კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წავიდნენ გია ნიკოლაძისგან ოჯახის წევრები და როგორ ცხოვრობს ის მარტო

რამ შეიძლება, ადამიანი დეპრესიამდე ან, სხვა უფრო მძიმე შემთხვევამდე – თვითმკვლელობამდე მიიყვანოს? ალბათ, ყველა უნდა დავფიქრდეთ ამაზე და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამქვეყნად „მივლინებით“ ვართ მოსული, სავარძლით არავინ იბადება და კვდება. გია ნიკოლაძეს, რომელიც საზოგადოებამ თავის დროზე „ნიკოლშოუთი“ გაიცნო, ახლა მძიმე პერიოდი უდგას. ნიჭიერი მუსიკოსისა და პოეტის პრობლემა დღესდღეობით უმუშევრობაა. როგორც თვითონ ამბობს, კატეგორიულად არსად იღებენ.



– ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა გაქვს, თუმცა, მეორეა, როგორ აგვარებ მათ. პირველად როდის შეეჯახე პრობლემას და რა სახის იყო ის?

– მოსკოვში შევეჯახე, მაგრამ, ისეთი არაფერი ყოფილა. სამუშაოდ ჩავედი და „გადამაგდეს“. მერე მივედი ბონდარჩუკის სტუდიაში – რეკლამებზე ვიმუშავებ-მეთქი, ვიფიქრე. გავაკეთე ერთი რეკლამა აინშტაინზე. ისინი მეუბნებოდნენ, პლასტელინისგან იქნება კარგიო, მე ჩემსას ვაწვებოდი – თავის ქალა ავხადოთ და ტვინში რაღაც კოდური დეტალები ჩავდოთ-მეთქი. რასაკვირველია, კომპიუტერულ სარეკლამო რგოლზეა საუბარი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ისინი იყვნენ მართლები, რასაც ამბობდნენ, ისე უნდა გამეკეთებინა. უფრო დიდ პრობლემებს, რომ ჩამოვედი, აქ შევხვდი. თავს არავის ვუტოლებ, მაგრამ, ეს იყო ისეთივე პრობლემა, როგორსაც გალაკტიონი, ფიროსმანი და მოცარტი შეეჯახნენ. ორ ბავშვს სხვადასხვანაირი სათამაშო რომ მიუტანო, ერთს ბრჭყვიალა და მეორეს – ჩამქრალი, ის მეორე ტირილს დაიწყებს, რადგან მასაც უნდა ბრჭყვიალა სათამაშო – ჩვეულებრივი ამბავია. მეც მინდება ზოგჯერ ისეთი რაღაც, რაც სხვას აქვს და მე – არა. ნივთზე არ მაქვს ლაპარაკი, ბუნებრივ მონაცემებს ვგულისხმობ, მაგრამ, ხელს არასდროს შევუშლი მას, ფეხს არ დავუდებ. მგონია, რომ ეს პრობლემაა. ამბობენ, რომ მე ვსვამ და ამიტომ ვარ ასე, მე კი ვამბობ – იმიტომ ვსვამ, რომ არსად მიღებენ. ყველგან ნამყოფი ვარ: „პირველ არხზე“, „რუსთავი 2-ზე“, „იმედზე“ და არსად მიღებენ. არადა, იციან, რომ გამკეთებელი ვარ. ერთხელ ჩამივარდა შანსი: „იმედიდან“ მოვიდნენ და მითხრეს, უნდა გადაგიღოთ და პატარა ჩანახატი გააკეთეო. რამდენი მაქვს ასეთი იდეა დაგროვილი, იცით? ბევრი შანსი რომ მოეცათ, რა კარგი იქნებოდა, მაგრამ... მთელი პოემა, გადაცემების მილიონი სატელევიზიო პროექტი მაქვს, ვიცი, რატომაც ხდება ასე.

– რატომ?

– ერთხელ ბაკურიანში ვიყავით, კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა, თან, ამ კონცერტის ორგანიზატორიც ვიყავი. არ ვიცოდი, თუ პრეზიდენტი უნდა ჩამოსულიყო, რაღაც ვთქვი და ის გაბრაზდა, თორემ მანამდე რევოლუციის მერე ხელისგულზე მატარებდა. ვიჩხუბეთ ორგანიზატორებმა და წამოვედი. იქ ვეღარ გავჩერდებოდი. მიშა რომ ჩამოვიდა, ასეთი რაღაც თქვა (მივხვდი, რომ ჩემზე ამბობდა): ზოგიერთი ფონოგრამიანი მუსიკოსებივით კი არ არიან, ესენი მაგრები არიანო. ესენი კი არიან მაგრები, მაგრამ, მივხვდი, რომ ჩემზე გაბრაზებულია. შეიძლება, პრეზიდენტი ვერც ხვდება, თუ რამდენს ნიშნავს მისი თითოეული სიტყვა. შეიძლება, საერთოდ, „შავ სიაში“ ვარ შეტანილი, რადგან, არც ერთ ღონისძიებაზე, თუნდაც საახალწლოდ რომ ტარდება, არ მიღებენ. აბა, რას დავაბრალო? 2000 წელსაც ეს იყო ჩემი პრობლემა და დეპრესიაშიც მაგიტომ ვიყავი. მთელი „კამანდა“, ვინც ერთად ვიყავით, „პირველ არხზე“ წავიდა, დასხდნენ იქ და მე მარტო დამტოვეს. თავში ავარდნილს არასდროს მივლია, მაგრამ, ახლა უკვე 46 წლის ვარ და, რას ვხვდები, იცი? – რომ ვაგვიანებ. ახლა რაც გადის ტელევიზიით შოუები, ისეთ რაღაცეებს გავაკეთებ, რომ საერთოდ გადაუჯოკრავს ყველა შოუს. უბრალოდ, მიმიშვან. ამათ ვერაფერი გავაგებინე და აზრიც არ აქვს მაგათთან ლაპარაკს. არც ერთი სასაცილო შოუ არ მინახავს ჯერ, ჩემი ისეთი მაგარი იქნება! – მე თვითონ დავჯდები როიალთან, დავუკრავ და მთელი ამბები მოჰყვება.

ერთ-ერთ ტელევიზიაში ერთი ახლობელია, მასზე ცუდი არაფერი მეთქმის, მაგრამ, ვერაო, რა!.. ლიფტთან ვიდექი, რომ მოტრიალდა – აჰა შენ ეს ფული და რამე კარგი სცენარი გააკეთეო. მივხვდი, რომ, უბრალოდ, ფული მომცა და გამომიშვა. მე იქ მიმსვლელი აღარ ვარ. ავიღე ეს ფული, 200 ლარი, იმიტომ, რომ ჯიბეში კაპიკი არ მედო, აბა, რა მექნა!

– ამდენ ვაი-გოდებას, არ ჯობია, ისევ მოქმედებაზე გადახვიდე? სახლში თუ დაჯექი, ჩაიკეტე და მარტო წერე და იკითხე, ვინ რას მოგართმევს ლანგარზე დადებულს?

– როგორ მივაწვე? ვეღარ ვაწვები! ბიზნესი რომ იყოს, „ბუტკების“ პერიოდი – ჰო, მაგრამ ეს ხელოვნებაა და არ გამოდის. აქ ცოტა თავმდაბლურად უნდა იყო, თორემ, მაშინვე დაიწყებენ – თავში აქვს ავარდნილიო. ეგ უნდათ. გალაკტიონი გადმოხტა, ფიროსმანი საერთოდ სად არის, არ ვიცით, ეს დახვრიტეს, იმას თავი მოაკვლევინეს... ეს მჭირს, სხვა არაფერი არ მჭირს. ყველას ვუყვარვარ, ჩემს ნატულიკოსაც, ყველა სულში მიძვრება და მეც სულში ვიძვრენ, თორემ, აგერ, ვიშიმშილებ, სადამდეც გავძლებ. ბოლოს და ბოლოს, პური მექნება და წყალი. არ მინდა მაგათი ფული, ჩვენს ბავშვებს აკლიათ ის გასართობი, შემეცნებითი გადაცემები, რაც მე უნდა გავაკეთო.

– მარტო რატომ ხარ, არ გინდა, რომ შენ გვერდით შენი ოჯახის წევრები იყვნენ?

– აი, კიდევ ერთი პრობლემა ის მაქვს, რომ დედაჩემი და მე ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ, მაგ საქმესაც მოვაგვარებ. დედაჩემი და მისი ქმარი ნაქირავებში გადავიდნენ და ეს გულზე ლოდივით მაწევს. ჩემი ბრალიც არის, თუმცა, არც არის. ცხოვრებაა ასეთი უკუღმართი. ცხოვრების სტილს გააჩნია, თორემ, ბევრისთვის ფინანსები არაფერია. ადრე ფულს „ტალანტი“ ერქვა... ადრინდელი დრო უფრო კარგი იყო: მომცემ შენს მოყვანილ სტაფილოს – მოგცემ კომბოსტოს. ამ შემთხვევაში კი ვიღაც არაფერს აკეთებს და მილიონებს ატრიალებს; არაფერს არ გაძლევს, მაგრამ, ყიდულობს შენგან. ამჟამად ნატულიკო დედამისთან გადავიდა და ბავშვებიც თან წაიყვანა. მე ვთხოვე, ასე გაეკეთებინა, როდემდე უნდა მეცხოვრა მისი, დედამისის, მამამისისა და დედაჩემის ხარჯზე, მრცხვენოდა.

– როგორი დეპრესია გქონდა?

– ორი წელი სავარძელში ვიჯექი და ვერ ვინძრეოდი. რომ მეგონა, კარგი იყო და მომწონდა, თურმე, საშინელი ადამიანი ვარ. არაფერი გამომდის. საკუთარი თავის უარყოფაა დეპრესია. ეშმაკი ნებისმიერ ჩვენგანში ზის. შეიძლება, ეშმაკმა ისეთი რაღაც გაგაკეთებინოს, რომ აზრზე არ იყო. ორი მამალი ყველა საქათმეში ურევია.

იმ პერიოდმა, ორი წელი რომ მქონდა, სავარძელში რომ ვიჯექი, ხმას არ ვიღებდი და ტელევიზორს ვუყურებდი, წერა დამაწყებინა. „აი იას“ ახლა „ქართული ზღაპარი“ ჰქვია და ამ პოემის შესავალი დავწერე მაშინ. ვინც ეს დეპრესია გამიჩინა, იმ ადამიანისთვის ნათქვამი მაქვს, ეს შენ გამაკეთებინე-მეთქი.

– ანუ, რაღაც უარყოფითს ყოველთვის დადებითი მოსდევს?

– ეგრეა. „თუკი სიბნელე არ იარსებებს, სად ჩაისახოს, აბა, ნათელი? საძირკველია ბნელი – ნათელის, სიუხვე – შურის, ტკივილი – შვების, ცოდვები – მათი მონანიების, დაბადება კი – გარდაცვალების“.

– თავის მოკვლაზეც ხომ არ გიფიქრია? ადამიანები ვართ და, შეიძლება, ნებისმიერ მომენტში მოგიაროს ასეთმა აზრმა?

– კი მიფიქრია, მაგრამ, ისე მაგრად არ გამიფიქრებია. „ბევრი იფიქრა ბევრმა კაენმა, როგორ მოუკლას ბევრ აბელს გული! ავჩეხოთ?! არა, მოდი ისე ვქნათ, ვაწვალოთ, არ ჰქონდეს ფული. თუ არ გექნება, იყავი წყნარად, შენზე უფულოდ ვიქნები მარად. არ გავხდეთ არავის ფინია, ვვარგივართ, ნუ გეშინია“. არ უნდა გააბრაზო, რა, კაცი, ამის დედა ვატირე! გააკეთოს ამანაც, ხომ შეიძლება? სხვები ხომ აკეთებენ? ამას რატომ არ აკეთებინებ, ხომ იცი, რომ შეუძლია? ისტორიებს რომ ვყვებით – ამას ის უქნეს, იმას ის უქნესო... ახლაც იმავეს არ ვუშვრებით ერთმანეთს?! ნახე, ჭაბუა ამირეჯიბი რა დღეშია, დოჩანაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, ირაკლი ჩარკვიანი რა დღეში იყო?.. მიუშვი, რა!.. შოუს მნიშვნელობაც არ იციან. აუცილებლად უნდა იყოს მუსიკალური, ანიმაციური, სანახაობრივი. ახლა მხოლოდ პოლიტიკოსები ჩანან. „ნიკოლშოუს“ გავაკეთებ, ამიტომაც დავარქვი ჩემს ჯგუფს თავიდანვე ეს სახელი. საშინელებაა, თავს არასაჭირო კაცად რომ გრძნობ. მე ახლა ქართულ ზღაპარში ვცხოვრობ. ბოდიში და, გავარტყი რეალობას. ამ ზღაპარში ვიცხოვრებ, მაგრამ, ამ ზღაპრით გამოვალ რეალობაში, მას ვაქცევ რეალობად. ამ ზღაპრის ნაპერწკალი აქვს იმ ყველაფერს, რაც გასაკეთებელი მაქვს. რომ ვსვამ, მაშინ არ ვიტანჯები, მე სხვა ცხოვრება ავირჩიე. ყველაფერს ვხვდები. იმ შავ ძალას უნდა, რომ დამტანჯოს და, თეთრი ძალა მეხმარება – არ ვიტანჯო. არაფერი არ მაქვს, მაგრამ, მაინც მაქვს ისეთი რაღაცეები, რაც ზოგ-ზოგიერთებს იმით აქვთ, რომ სკამზე სხედან. ეს ყველაფერი უარაფროდ მაქვს – ხალხის სიყვარული, ბოლოს და ბოლოს. თავის ზემდგომს რომ არ ეწყინოს, ამიტომ არ მიღებენ, ალბათ. აბა, მაშინ, გამოდის, რომ მართლა არ ვვარგივარ. მაგასაც შევეჩვევი. ნამეტანი ბოროტი და დაბოღმილი არ გამომიყვანო. მოდი, ლექსებად გეტყვი ჩემს სათქმელს, თორემ, ახლა ავი ძაღლივით ვარ, ნაშიმშილარი – ოთხი დღე არაფერი მიჭამია, ორჯერ გავაკეთე, ასე თოთხმეტ-თოთხმეტდღიანი, მაგან მომარჩინა, თორემ, ვკვდებოდი. სიგარეტსაც არ ვეწევი, მარტო გამოხდილ წყალს ვსვამ.

ვვარგივარ, მაგარი ვარ და ამიტომ არ მაქვს. აგერ, შევიდნენ „ფეისბუქზე“ და ნახონ ჩემი ალბომი.

– შენც, რას გადაეკიდე ამ ტელევიზიას, სხვა რამე სცადე, დღეს, მგონი, სათაკილო არაფერია.

– სათაკილოზე არ არის, რა! რაც გეხერხება, ის უნდა აკეთო, მით უმეტეს ის, რაც გამოგდის, თორემ, ის ძალა, რამაც ეს შესაძლებლობა მოგცა, ხელს ჩაიქნევს შენზე – ამას ტყუილა ვენდეო. მტრების ჯინაზე გავიტან ჩემსას, იმიტომ კი არა, რომ ფული მქონდეს, სწორედ იმ ძალას რომ არ ვუღალატო. „ფეისბუქი“ რომ არ მქონდეს, რაც ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა, კიდევ ერთხელ ჩავვარდებოდი დეპრესიაში.

– არ გქონია ფსიქოლოგთან გასაუბრების სურვილი? მგონი, ცუდი აზრი არ უნდა იყოს. შენ შენსას ეტყვი, ის – თავისას და უკვე საინტერესო აზრი ყალიბდება, დიალოგი გამოდის.

– არა, კაცო, რას ამბობ, გიჟი კი არ ვარ. მაგათი ტვინის ბურღვა მინდა?! აი, უბრალოდ, ზოგჯერ, ძალიან რომ ვთვრები, თურმე კედლებს ველაპარაკები, მაგრამ, მე არ მახსოვს არაფერი და მინდა, ვიდეოკამერით გადამიღონ, რას ვაკეთებ. ზოჯერ კონფლიქტიც მომსვლია სულელ ბავშვებთან ეგეთ ამბავში; ისე გავთიშულვარ, მთვრალი კაცი რომ ყვირილს დაიწყებს და გამოთაყვანდება, ხანდახან, მინდა, ყველაფერი მივლეწო, მაგრამ, რაღაცნაირად, შემიძლია თავის მოთოკვა. რაც პოემა მომივიდა თავში, რადიკალურად შემცვალა – ყველას ვუყვავებ. თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ ვიღაცეებს ზემოდან დავხედო, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცეები თავზე დამასხდნენ. ყველაფრიდან გამრიყეს, ამიტომ, ეს ერთიღა დამრჩა – სახლში ვზივარ და ხელში ფურცელი და პასტა ავიღე.


скачать dle 11.3