კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ორშაბათი
ჰარმონიის, სიმშვიდის, დასკვნების გაკეთების დღეა. შეიძლება გეგმების დასახვა. ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, სწავლა, ვაჭრობა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ყავისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – „ვეფხვის თვალი“, მთის ბროლი, საფირონი, იასპი ან აქატი. ნუ დაუჯერებთ სიზმრებს. არ ვარგა ემოციების გამოხატვა, სასიყვარულო კავშირები, გამოცდების ჩაბარება, ახალი ნაცნობობა. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ელენთა, ნაწლავთა სისტემა.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.
სამშაბათი
ეს დღე გვართმევს ენერგიას და ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების შექმნას. მოერიდეთ საეჭვო კონტაქტებსა და ნაცნობობას. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ და არც დაიწყოთ. არ ვარგა სასიყვარულო ურთიერთობები, მეგობრული კონტაქტები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, მწვანე, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – ქრიზოპრაზი, მარჯანი, ცისფერი ან ყვითელი ნეფრიტი ან იასპი. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. ნუ იქნებთ ზედმეტად კრიტიკული. კარგია საბანკო ოპერაციები. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის.
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის.
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღეა
კარგი დღეა მიზნის მისაღწევად ახალი გზების საძიებლად, მოგზაურობისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სასიყვარულო კავშირებისთვის, გართობისთვის, ხელოვნებასთან კონტაქტისთვის, ექიმებთან კონსულტაციისთვის. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, თეთრი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, მალაქიტი, ამეთვისტო, სელენიტი, ნეფრიტი ან ლაზურიტი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სიზმრებს. შეიძლება გეგმებისა და პროექტების დასახვა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები, ელენთა.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის.
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.
ხუთშაბათი
აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. დღეს დაწყებული საქმეები შემდგომში კარგად წარიმართება. კარგია ინტელექტუალური საქმიანობა, ხელოვნებასთან და დიზაინთან ურთიერთობა, გართობა, სასიყვარულო კავშირები, მეგობრული კონტაქტები, ექიმებთან კონსულტაცია; ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, თეთრი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – აქვამარინი, ჟადეიტი, ამეთვისტო, ქრიზოპრაზი, ლაზურიტი ან ნეფრიტი. სუსტდება ყელი, თირკმელები, კანი, ენდოკრინული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის.
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის.
პარასკევი
გეომაგნიტური დღეა
ემოციურად დაძაბული დღეა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, უმჯობესია, ძველი საქმეები დაასრულოთ. მაღალია დეპრესიის, აგრესიის, შიშის გამოვლენის ალბათობა. მოერიდეთ ეჭვიანობას. არ ვარგა პარტნიორული საქმიანი ურთიერთობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, დაზღვევისა და სოცუზრუნველყოფის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ფულის ვალში აღება. ატარეთ შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე ან თეთრი სამოსი; ქვებიდან კი – ობსიდიანი, იასპი, ოპალი, ტოპაზი ან ონიქსი. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, მასაჟი, სამეცნიერო კვლევა, თმის შეჭრა. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის.
შაბათი
გეომაგნიტური დღეა
ამ დღეს ახალმთვარეობაა, მაღალია ტრავმების, ავარიების, კონფლიქტების, დეპრესიის, აგრესიის, ჯანმრთელობის გაუარესების, ცდუნებების ალბათობა. არ ვარგა საქმიანი პარტნიორობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, დაზღვევისა და სოცუზრუნველყოფის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ფულის ვალად აღება. ატარეთ მუქი მწვანე, შავი, შინდისფერი, თეთრი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – ჟადეიტი, ქალცედონი, აქატი, ტოპაზი ან ოპალი. კარგია გეგმების დასახვა, ავტორიტეტულ ადამიანებთან შეხვედრა, თვითშემეცნება, მასაჟი. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა, ყურები, ყელი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის.
კვირა
აქტიური მოქმედების დღეა. გამოიყენეთ სიფრთხილე. კარგია ინტელექტუალური საქმიანობა, სწავლა, მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი, ფულის ვალად გაცემა; ატარეთ ლურჯი, ცისფერი, იისფერი, წითელი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – პირიტი, ავანტიურინი, ლალი, ჯესპილიტი, ფირუზი ან საფირონი. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. დაეხმარეთ სხვა ადამიანებს. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას. დაეყრდენით ინტუიციას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ყურები, ყელი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის.
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.