კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში ახალაღმოჩენილი გენი დაგვეხმარება

ამერიკელმა სწავლულებმა აღმოაჩინეს გენი, რომელსაც შეუძლია ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში დაგვეხმაროს. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პლანეტის თანამედროვე მოსახლეობის 10-20 პროცენტს აქვს გენი CYP2E1, რომელიც ორგანიზმს ალკოჰოლისგან იცავს. „გენი იწვევს ალკოჰოლისადმი მგრძნობელობის გაზრდას და შესაბამისად, ზიზღს, – განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა პროფესორმა კირკ ვილჰელმსენმა, – ჩვენ ავხსენით, როგორ მოქმედებს მოცემული გენი თავის ტვინის მუშაობაზე“.

ადამიანის მიერ მიღებული ალკოჰოლის უდიდესი ნაწილი ღვიძლში იშლება, მაგრამ გარკვეული ნაწილი ტვინისკენ მიემართება, სადაც ფერმენტით მუშავდება. სწორედ ახალაღმოჩენილი გენი განსაზღვრავს ამ ფერმენტის მუშაობას. მისი არსებობის შემთხვევაში ორგანიზმი სწრაფად და ადვილად შლის ალკოჰოლს. ამიტომ, ადამიანი თავის თანამეინახეებზე უფრო სწრაფად თვრება.

ამერიკელი სწავლულების მიერ მიღებული შედეგები შესაძლებელს ხდის შეიქმნას ახალი წამლები, რომლებიც გენეტიკით გამოწვეულ ალკოჰოლურ დამოკიდებულებას მოგვიხსნის.


скачать dle 11.3