კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლულები პარალელური სამყაროების აღმოჩენისთვის ემზადებიან

ფიზიკოსები, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, იმედოვნებენ, რომ უკვე მომავალ წელს ისეთი ფიზიკური ცნების არსებობის პირველ მტკიცებულებებს მიიღებენ, როგორიცაა – „პარალელური სამყაროები“ და „დამატებითი განზომილებები“. დღემდე ამ მოვლენების შესახებ მხოლოდ ფანტასტიკოს მწერალთა ნაწარმოებებში იყო ლაპარაკი. სწავლულები სულ უფრო აქტიურად და დარწმუნებულები ლაპარაკობენ „ახალი ფიზიკის“ ჩასახვაზე, რომელმაც შეიძლება, მთლიანად შეცვალოს თანამედროვე შეხედულებები სამყაროზე.

„პარალელური სამყაროები, მატერიის უცნობი ფორმები, დამატებითი განზომილებები... სულაც არ არის იაფფასიანი სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ კონკრეტული ფიზიკური თეორიებია, რომელთა დადასტურებასაც ცდილობენ, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე სწავლულები“, – ნათქვამია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ოქტომბრის მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან სამყაროს უკვე ასი წელია აკვირდებიან, მისი მხოლოდ 4 პროცენტია შესწავლილი. სწავლულთა აზრით, დანარჩენი ბნელი მატერიისა და ენერგიისგან შედგება, ანუ თვალით უხილავია, ამიტომ, ამ, ეტაპზე შესწავლას არ ექვემდებარება.

როგორც ფიზიკოსებს მიაჩნიათ, პარალელური სამყაროები შეიძლება, დამალული იყოს განზომილებებში, სადაც ვერ აღწევს სინათლის სხივი, რის გამოც თითქმის შეუძლებელია მათი შესწავლა.

დიდი ადრონული კოლაიდერი შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვართან შეიქმნა ბირთული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მიერ. ამუშავდა 2009 წელს. მის მუშაობაში 70-ზე მეტი ქვეყნის ფიზიკოსები იღებენ მონაწილეობას. ის მსოფლიოში უდიდესი ამაჩქარებელია. მის 27-კილომეტრიან წრეში სინათლის სიჩქარის ტოლი სიჩქარით მოძრავი პროტონების ნაკადი ეჯახება ერთმანეთს. სწორედ ამ დაჯახებათა შედეგების შესწავლით იმედოვნებენ სწავლულები, მიიღონ ახალი მონაცემები მატერიის შედგენილობის შესახებ. ასევე, წარმოდგენა შეიქმნან მოვლენაზე, რომელიც 13 მილიარდი წლის წინათ მოხდა. მეცნიერებმა მას „დიდი აფეთქება“ უწოდეს და სამყაროს წარმოშობის დასაბამად მიიჩნევენ.


скачать dle 11.3