კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საზღვრის დამრღვევი ძროხები, დაკარგული ოცეულები და საზღვარზე გაგორებული დუშაში

პოლკოვნიკ ზურაბ გურულის ნაამბობის მიხედვით მოამზადა ნიკა ლაშაურმა



გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირისა და თურქეთის საზღვარზე უკიდურესად დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. იმ პერიოდში მომიწია იქ სამსახური. მე ცვლის უფროსი ვიყავი და ხულოს მონაკვეთს ვაკონტროლებდი. ჩემს განკარგულებაში ასი ჯარისკაცი იყო ოცეულებად დაყოფილი და ისინი ხუთ ზონას აკონტროლებდნენ.

ჩვენს მოვალეობას ურიგოდ არ ვასრულებდით, მაგრამ საზღვრის დარღვევის შემთხვევები მაინც აღინიშნებოდა. დამრღვევი კი რქოსანი პირუტყვი იყო, რომელსაც თურქი მწყემსები აძოვებდნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

თურქების საქონელი ყველაზე მეტად მეოთხე ზონას ეტანებოდა და საზღვარს იქ კვეთდა, რომელსაც ზემდეგ არსენ კისოევის ოცეული იცავდა. ანალოგიური სტრუქტურა ჰქონდათ თურქებსაც და არსენას პარალელურად, თურქულ ზონას მათი ულვაშა კაპრალი, ვინმე ჰუსეინ თემიზი აკონტროლებდა თავის ოცეულთან ერთად.

ზემოაღნიშნულ ზონაში დიდებული საძოვრები იყო და ნეიტრალური ტერიტორიის შუაგულში ნახევრად დანგრეული, ქვის ერთსართულიანი შენობა იდგა. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც სიცხემ ლამის 40 გრადუსს მიაღწია, სამასამდე ძროხა და ხარ-კამეჩი „გვესტუმრა“ თურქეთიდან. შევფუცხუნდით და მეოთხე ზონის პერიმეტრზე გავედით, საიდანაც თურქების ნახირი გადმოვიდა. აქედან ჩვენ დავრბივართ, იქიდან კი – თურქები. მათთან ერთად თურქი მწყემსებიც აქეთ-იქით აწყდებიან, რომლებსაც ჩრდილში ჩასძინებოდათ და ამგვარად გაპარვოდათ საქონელი.

ჩემი და თურქი კოლეგის გასაკვირად, არც მათი და არც ჩვენი ოცეული არ ჩანდა. მე და თურქი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდით ერთმანეთს და მოვილაპარაკეთ, ერთად მოგვეძებნა ჩვენი ჯარისკაცები. დავიწყეთ შემოვლა და ბოლოს იმ ნახევრად დანგრეულ შენობას მივადექით. მე და თურქმა ჩვენი თანმხლები პირები გარეთ დავტოვეთ და ორნი შევედით შენობაში. გავიარეთ თუ არა ათიოდე მეტრი, ნარდის კამათლების ხმა შემოგვესმა. უფრო ღრმად შევედით და რას ვხედავთ, საბჭოთა და თურქ ჯარისკაცთა ოცეულები წრიულად დგანან, ავტომატები კუთხეში მიუწყვიათ და აზარტულად გულშემატკივრობენ თავიანთ უფროსებს... არსენ კისოევი და ჰუსეინ თემიზი ჩაცუცქულან, მუხლებზე ნარდი უდევთ და კამათელს აგორებენ.

– დუ შაშ! – წამოიძახა არსენამ და თურქს პარტია მოუგო.

– შაბაშ! – მუშტი დავურტყი ნარდზე და ვუღრიალე ყომარბაზებს.

ჯარისკაცებმა რომ დაგვინახეს, შეცბნენ და ადგილზე გაქვავდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ერთი პარტია ნარდი მე და თურქმა ოფიცერმაც ვითამაშეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს.


скачать dle 11.3