კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან

კაცი „თ”-სა და „ხ”-ს ვერ გამოთქვამდა და ოთხი პურის წამოღება დაავალეს სახლში. მაღაზიაში გამყიდველს ეუბნება:

– ექვსი პური მომეცი, ოღონდ ორი არ მინდა!

***

ინფორმაცია რუსულ გაზეთში: „გუშინ ღამით ქუჩაში ხულიგნები თავს დაესხნენ მშვენიერ ქალიშვილ მაშას და შეეცადნენ მისთვის წაერთმიათ ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! თადარიგიანმა მაშამ ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა, წინა საღამოს დაუტოვა თავის მეგობარ კეშას“.

***

დიდი გემი მიცურავს რომელიღაც კუნძულის გასწვრივ, რომელზეც ვიღაც წვერებიანი კაცი ხელებს იქნევს და რაღაცას თავგანწირვით გაჰყვირის.

– ეს ვინ არის? – ეკითხება კაპიტანს ერთ-ერთი მგზავრი.

– ააა, ეს? რა ვიცი! ყოველ წელს, როცა აქ ჩამოვივლით, ასე გიჟდება ხოლმე!

***

ახალგაზრდა ქალი ეკითხება ხანდაზმულ კაცს:

– უკაცრავად, რამდენი წლის ბრძანდებით?

– ოთხმოცის.

– ნამდვილად ვერ მოგცემდით.

– და, არც მინდა!

***

ქმარი ეკითხება ცოლს:

– რას აკეთებს ეს კაცი შენი საწოლის ქვეშ?!

– ქვეშ რას აკეთებს, არ ვიცი, მაგრამ შენ საწოლში უნდა ნახო, რას შვრება.

***

საკონდიტრო მაღაზიაში რეკავს ინგლისელი:

– ალო, ეს მისტერ სმიტი ლაპარაკობს. გეთაყვა, თუ შეიძლება მიიღეთ ტორტის შეკვეთა ჩემი ცოლის დაბადების დღისთვის.

– რამდენი სანთელი გამოვაყოლოთ?

– ოცდაცხრა, როგორც ყოველთვის.

***

– რატომ დააძალე შენს ცოლს, რომ ფლეიტაზე დაკვრა ესწავლა და არა ფორტეპიანოზე?

– იმიტომ რომ, ფლეიტაზე დაკვრის დროს არ მღერის.

***

პატარა ბიჭი ეკითხება მამას:

– მამი, რამდენი ფული დამჭირდება იმისთვის, რომ დავქორწინდე?

– რა ვიცი, აბა შვილო, მე დღემდე ვიხდი!

***

– პორუჩიკო! თქვენ ლაჩარი ხართ! მე თქვენ დუელში გიწვევთ!

– მე არ მოვალ.

– ვითომ რატომ?!

– იმიტომ რომ, ლაჩარი ვარ...

***

ოპერაციის წინ ექიმი პრაქტიკანტ სტუდენტს ეუბნება:

– ნუ აღელდებით, არ არის საჭირო, ისე დააწვეთ სკალპელს, როგორც წინა ჯერზე.

– და წინა ჯერზე რა მოხდა, პატივცემულო?

– არაფერი, მაშინ მაგიდა გაჭერით...


скачать dle 11.3