კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ამბერ როუზის სტილი უნიკალური და ეპატაჟური და რის გამო გაუნაწყენდა მას პოპ-დედოფალი მადონა

ის არის თანამედროვე ამერიკული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური, გლამურული, არაორდინარული და სექსუალური სახე. ყოფილი სტრიპტიზის მოცეკვავე და მოდელი – ამბერ როუზი ბოლო წლებია, თავისი სტილით და იმიჯით შოკში აგდებს ამერიკულ და მსოფლიო საზოგადოებას. დღითიდღე უფრო იზრდება ყურადღება და ინტერესი მისი პერსონის მიმართ. ამერიკულ ტაბლოიდებში კვირა არ გავა ისე, რომ რაიმე სკანდალური ცნობა არ გავრცელდეს მის შესახებ. მისი ყოფილი ბოიფრენდი, პროდიუსერი და რეპერი კენი ვესტი კი ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ამბობდა: „ღმერთო ჩემო, ამბერი იყო საუკეთესო, რაც კი მე გამაჩნდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის ისე შორს დგას ვარსკვლავური ამბიციისგან, რომ თავიდან ამის არც კი მჯეროდა. მან რამდენჯერმე მომცა შენიშვნა, რომ მე ცუდად ვექცეოდი ჩემს თაყვანისმცემლებს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამბერი ნამდვილი ანგელოზია“.

ალესანდრა ოდრი როუზ ტესტა მსოფლიოში ცნობილი – ამბერ როუზის სახელით, 1983 წელს პენსილვანიის შტატში, ფილადელფიაში დაიბადა. მისი მშობლების წინაპრები ამერიკაში გადასახლებული იტალიელები – კაბო ვერდელი და ბარბადოსელი ემიგრანტები იყვნენ. ამბერი უმცროსი შვილია და მშობლების დაშორების შემდეგ, დროის უმეტეს ნაწილს დეიდასთან – მერი ლეიკსთან ატარებდა, რომელმაც გაზარდა კიდეც მომავალი მოდელი. საინტერესოა, რომ ბავშვობაში ამბერი რესტორნის დირექტორობაზე ოცნებობდა. დეიდა რესტორანში მუშაობდა მიმტანად და ხშირად სახლში მოჰქონდა გემრიელი კერძების ნარჩენები, რისი ჭამაც უყვარდა ამბერს. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ამბერი თავისი არაორდინალური ჩაცმის სტილითა და ვარცხნილობით გამოირჩეოდა თანატოლებისგან. მას ადრე ჩამოუყალიბდა ორიგინალური დამოკიდებულება მოდის ტენდენციებისა და საკუთარი იმიჯის მიმართ. ამით ყოველთვის გამოირჩეოდა საზოგადოებაში და უმეტეს შემთხვევაში, ჭორების ეპიცენტრში ხვდებოდა. სამოდელო კარიერის დაწყებამდე ამბერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფილადელფიის ერთ-ერთ სტრიპტიზბარში მოცეკვავედ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ პოპულარობის შემდეგაც ის არ ერიდება საუბარს თავის წარსულზე. ყოველთვის ამაყად იხსენებს ცხოვრების იმ პერიოდს. თავის წარსულს ამბერი არც თავის აწ უკვე ყოფილ „ბოიფრენდს“, რეპერს და პროდიუსერს, სკანდალურ კენი ვესტს უმალავდა. ამბერი არც იმას მალავს, რომ ბისექსუალია და კენიმდე მას ინტიმური ურთიერთობა ქალთან ჰქონდა, სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში კენი ვესტს ამბერის წარსულზე დაუსვეს კითხვა – იცოდა თუ არა მან რომ, მისი მეგობარი გოგონა სტრიპტიზს ცეკვავდა. კენიმ ამაზე უპასუხა: „იქნებ, რაიმე ახალი მითხრათ“.

თავდაპირველად, ამბერი ამერიკული სამოდელო ჟურნალების – „ელის“, „ვაიბის“, „გოთემისა“ და „კომპლექსის“ ყდებზე გამოჩნდა, ამას მოჰყვა მისი მიწვევა ცნობილი რეპერების – ლუდაკრისის და იანგ ჯიზის კლიპებში. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამბერი სამოდელო სააგენტო „ლუი ვიტონთან“ თანამშრომლობდა და სხვადასხვა ფოტო-სესიებში მონაწილეობდა. ამჟამად ამბერი ცნობილი ნიუიორკული სამოდელო სააგენტოს „ფორდ მოდელსის“ მოდელია და მის გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია, ბოლო წლების ნიუ-იორკის მოდის კვირეულები. მის უსაყვარლეს დიზაინერებად – ალეკსანდრ მაკქუინი და სტელა მაკარტნი ითვლებიან.

ამბერ როუზის ორიგინალური სტილია – თითქმის „ნულზე“ გადაპარსული თავი და მუდმივად ცვალებადი თმის ფერი. ამბერის სტილს მოდის ტენდენციის ექსპერტები ფუტურისტულს უწოდებენ და რთულია, მათ არ დაეთანხმო. ამბერი ფანტასტიკური ჟანრის ფილმის გმირს წააგავს. გარდა ამისა, მოდის თითქმის ყველა კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამბერის ვარცხნილობა – გადაპარსული თავი სექსუალურობის გამო, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა მოდის სამყაროში. თუმცა, ამბერის შემთხვევაში, საქმე გამონაკლისთან გვაქვს. მას აშკარად ყველაზე სექსუალური გადაპარსული თავი აქვს მსოფლიოს ქალბატონებს შორის.

გარდა ვარცხნილობისა, ეპატაჟური და არანორმალურია ამბერის გარდერობიც. გამჭვირვალე მინი-კაბები, ნაქსოვი ოქროს კომბინეზონი, ნარინჯისფერი, თითქმის ძაფის ბიკინი და ცხოველის ბეწვეულისგან დამზადებული ქურქები, – მას ხშირად აკრიტიკებს ცხოველთა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „პეტა“. თუმცა, ამბერის უნიკალური სტილი მაინც მისი სავიზიტო ბარათია. იგი არ ერიდება თავისი სექსუალური ფორმების ჩვენებას გულახდილ სამოსში.

კენი ვესტთან რომანმა ამბერის პოპულარობის დაუდო სათავე. წყვილი ერთად ჩნდებოდა თითქმის ყველა კერძო წვეულებასა და მოდების ჩვენებებზე, რითაც საზოგადოების ყურადღებას იქცევდა. მათ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს და 2010 წლის დასაწყისში დაშორდნენ. სხვათა შორის, წყვილი მუდამ გამოთქვამდა პრეტენზიებს პაპარაცების მიმართ, რადგან მათგან მოსვენება არ ჰქონდათ – მაშინაც კი არ ანებებდნენ თავს, როდესაც კენი და ამბერი ბარსელონაში ისვენებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფოტოების სერია სწორედ იქ გადაუღეს შეყვარებულებს. პაპარაცებმა ამბერს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როდესაც მოდელი საცურაო კოსტიუმის გარეშე სეირნობდა კენისთან ერთად პლაჟზე. ამბობენ, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსების შემდეგ, რეპერის ადვოკატები ჩივილს აპირებდნენ ესპანელ ფოტოგრაფებზე, თუმცა გადაიფიქრეს. ჯეშმარიტი მიზეზი, კი თუ რის გამო დაშორდნენ ამბერი და კენი ერთმანეთს, არ ხმაურდება.

ბოლო დროს ამბერი ხშირად ჩნდება დახურულ ღამის კლუბებში კერძო წვეულებებზე, სადაც მასთან ერთად სხვა ვარსკვლავებიც ერთობიან. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე, მავანმა ფოტოგრაფმა დააფიქსირა, თუ როგორ ეფერებოდა ამბერის უკანალს პოპ-დედოფალი მადონა. საინტერესოა, რომ ეს ფოტოები შემდეგ, სოციალური ქსელებით გატაცებულმა ამბერმა, თავისი „ტვიტერის“ გვერდზე განათავსა, რის გამოც მადონა გაუნაწყენდა. უკანასკნელად კი მსოფლიო საზოგადოება ამბერმა ახალი იმიჯით და ვარცხნილობით ჩააგდო შოკში. მან ერთ სანტიმეტრზე მოკლე თმა, ნეონისფრად შეიღება, გველისთვალება ლინზები ჩაიდგა და ასე გამოცხადდა წვეულებაზე ლას-ვეგასში.

S.P. სკანდალური იმიჯით ცნობილმა ამბერ როუზმა ამას წინათ კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში ამერიკელები, როდესაც ერთ-ერთი რადიოსადგურის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონია თუ არა მას როდისმე ანალური სექსი, განაცხადა, რომ ის არ მიესალმება ექსპერიმენტებს სექსის დროს და მისი უკანალი მთელ მსოფლიოს „ქალიშვილად“ შეუძლია ჩათვალოს.


скачать dle 11.3