შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 23 აპრილს. რამდენად შევეწყობი 1989 წლის 5 ივლისს დაბადებულ ბიჭს პირად ურთიერთობაში?
პასუხი: თქვენ შორის იდეალური ურთიერთობები ნამდვილად არ იქნება, თუმცა, თუ დათმობებზე წახვალთ, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. საერთო ჯამში, თქვენ შორის ურთიერთობა დასავლური ასტროლოგიის მიხედვით კარგია, აღმოსავლური სისტემით კი, ხუთბალიანი სისტემით, თქვენი ურთიერთობა, შესაძლოა, 4 ბალით შევაფასოთ.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 14 ნოემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ პროფესიაში ვიქნები მეტად წარმატებული?
პასუხი: ახლა თქვენთვის რთული პერიოდი დგას, ამიტომ, იყავით ფრთხილად! თქვენი კოსმიური მისია არის, რომ მეტი კონტაქტი გქონდეთ უცხოეთთან. ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია. უცხოეთი მოგცემთ იმ შანსებსა და შესაძლებლობებს, რაც თქვენი წინსვლისა და წარმატებებისთვის არის საჭირო. ამავდროულად, გამოავლინეთ აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივა, პასუხისმგებლობა; დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია – ეს თქვენი კოსმიური მისიაა, რისი გამოვლენითაც მეტად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, თქვენთვის ასეთებია: ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიული დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, მედიცინიდან – ენდოკრინოლოგია, ასევე, ფოტოგრაფიის ხელოვნება, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, მხატვარ-დეკორატორობა, სადალაქო ინდუსტრია ან ბიზნესი, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი; ყველა ამ სფეროში დიდი წარმატებების მიღწევის შანსები გაქვთ.
კითხვა: ვარ დრაკონის წელში დაბადებული კურო. რომელი ასტროლოგიური ნიშნის ქვეშ დაბადებული ვაჟი შემეფერება?
პასუხი: კარგი იქნებოდა, რომ თქვენ შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები მოგეწოდებინათ. დრაკონის წელში დაბადებული ადამიანისთვის კარგია ურთიერთობა მაიმუნის, ვირთხის, ვეფხვისა და ცხენის წელიწადში დაბადებულ ადამიანებთან. არ ვარგა ხარისა და თხის წელიწადში დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. კუროსთვის კი კარგია კირჩხიბის, ქალწულის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. არ არის სასურველი ლომებთან და მერწყულებთან ურთიერთობა. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 23 ივლისს, დილის 8 საათსა და 5 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიაში ელის წარმატება და რომელი უცხო ქვეყნებია მისთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თქვენი შვილი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. მის კოსმიური მისია კი არის ის, რომ იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, მოწესრიგებული, „უხალტურო“ მუშაკი, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდგეს მეტი სერიოზულობით. უნდა იყოს დემოკრატი, სხვებსაც უნდა დაუტოვოს არჩევნის უფლება. დაეყრდნოს ინტუიციას, გამოიყენოს დიპლომატია, იყოს უანგარო ქველმოქმედი. სადაც საჭიროა, გამოიყენოს სპონტანური იმპროვიზაცია და არასტანდარტული მოქმედებები. ეს მისი კოსმიური მისია და ცხოვრებაში წარმატებების მიღწევის მთავარი ფაქტორია. უცხოეთი მისი კარმული მისია არ არის. ქვეყნებიდან კი კარგია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ანდალუზიის მხარე ესპანეთიდან, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტელემექანიკა, სამეცნიერო კვლევა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, მობილურ-აუდიო სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, საიუველირო საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. ამ სფეროებში წარმატებების შანსი მაღალი აქვს.