, რბილად რომ გეფლობა ფეხი, კარგია. რატიმ ქვიშისგან ისეთი ქალი გამოაქანდაკა სანაპიროზე, თავისი მკერდით და ყველა ბორცვით, რომ ხალხი ცუდად გახდა. მაინცდამაინც იმ დღეს არ მქონდა ფოტოაპარატი, რომ ეს სილამაზე გადამეღო. მაგრამ, ნოდიკო მოვიდა, ეგრევე მიათხლიშა და დაანგრია.

– ვახოს სამსახურის საკითხი გაწუხებდათ?

– არც იმდენად. არა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ კაცი მუშაობდეს, მაგრამ, მე იმდენად არ მაწუხებდა ეს ამბავი როგორც თავად მას. ეს მის ხასიათზე ასე თუ ისე მოქმედებდა. კარგი სიახლეა ის, რომ მარტო გადავედით საცხოვრებლად. თავიდანვე ორივეს გვინდოდა, რომ მარტო გადავსულიყავით საცხოვრებლად, მაგრამ იმ პერიოდში რაღაც ვერ მოვახერხეთ – ხან დედაჩემთან ვიყავით, ხან ვახოს სახლში. ბოლოს უკვე მივხვდით, რომ ძალიან ვიწროდ ვართ და რაღაც უნდა ვქნათ. არადა, უკვე იმდენად ვიყავი გადარეული ამ თემით, მეგონა, ცალკე ვეღარასოდეს გადავიდოდი, რადგან, რამდენი დავაპირეთ, იმდენი რაღაც მოხდა. ძალიან სასაცილო იყო, ჩანთები რომ ჩავალაგეთ და მივდიოდით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახლა ვთხოვდებოდი. დედაჩემი ამბობდა, უკვე ვეგოისტობო – აღარ უნდოდა, რომ წავსულიყავით.

– სახლის საქმეებში მაინც გეხმარება?

– არა. დედაჩემთან ახლოს ვცხოვრობთ და სადილად მასთან მივდივართ ხოლმე, თუ ამ დროს გვცალია. ხანდახან ისე გადაბმულა, ორი-სამი დღე სახლიც კი ვერ დამილაგებია. ვახო დილით სამსახურში რომ მიდის, უცებ მივალაგებ, ბევრი არც არაფერი სჭირდება, პატარა სახლია მაინც, სუფთად და ლამაზად გვაქვს მოწყობილი, მაგრამ, ხანდახან ისე ებმება, მართლა დილიდან დაღამებამდე ვმუშაობ. დედას ვთხოვ, ცოტა მიმილაგე-მეთქი. სარეცხის მანქანას ვუფრთხილდები ყველაზე მეტად, ვგიჟდები ისე მიყვარს (იცინის). ვახო დამცინის, „მრეცხავს“ მეძახის, შენი სარეცხის მანქანა გაქვს და ჭკუაზე არ ხარო. მივხვდი, ასეთი მარტივი რაღაცეები თურმე როგორ ახარებს ადამიანს.

– თვითონ შენი და ვახოს ურთიერთობაში თუ შეიცვალა რამე?

– იცი რა, ახლა, მგონია, რომ უფრო მეტად დავემსგავსეთ ოჯახს: ვახოს მოაქვს პური, პროდუქტები, მე რაღაცეებს ვამზადებ. სულ მინდა, რომ მთელი დღე სახლში გავატარო, კერძები გავაკეთო, მაგრამ, არ არის ამის დრო. თუ ქალს სახლში კომფორტი აქვს და საყვარელი ადამიანი ჰყავს, მას ყოველთვის სახლში უფრო უნდა ყოფნა, ვიდრე გასართობად სიარული. ვგიჟდები სახლზე. ის გარეთ გასვლა, გართობა უნდა მოგენატროს, ყოველდღიურად მოსაბეზრებელია. კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ სადმე რომ მიდიხარ, გამოპრანჭვაც გიხარია და ყველაფერი, მაგრამ, ყოველდღე, შეიძლება, გაგიჟდე. ხანდახან ისე ვიღლები, რომ ვოცნებობ, იმ წუთას სახლში ვიყო და თუნდაც სერიალებს ვუყურებდე. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ამ ბოლო დროს ორივე ისეთი დაკავებული ვართ და ისეთი დაღლილები მოვდივართ სახლში, რომ, სიმართლე გითხრა, სანამ ცალკე გადავიდოდით უფრო ტკბილად ვიყავით. ახლა ისეთი დაღლილი მოდის, ტელევიზორთან ეთვლიმება. მაგრამ ისეთი გრაფიკი აქვს, ვუგებ, მესმის მისი. ცალკე ახალი და რამე განსაკუთრებით უარყოფითი თვისებები ცხოვრებას არ გამოუჩენია ჩვენს ხასიათში. არც ერთი არ ვართ განსაკუთრებით პრეტენზიული. თავიდან ცოტა დავიწყე წუწუნი – ეს რატომ არ დევს თავის ადგილას, იმას რატომ აგდებ-მეთქი და ვახო ცოტა შეწუხდა – ნუ გამიწყალე გულიო. მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ბედნიერება იმდენად რთულად მოსაპოვებელია და ისე ძნელია ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება, რომ იმაზე ჩხუბი, ქურთუკი სადაც გაიხადე, იქ რატომ გდიაო, ცოტა ზედმეტი მგონია. მეც მოვუკელი ბურდღუნს და თვითონაც ნელ-ნელა ითვალისწინებს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადოს. მთავარი მაინც სიყვარულია.

– ბოლოს მითხარი, წამყვანობა ხომ დაიწყე რადიოში?

– დიახ, მე და რატი განახლებულ რადიო „აფხაზეთის ხმაში” ვიქნებით წამყვანები. გვავალია ტოპ-ათეულის წარდგენა. კარგ განწყობაზე უნდა დავაყენოთ მსმენელი. მთელი კვირის განმავლობაში მსმენელების მოთხოვნის მიხედვით შედგება ათეული, ჩვენი გადაცემა კი ყველაფერს შეაჯამებს, რასაც ერქმევა „ჰიტ-ჯორჯია“. ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვებით: „პილოტის“ ჩაწერისას დავიწყე მისალმება: „მოგესალმებით, ჩემო საყვარელო რადიომსმენელებო! ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში ვართ, რადიო „აფხაზეთის ხმაზე“ ჩვენ ვიწყებთ“... – და, უცებ, რატიც შემოდის, „მეც ვუერთდები მაკას მისალმებას და „ჰიტ-ჯორჯიას“ გახსნილად ვაცხადებ“. ამაზე რა დამემართა, იცით?! მოვკვდი სიცილით. ასეთი რაღაც პირდაპირ ეთერში რომ დაგემართოს, ჩაშლი გადაცემას. რატი გაბრაზდა – ასე უნდა დამცინო, მართლა რომ რაღაც შემეშალოსო?! რა ვქნა, ვერაფრით შევიკავე თავი.

– ბოლოს ისიც მითხარი, დღის წესრიგში აღარ დადგა ბავშვი?

– კი, დგას. ჩვენ გვინდა და, როცა ღმერთი ინებებს, პატარაც მაშინ მოევლინება ქვეყანას.


скачать dle 11.3