სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1940 წელი
1 ნოემბერს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში საწვავით დატვირთული ტანკერი, რომელიც პორტში შედიოდა, ძლიერი ნისლის დროს უზარმაზარ შუქურას დაეჯახა და აფეთქდა. ამ აფეთქების ტალღამ 300 მეტრის რადიუსში თითქმის ყველაფერი გაანადგურა, სახელმწიფოს 30 მილიონის ზარალი მიაყენა, 200 ადამიანი დაიღუპა, 300 დაშავდა, ხოლო სტალინის ბრძანებით კი, ამ შემთხვევის გამო კიდევ 100 ადამიანი დახვრიტეს, რომლებსაც ეს კატასტროფა დაბრალდათ.
2 ნოემბერს ფილადელფიაში 36 წლის ყოფილი სამხედრო ლეიტენანტი ჯეიმს კოქსი სიკვდილით დასაჯეს. მას საბოტაჟში დასდეს ბრალი, რამაც ადამიანების მასობრივი მკვლელობები გამოიწვია. კოქსმა, რომელიც საზღვაო ბაზაზე მსახურობდა, პროტესტის ნიშნად ჭურვების საწყობს ცეცხლი წაუკიდა და ამან 97 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
3 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში „ესესის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფის მებრძოლები ბიბლოითეკის შენობაში შეიჭრნენ და იქ შეკრებილი 60 ებრაელი ჯერ ცემა-ცემით შეყარეს სატვირთო მანქანაში, შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს, გააშიშვლეს, დახვრიტეს და უზარმაზარ ორმოში დამარხეს.
60 წლის წინათ – 1950 წელი
1 ნოემბერს მოსკოვში 41 წლის იური პეტრუხინი დახვრიტეს, რომელიც 15 ადამიანის განსაკუთრებულად სასტიკი მკვლელობებისთვის იყო გასამართლებული. პეტრუხინი პროფესიით კულინარი იყო და ერთ-ერთ სასადილოში მუშაობდა. ის თავის მსხვერპლს სახლში იტყუებდა, შემდეგ სარდაფში ჯაჭვებით აბამდა და სხეულის ორგანოებს კვეთდა, ბოლოს კი ადამიანებზე დაგეშილ ძაღლებს აჭმევინებდა. თვითონ კი ამ სანახაობით ტკბებოდა.
4 ნოემბერს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ერთ-ერთი სამოყვარულო გუნდების საფეხბურთო მატჩის დროს, გულშემატკივარი მამაკაცი მინდორზე გაიჭრა, ავტომატური იარაღი ამოაცურა და მატჩის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. ამ შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 4 დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელი მოკლეს.
5 ნოემბერს მოსკოვი-ლენინგრადის საავტომობილო მაგისტრალზე, რომელიც მოყინული იყო, საწვავით დატვირთული ცისტერნა მოსრიალდა, ბოძს დაეჯახა, აფეთქდა და 60 ადამიანი დაიღუპა, 40 მანქანა განადგურდა, ზარალმა კი 6 მილიონი მანეთი შეადგინა.
50 წლის წინათ – 1960 წელი
1 ნოემბერს კიევში 50 წლის ზახარ პრუდკო დახვრიტეს, რომელიც პროფესიით მძღოლი იყო და 11 ადამიანი ჰყავდა მოკლული. პრუდკო თავის მსხვერპლს მანქანაში ისვამდა და თავში კომბლის ჩარტყმით თიშავდა, შემდეგ აუპატიურებდა, ბოლოს კლავდა და ცხედარს ტყეში მარხავდა.
6 ნოემბერს რუსეთის ქალაქ პერმის ¹ 9-ე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრებმა აჯანყება მოაწყვეს, საპყრობილის ადმინისტრაცია მძევლად აიყვანეს და იქაურობის რბევას მიჰყვეს ხელი. თუმცა, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მისულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა აჯანყებულ პატიმრებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და 160 ადამიანი ჩაცხრილეს, ხოლო 200-ზე მეტი მძიმედ დაჭრეს.
7 ნოემბერს ნიუიორკელი პოლიციელი, 41 წლის კლაუს მიულერი, რომელიც წარმოშობით გერმანელი იყო, შავკანიანებით სავსე ტრანსპორტში აიჭრა და ტაბელური „კოლტიდან“ მათ ცეცხლი გაუხსნა. მიულერი რასისტი იყო და 9 შავკანიანი მოკლა, 3-დაჭრა. თავად პოლიციელი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.