კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ძაღლებისთვის არის სიცოცხლე ხანმოკლე და რა შემთხვევაშია სასურველი ძაღლის დაძინება



„თუ მოიშინაურეთ ცხოველი, კეთილი ინებეთ და ბოლომდე მოუარეთ!“ ამ ფრაზას ხშირად გაიგებთ ძაღლის მოხუცებულობის პერიოდში. თუ ძაღლი წლების განმავლობაში ერთგულად იცავდა ამა თუ იმ ადამიანს, ან ტერიტორიას, როცა ის ასაკში შედის მისდამი ყურადღება და ინტერესი ორმაგდება. მაგრამ მარტო ეს როდი კმარა, გახსოვდეთ, რომ ასაკოვან ძაღლებს განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა და კომფორტი სჭირდება. ამასთან დაკავშირებით კი საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი მოგითხრობთ.

– რამდენი წლიდან ითვლება ძაღლი ასაკიანად და როგორ უნდა მოვუაროთ ხნიერ ძაღლს?

– ძაღლი ასაკში ჯიშიდან გამომდინარე ითვლება, ანუ რაც უფრო დიდი ტანისაა ძაღლი, მით უფრო ხანმოკლეა მისი ცხოვრება. მაგალითად, თუ გერმანული დოგისათვის ხანში შესულობა 7 წლიდან იწყება, ჩიხუახუასა და ტოიტერიერისთვის 10-11 წლიდან.

– როგორ უნდა გამოვკვებოთ ხანში შესული ძაღლი?

– ხანში შესული ძაღლი აუცილებელია სპეციალური რაციონით გამოვკვებოთ. არსებობს საკვები, სპეციალურად ასაკიანი ძაღლებისთვის, რომელიც ძალიან კარგია ძაღლის ორგანიზმისთვის. ის შეიცავს, ხანში შესული ძაღლის ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებს, მაგალითად, რაც აუცილებელია მისი ძვლის, კუჭისა და სხვა ორგანოებისთვის. არ არის სასურველი ძაღლის ზედმეტად დატვირთვა. თუ ახალგაზრდობის ასაკში მას 3-4 კილომეტრს ატარებდით, ეს უკვე დაუშვებელია მოხუცი ძაღლისთვის. ასევე მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ის კონფლიქტურ სიტუაციებს. ახალგაზრდა ძაღლს შეუძლია, პატრონი არა მარტო უცხო ადამიანისგან ან მძარცველისგან დაიცვას, არამედ ქუჩაში სეირნობის დროსაც კი, წინააღმდეგობა გაუწიოს თავდამსხმელ სხვა ძაღლს. მოხუცებული ძაღლი იგივე გულით და სულისკვეთებით ეცდება საკუთარი თავისა და პატრონის დაცვას, მაგრამ მოწინააღმდეგეს დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. შესაბამისად, ამით მას შეიძლება, დიდი ზიანი მიადგეს. ნებისმიერი ჭრილობა გვიან ხორცდება და ძნელი მოსაშუშებელია, ისევე როგორც ხანში შესული ადამიანისთვის.

– კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

– ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ხასიათს, არ უნდა ვანერვიულოთ. ძაღლი, რომელიც ეზოში ცხოვრობს და გარკვეულ ტერიტორიას იცავს, გამვლელ-გამომვლელს უყეფს და ასაკში შედის, უნდა ვეცადოთ, შედარებით თვინიერი გავხადოთ უცხოებისადმი, ანუ ყეფა დავუშალოთ და ავუკრძალოთ.

– რატომ?

– ძაღლი რომ ბრაზდება იყეფება, შესაბამისად გაბრაზება გარკვეულ ნერვიულობას იწვევს, შედეგად კი ის თავის აგრესიას უცხო ადამიანისადმი გამოხატავს. მოხუცი ცხოველის ორგანიზმი კი ნერვიულობასაც რთულად იტანს. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ზედმეტად გაბრაზების შემთხვევაში, ძაღლებში გულის შეტევები შეუმჩნევიათ. უნდა შეეცადოთ, რომ ამას ძაღლი მოარიდოთ.

– შესაბამისად, ალბათ მხედველობაც უქვეითდებათ?

– ეს ძალიან ინდივიდუალურია. ისევე როგორც ადამიანებს, ძაღლებსაც ანალოგიურად, მოხუცებულობის პერიოდში მიდრეკილება აქვთ სხვადასხვა ორგანოს დაავადებისკენ. ზოგს მხედველობა უქვეითდება, ზოგს სმენა, ზოგს გული და ასე შემდეგ. ასაკის მატებასთან ერთად, თუ ძაღლს ანალოგიური პრობლემა შეექმნა, მას აუცილებლად უნდა აუყვანოთ ვეტერინარი-ექიმი. არ არის სასურველი, როცა პატრონს ძაღლი ერთი ექიმიდან მეორესთან მიჰყავს, მერე მესამესთან, მეოთხესთან და ჰგონია, რომ ყველა მათგანი ცოტ-ცოტა რაღაცას გვასწავლის. ეს უშედეგო მცდელობაა, რადგან ყველა ექიმს თავისი მკურნალობის მეთოდი აქვს და როდესაც ამის არევა ხდება, ხშირ შემთხვევაში შედეგი აბსოლუტურად წარუმატებელია.

– არის შემთხვევები, როცა ძაღლი, ასაკის მატებასთან ერთად, აგრესიული ხდება. უმიზეზოდ იკბინება, პატრონზეც კი იწევს. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს პატრონმა?

– თუ ძაღლი მანამდე არ გამოხატავდა ანალოგიურ თვისებებს და ასაკის მატებასთან ერთად დაეწყო, ეს არის ნევროზი. საქართველოში, სამწუხაროდ, ცხოველების ნევროპათოლოგი არ არსებობს. შესაბამისად, ყველაზე კარგ შედეგს მოგვცემს ასეთი ცხოველებისთვის სპეციალიზებული დამაწყნარებელი საშუალება. ვეტერინარი გამოუწერს თუ რა დოზით უნდა მიიღოს ძაღლმა პრეპარატი და ნერვული სისტემაც დაუწყნარდება. ასევე აუცილებლად უნდა შეეცადოთ, იპოვოთ მიზეზი, თუ რატომ გახდა ძაღლი აგრესიული. მაგალითისთვის, ერთ შემთხვევას მოვიყვან. ერთმა ადამიანმა მოგვმართა, რომ მისი 3 წლის გერმანული ნაგაზი, რომელიც ძალიან ლმობიერი და ნორმალური ხასიათის ძაღლი იყო, მოულოდნელად აგრესიული გახდა. ღამღამობით რომ იწყებდა ყეფას, დილამდე აღარ ჩერდებოდა. დაენიშნა სპეციალური პრეპარატები, რომლის მიღების შემდეგ ყეფა შეამცირა, მაგრამ უმნიშვნელოდ, ძირითადად, მაინც აგრძელებდა. მაქსიმალურად ვეცადეთ მიზეზის მოძიებას. მიზეზი კი აღმოჩნდა შემდეგი: ძაღლი ცხოვრობდა ეზოში, სადაც მეზობლისგან მას ლითონის ბადე ჰყოფდა. ღობის მეორე მხრიდან თურმე ორი კატა ძალიან ხშირად აბრაზებდა ძაღლს. სხვათა შორის კატებს ახასიათებთ, როცა ხედავენ, რომ ძაღლი ახლოს ვერ მიდის მათთან, სპეციალურად იწვევენ გასაბრაზებლად. კატა ამით „კაიფობს“, ძაღლი კი ნევროზდება. ამ ფაქტის გამო, ძაღლს ნევროზი დაეწყო, ხოლო როცა გააგრესიულდა, ნებისმიერ ფხაკუნზე პანიკურ ყეფა-ღრენას ტეხდა. როცა მეზობელმა ის კატები წაიყვანა, ძაღლიც დაწყნარდა.

– მისაღებია თქვენთვის ძაღლის დაძინება? ხშირად მსმენია, რომ ასაკიანი ძაღლი დაუძინებიათ.

– საერთოდ, ძალიან ცუდია ძაღლის დაძინება, მაგრამ მე ჩემი ინდივიდუალური ხედვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. თუ ძაღლს აქვს ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება და საშიშია ადამიანისთვის. მაგალითად, თუ დაავადებულია ლეიშმანიოზით, ცოფით, ლეიკემიით და ასე შემდეგ, ძაღლი უნდა დავაძინოთ. არის მეორე მომენტიც. თუ ძაღლი სიბერისგან იმ მდგომარეობამდეა მისული, რომელიც მას ძალიან ტანჯავს, – დაეწყო ძვლის დაშლა, სახსრების განუკურნებელი ანთება ან რამე მსგავსი, ჩემი აზრით, ჯობია ის დავაძინოთ. ჩემთვის დაუშვებელია ძაღლის დაძინება იმის გამო, რომ მას სიბერისგან მხედველობა დააკლდა, ან ისე ვეღარ იყეფება, როგორც ადრე.


скачать dle 11.3