კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი საშიში ენერგიებისგან ცეცხლისა და წყლის დახმარებით და რა ფერისა და ფორმის ჭურჭელი აგებს პასუხს თქვენს ბედნიერებაზე

წყალი და ცეცხლი ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენს ყველაფერზე, რაც მათ გარშემოა. ეზოთერიკულ ლიტერატურაში ცნობილია, რომ ცეცხლი სივრცეს ასუფთავებს, წყალი კი ყველა ინფორმაციას ინახავს და, რაც მთავარია, ამ ორივე სტიქიას კავშირი აქვს პარალელურ სამყაროსთან. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი ამბობს, ცეცხლისა და წყლის მეშვეობით, შეგვიძლია, უარყოფითი ენერგიისგან საკუთარი ძალებითაც გავიწმინდოთ ორგანიზმი.

ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ ნივთებს ვეხებით, რომელთაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვთ. ამ მხრივ არსებობს გარკვეული ეტიკეტები, რომლებიც ნებისმიერმა ჩვენგანმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას და ყოველდღიურ ცხოვრებაში გაითვალისწინოს.





ლალი: ცეცხლის კვამლის ავ სულებს ძალიან ეშინიათ, ამიტომ სახლში ხშირად უნდა დაანთოთ ფერადი, სურნელოვანი სანთლები, მოატაროთ ისინი საათის ისრის მიმართულებით და კვამლი ხელით მიმოფანტოთ სივრცეში. ბნელი ძალები ამას გრძნობენ და ასეთ გარემოს ერიდებიან. საერთოდ, სახლის გასაწმენდად კარგია ვარდის, ჟასმინისა და პიტნის სურნელის მქონე სანთლების დანთება. ისინი, გარდა იმისა, რომ ბნელ ძალებს აფრთხობენ, იქ მცხოვრებ ადამიანებზე დამამშვიდებლად მოქმედებენ. ცეცხლის ენერგიას კვამლის საშუალებით საცხოვრებელი ბინიდან გარეთ გააქვს დაგროვილი უარყოფითი ენერგია. ბინაში მცხოვრებნი კი, ცუდი აზრების, ფიქრებისა და ემოციებისგან თავისუფლდებიან. თუ ხვდებით, რომ ცუდი განწყობა გეუფლებათ, მთელი დღის განმავლობაში ხელი გეცარებოდათ, არაფერი გამოგდიოდათ და ყველაფერი გაღიზიანებდათ, კარგად ჩაკეტეთ სახლის კარ-ფანჯარა, აანთეთ წითელი ფერის, ვარდის სურნელიანი სამი სანთელი, დაჯექით, დახუჭეთ თვალები, ღრმად ისუნთქეთ ვარდის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და არ იფიქროთ ცუდზე. სულ რაღაც, ხუთი წუთის შემდეგ მიხვდებით, როგორ მშვიდდებით, როგორ ისვენებს ორგანიზმი, გემატებათ ძალები, გიბრუნდებათ კარგი განწყობა, უარყოფითი ემოციებიც მოგშორდებათ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.

– თქვით, ცეცხლის გარდა წყალსაც აქვს მაგიური თვისებები, რომლის წყალობითაც ცუდი ენერგეტიკის მოშორება შეიძლებაო. ეს როგორღა მოვახერხოთ სახლის პირობებში, საკუთარი ძალებით?

– მართალია, ცეცხლის მსგავსად, წყალსაც აქვს მაგიური თვისებები და მისი დახმარებით ბევრი ადამიანი შეძლებს, თავი დაიცვას და მოიშოროს ცუდი ენერგიებისგან გამოწვეული სტრესი, შიშები, დეპრესია თუ ცუდი გუნება-განწყობა. თუ დიდი სტრესი ან ნერვიულობა გადაიტანეთ და თავს ცუდად გრძნობთ, საკუთარ თავს ასე დაეხმარეთ: ჩაასხით ჯამში გამდინარე წყალი, ჩაყარეთ მასში ვერცხლისფერი მონეტები, ცოტაოდენი მარილი, ფიჭვის წიწვები. ჩაყავით თითები და თვალები დახუჭეთ. იყავით ასე დაახლოებით ათი წუთი. შემდეგ თითები ამოიღეთ წყლიდან, თავზე გადაისვით და თმაზე შეიმშრალეთ. მერე ხელები იატაკისკენ დაიქნიეთ სამჯერ და ასე ჩამოიცილეთ დარდი და ცუდი განცდა თითების საშუალებით ორგანიზმიდან. ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ, წყლის წვეთები ოთახის კუთხეებში დააწვეთეთ, წიწვები და მონეტები კი გამჭვირვალე მინის ჭიქაში გადაიტანეთ და საძინებელში, საწოლის გვერდით დაიდგით. მეორე დილით წიწვები გაახვიეთ ქაღალდში და გზაჯვარედინზე დადეთ. მონეტები კი ქუჩაში მათხოვრებს დაურიგეთ. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები ხშირად აბანავებდნენ ფიჭვისწიწვიან აბაზანაში ჩვილ ბავშვებს, რომ ავი თვალი არ მიჰკარებოდა მათ. თან, სჯეროდათ, რომ ასეთი წესით ხშირად დაბანით, ბავშვი უფრო ჯანმრთელი და იღბლიანი გაიზრდებოდა. გეტყვით აქვე, რომ გამდინარე წყალს მაგიური თვისებებიც აქვს. არსებობს დღეები, როცა გამდინარე წყალი იძენს მაგიურ თვისებებს და ადამიანმა ეს დღეები აუცილებლად უნდა იცოდეს. მაგალითად, ახალი მთვარის დღეს აღებული წყალი ადამიანს ბევრი ცუდი და ნეგატიური „ჭუჭყისგან” ათავისუფლებს. აიღეთ ამ დღეს გამდინარე წყალი, შეინახეთ და შემდეგ ის გააზავეთ ხოლმე აბაზანაში, ჩაწექით მასში დაახლოებით ათი წუთით და მეორე დღესვე იგრძნობთ, რომ მსუბუქად დადიხართ, ჯანმრთელობაც ხელს გიწყობთ, უფრო შრომისუნარიანი და ენერგიულიც ხართ. ასევე, კარგია, თუ ამ წყალს ყოველ დილით, უზმოზე დალევთ – ის დაგიცავთ მთელი დღის განმავლობაში ნეგატიური ზემოქმედებისგან. სახლში დაბრუნებულმა კი, დაახლოებით ორი-სამი წუთით მაინც შეუშვირეთ ხელები გამდინარე წყალს, რომ გარედან შემოტანილი ენერგეტიკული „ჭუჭყი” კარგად ჩამოირეცხოთ.

– პირად საუბარში აღნიშნეთ, სამზარეულოს ჭურჭელსაც მაგიური თვისებები აქვსო. რას გულისხმობდით?

– მართალია, სამზარეულოს ჭურჭელსაც აქვს მაგიური თვისებები: ჩვენ, ქალები, სამზარეულოში ყოველდღიურად რამდენიმე საათს ვატარებთ, ვფუსფუსებთ, საჭმელს ვამზადებთ, ვრეცხავთ ჭურჭელს, ვალაგებთ... ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ჩვენ ამ ოთახში მაგიური მოქმედებების მონაწილეები ვართ. მაგალითად, იმ ხელსაწყოებს, რომლებსაც ჩვენ ვეხებით და კერძის მომზადების დროს ვიყენებთ, გარკვეული ენერგეტიკა აქვს. ის ჭურჭელი, რომელსაც ადამიანი იყენებს, ინახავს მოვლენათა ნიუანსებს ანუ იმ ინფორმაციას, რომელსაც მისი ყოფილი მფლობელი გადასცემდა მას.

– თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ დიასახლისიდან დიასახლისამდე ინფორმაცია ჭურჭლის მეშვეობით გადაეცემა თაობიდან თაობებს?

– რასაკვირველია, სწორედ ამას ვგულისხმობ. ხომ იცით, დღეს რა დროში ვცხოვრობთ? ბევრი გაჭირვების გამო ყიდის ოჯახიდან თავისი წინაპრების ნაყიდ და ნაქონ ჭურჭელს, სხვადასხვა ნივთებს, ვაზებს, კოვზებს, ჩანგლებს, ჭაღებს და ასე შემდეგ. სანამ ასეთ ანტიკვარულ და ლამაზ ნივთებს შეიძენთ, აუცილებლად დაინტერესდით მისი ყოფილი მფლობელის ვინაობითა და ბედით, ბრმად ნუ იყიდით სხვის ნაქონ ჭურჭელს. მაგალითად, თუ ის კეთილი და ბედნიერი ადამიანის ნაქონია, რასაკვირველია, უსაფრთხოა, მაგრამ, თუ მისი ყოფილი მფლობელი ბოროტი და უბედური იყო, მაშინ, მისი ყიდვის დროს, საკუთარ ოჯახში ჭურჭელთან ერთად შეგაქვთ მისი ყოფილი პატრონის უბედობა და ბოროტება, ეს კი ძალიან საშიშია.

– პარაფსიქოლოგებისგან გამიგია, რომ ჭურჭლის ფორმას, ფერსა და მოხატულობასაც კი თავისი მაგიური დატვირთვა აქვს. ამაზე რას გვეტყვით?

– ესეც მართალია. კერძოდ, ჭამის დროს გარკვეული მაგიური თვისებები აქვს თეფშსაც, რომლიდანაც თქვენ საკვებს იღებთ ან მიირთმევთ. მაგალითად, თუ მრგვალი თეფშიდან ჭამთ, ავი თვალისგან იქნებით დაცული, კვადრატული ფორმის თეფშიდან ჭამის დროს რომანტიკულ თვისებებს აღვივებთ თქვენში, დადებით ენერგეტიკას იორმაგებთ და სასურველი ხდებით, სამკუთხედი თეფშიდან ჭამა კი უფრო მეტად პიკანტურსა და ამოუცნობს გხდით. ასევე, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხატია იმ თეფშზე, რომლიდანაც საკვებს მიირთმევთ. თუ თეფშზე ათასგვარი წარწერა და იეროგლიფია მოხატული, დიდი სიფრთხილე გმართებთ მასთან ურთიერთობის დროს, რადგან ამ ციფრებისა და ასოების კომბინაცია უდიდეს ენერგეტიკულ-ინფორმაციული კოდის მატარებელია. თუ ეს კოდი უბედურების მომტანია თქვენთვის, საფრთხეც ყოველდღიურად იზრდება. ასევე, ჭურჭლის ფერიც გარკვეულწილად მოქმედებს ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ამ მხრივ კარგია წითელი ჭურჭელი. თუ ასეთი ფერის თეფშიდან ჭამთ ან ასეთი ფერის ჭიქიდან სვამთ ჩაის ან ყავას, ის ენერგიით აგავსებთ. თუ გსურთ, საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინოთ გარშემო მყოფების წინაშე, გირჩევთ, ყავისფერ ან თეთრ ჭურჭელს მიანიჭოთ უპირატესობა. კარგია გარდამავალი, ცისარტყელას ფერებით მოხატული ჭურჭლიდან საჭმლის მირთმევა და ასევე, მომზადება. თუ გულახდილი საუბარი გსურთ რჩეულთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან ან კოლეგებთან, თეთრი ჭურჭლით გააწყვეთ მაგიდა. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ რომანტიკული ურთიერთობის გაღრმავება გინდათ, ცისფერი ან ვარდისფერი ჭურჭლით გააწყვეთ სუფრა. მაგრამ, თუ საქმის გარჩევა ან, გარკვევა გსურთ, მწვანე ჭურჭელს მიანიჭეთ უპირატესობა. ასევე, უკეთესია, თუ სახლში მრგვალი მაგიდა გექნებათ და არა – კუთხეებიანი. ხომ გაგიგონიათ, თუ მაგიდის კუთხეში მოგიწია დაჯდომა, შვიდი წელი ვეღარ გათხოვდებიო. (იცინის). ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. ასე რომ, არ დაჯდეთ მაგიდის კუთხეში, თუ არ გინდათ უსიყვარულოდ, უფულოდ და უიღბლოდ გაატაროთ მთელი შვიდი წელი.


скачать dle 11.3